Piczo

Log in!
Stay Signed In
Do you want to access your site more quickly on this computer? Check this box, and your username and password will be remembered for two weeks. Click logout to turn this off.

Stay Safe
Do not check this box if you are using a public computer. You don't want anyone seeing your personal info or messing with your site.
Ok, I got it
ვიტირე და წავედი მთავარზე :))
უბრალოდ წაიკითხე:((
                                          :(( 1 :))


დათო და ელენე 2 წლის განმავლობაში ყოველ დღე ხვდებოდნენ ერთმანეთს, ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე დროს, საღამოს 6-ის 15 წუთზე, “წითელ ბაღში”...
მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, სხვა წყვილებისგან განსხვავებით ისინი არასოდეს ჩხუბობდნენ. ელენე 17 წლის იყო დათო კი 19-ის.
საშინელი ამინდი იყო. წვიმა და ქარი ერთმანეთს ეჯიბრებოდა. ფიქრებში გართული ელენე ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა:“უეჭველი ის იქნება” გაიფიქრა მან.
— გისმენთ?
— ელენიკო მე ვარ!
— ამ წუთას შენზე ვფიქრობდი, რა ვქნათ ასეთი საშინელი ამინდი რომაა?
— 15 წუთში მზად იყავი, მანქანით გამოგივლი და გავიაროთ სადმე.
— კარგი გელოდები.
მანქანა გიჟივით მიჰქროდა ქალაქის სველ ქუჩებში.
— დათო სად მივდივართ?
— იქ სადაც სიწყნარეა და მარტონი ვიქნებით.
— აუუუ....მითხარი რაა?....გთხოოვ...
— კარგი, გეტყვი: დღეს ბინა ვიქირავე და მინდა, რომ გაჩვენო...
ბინა ერთოთახიანი, ლამაზი, მყუდრო და წყნარი იყო.
— აუ რა მაგარია...ზუსტად ისეთი ბინაა როგორიც მინდა რომ გვქონდეს.
— ხო, ამ ბინაში ზუსტად სამ თვეში ერთად ვიცხოვრებთ, მანამდე კი დაკეტილი მექნება.
— შენ რა იყო, თვეების და დღეების თვლა დაიწყე?
— წუთებს და წამებსაც კი ვითვლი, ერთი სული მაქვს როდის მოვა
— მალე მოვა, მალე..
ისინი ერთმანეთს ჩაეხუტნენ და მოხდა ის, რაც სამი თვის შემდეგ უნდა მომხდარიყო...
— იცი დათო?არც ერთი წამითაც არ ვნანობ იმას, რომ ჩვენს შორის ყველაფერი მოხდა.
დათოს გაეცინა. ელენემ გემრიელად აკოცა იმ ლოყაზე რომელიც ეჩხვლიტებოდა.
— ვგიჟდები ამ ლოყაზე.
— მე კი შენზე ვგიჟდები
— ავდგეთ, თორემ დამაგვიანდება და დედაჩემი ინტერპოლით დამიწყებს ძებნას..
ამის შემდეგ ისინი კვლავ “წითელ ბაღში” ხვდებოდნენ ერთმანეთს, ძალიან ბედნიერები იყვნენ, მაგრამ...
მათ იჩხუბეს!!! 2 წლის განმავლობაში პირველად! ჩხუბის მიზეზი კი ის ბოროტი ენები იყო, რომელმაც მათ ურთერთობას წერტილი დაუსვა, ერთმანეთს დაშორდნენ...
სასოწარკვეთილი ელენე მეორე დღესვე მოსკოვში მიდის თავის ძმასთან და რძალთან, დათო კი თავის მოკვლით ცდილობს საქმიდან გამოსავლის პოვნას, მან სწორედ ის დანა გაიყარა გულში რომელიც ელენემ აჩუქა “სიყვარულის დღეს”.
სისხლისგან ნახევრად დაცლილ დათოს თავის დამ შეუსწრო ოთახში და სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანა, მისვლისთანავე საოპერაციოში შეიყვანეს.
ამ დროს ელენემ თავის რძალ ნინას უთხრა:
— გული ცუდს მიგრძნობს, რაღაც ცუდი უნდა მოხდეს.
მოულოდნელად გული წაუვიდა, გიომ და ნინამ სასწრაფოდ ექიმი გამოიძახეს.
ამ დროს თბილისში დათო სიცოცხლეს ებრძოდა, ელენეს კი მოსკოვში ექიმი სინჯავდა.
გონს მოსულმა ელენემ პირველ რიგში იკითხა:
— რა მოხდა? ექიმებს აქ რა უნდათ?
— არაფერი, უბრალოდ გული წაგივიდა, მე და გიო კი ძალიან შევშინდით.
— ექიმო რა მჭირს?
— ცუდი არაფერი...გილოცავთ თქვენ ფეხძიმედ ხართ.
— რაააა?...
ერთად წამოიყვირეს გაოგნებულმა ელენემ, ნინამ და გიომ.
— დიახ, თქვენ 2 თვის ფეხძიმე ბრძანდებით, დანარჩენი ყველაფერი წესრიგში გაქვთ.
— არ არსებობს...რატომ შემემთხვა ეს ყველაფერი მაინც და მაინც მე? ღმერთო რა დაგიშავე...
ტიროდა ელენე, გიომ კარები გაიჯახუნა და ისე გავარდა გარეთ რომ ხმა არ ამოუღია, ნინამ კი ელენე დაამშვიდა.
— კარგი, ნუ ტირიხარ, ვის არ მოსვლია შეცდომა, არაუშავს, ყველაფერი მოგვარდება.
ელნემ ყველაფერი დაწვრილებით უამბო რაც დათოსთან შეემთხვა.
— ხვალვე ჩავეწერები ექიმთან და აბორტს გავიკეთებ.
— რაა? შენ ხომ არ გაგიჟდი? შენი იდიოტური შეცდომების გამო ბავშვს კლავ?
— აბა რა ვქნა? რომ მკითხავს მამაჩემი ვინ არისო რა ვუთხრა?
— კარგი რა ელენე, უმამოდ ვინ არ გაზრდილა? მეც უმამოდ გავიზარდე მაგრამ არავიზე ნაკლები არ ვარ, იცოდე ამით ისეთ შეცდომას ჩაიდენ, რომ მთელი ცხოვრება ინანებ.
— აბა რა ვქნა? ჩემს მშობლებს რა ვუთხრა? ამას რომ გაიგებენ მომკლავენ,ხომ ნახე გიოს რა რეაქციაც ქონდა.
— აბა როგორ გინდოდა რომ მოქცეულიყო? ჩაგხუტებოდა და გენაცვალეთ შენ და შენ შვილსო, ეგ ეთქვა?!..
— ....................................
ექიმები დათოს მშობლებს იმედს არ აძლევდნენ რომ გადარჩებოდა, მაგრამ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ცოტაც რომ დაეგვიანებინათ მისი მიყვანა, ვეღარ გადაარჩენდნენ.
გავიდა 7 თვე. ამ 7 თვის განმავლობაში დათო ყოველ დღე დადიოდა “წითელ ბაღში” და იმ სკამზე იჯდა სადაც ელენესთან ერთად მრავალი ლამაზი წამი ჰქონდა გატარებული.
ელენე კი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში არ დაბრუნებულა, მისმა მშობლებმა ყველაფერი გაიგეს, რაღაც დროით საერთოდ არ ელეპარაკებიდნენ... გიო და ნინა არაფერს აკლებდნენ, ხელის გულზე ატარებდნენ... ეყოლა ბიჭი, რომელსაც ნიკუშა დაარქვა.
ბავშვი მამას მხოლოდ ტუჩებით და ჩაჩხვლეტილი ლოყით ჰგავდა.
როდესაც ბავშვს 3 წელი შეუსრულდა, ელენემ გადაწყვიტა რომ თბილისში ჩამოსულიყო, გიო და ნინაც გამოყვნენ თავიანთი შვილით.
გიომ ელენეს სიურპრიზი გაუკეთა, ერთოთახიანი ბინა უყიდა ვაჟაზე. როდესაც ელენემ ეს ბინა ნახა სიხარულის მაგივრად ტირილი დაიწყო. ეს სწორედ ის ბინა იყო, რომელიც 4 წლის წინ დათომ იქირავა, რომ ელენესთან დაქორწინების შემდეგიქ ეცხოვრათ.
— ელ, რატომ ტირი? არ მოგეწონა ეს ბინა? თუ არ მოგწონს რა პრობლემაა, გავყიდოთ და ის ვიყიდოთ, რომელიც მოგეწონება.
უთხრა გიომ დაიკოს.
— არა, არა პირიქით, ეს ბინა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან მომწონს და არსადაც არ წავალ აქედან, აქ ვიცხოვრებ.
ამოიზლუქუნა ელენემ.
გაურკვეველი დარჩა გიოსთვის, თუ რას ნიშნავდა ელენეს ეს საქციელი, ნინამ კი ყველაფერი იცოდა, ის ერთადერთი მესაიდუმლე იყო ელენესი.
ეს ბინა ძალიან ახლოს იყო “წითელ ბაღთან”. ელენე ყოველ დილით ასეირნებდა ბავშვს ამ ბაღში, საღამოობით კი “ვაკის პარკში” დაყავდა.
ელენესგან განსხვავებით დათო საღამოობით სეირნობდა “წითელ ბაღში”, ხანდახან თავის პატარა დიშვილს ასეირნებდა ხოლმე.
ერთ დღეს ელენემ დილით ვერ მოახერხა ნიკუშას “წითელ ბაღში” გასეირნება და შეპირდა, რომ რახან ეხლა ვერ ვახერხებ, საღამოს წაგიყვანო. ბავშვიც დათანხმდა.
ელენემ თავისი დანაპირები შეასრულა და ნიკუშა საღამოს “წითელ ბაღში” გაასეირნა.
ელენე სკამზე იჯდა და თავის საყვარელ შადრევანს უყურბდა, ნიკუშა კი იქვე თამაშობდა პატარა ბავშვებთან ართად.
დათომ ჩვეულებისამებრ გაისეირნა საღამოს “წითელ ბაღში”, დაჯდა სკამზე და იმ ადგილს მიაშტერდა, სადაც პატარა ბავშვები ქვიშაში თამაშობდნენ. უეცრად ერთმა ბავშვმა ფეხი წამოკრა ქვას და წაიქცა. დათო თავისდაუნებურად მივარდა აბღავლებულ ბავშვს, წამოაყენა და შარვლის ფერთხვა დაუწყო. ამ დროს ელენეც მიუახლოვდა ნიკუშას, ჩაკუზული დათო ზურგიდან კი ვერ იცნო.
— რა იყო ნიკუშ რა გაბღავლებს? კაცი ხარ თუ არა?
— წავიქეციიი....
— მერე რა, ვინ არ ცაქცეულა;
დათო ელენეს ხმის გაგონებაზე გაშეშდა, წამოდგა და მიაშტერდა.
— ელენეეე?...
ასე პირველად მიმართა მან ელენეს, რადგან ყოველთვის “ელენიკოს” ეძახდა.
— ....................................
— ამდენი ხანია არ მინახიხარ და ძალიან შეცვლილი მეჩვენები, დაქალებულხარ.
დათოც ძალიან შეცვლილიყო, ამ ტკივილს და მოგონებებს ღრმა ნაკვალევი დაუმჩნევია მისთვის როგორც შინაგანად ასევე გარეგნულად.
ელენე შოკში იყო, ხმას ვერ იღებდა, ადგილიდანაც კი ვერ ინძრეოდა.
— ეს ბავშვი ვისია?
ამ კითხვამ გამოაფხიზლა ელენე და აც პირველი პირზე მოადგა ის უთხრა:
— ჩემი ძმიშვილია ნიკუშა,
— იცი? საოცრად გგავს...
— ვიცი, მაპატიე მაგრამ უნდა წავიდე, მეჩქარება, ნიკუშას ძილის დროა.
ამღვრეული თვალებით უთხრა ელენემ დათოს და სასწრაფოდ გამობრუნდა.
დათოს უნდოდა მივარდნოდა, ჩახუტებოდა და მაგრად ეყვირა, რომ “მე ისევ მაგრად მიყვარხარო”, მაგრამ ყელში რაღაც ახრჩობდა, ხმას ვერ იღებდა.
ასეთივე მდგომარეობაში იყო ელენეც, რომელიც უაზრო გამომეტყველებით მიაბიჯებდა სახლისკენ.
— დეეე! არ მინდა სახლში!
— მე არ მაინტერესებს შენ რა გინდა და რა არა.
ასე უხეშად პირველად მიმართა ელენემ ბავშვს, ნიკუშა აბღავლდა.
ელენეს მისი ტირილისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, იგი ამ წუთას მხოლოდ დათოზე ფიქრობდა, ცდილობდა, რომ ბავშვის თვალწინ არ ეტირა რადგან თავიდან აეცილებინა უამრავი კითხვა, მაგრამ...
— დედიკო რატომ ტირი? ჩემი გულისთვის?
— არა დედი, შენ რა შუაში ხარ!
უთხრა ელენემ ნიკუშას და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ჩაეხუტა.
მთელი ღამე თეთრად გაათენა ელენემაც და დათომაც.
ორი კვირის განმავლობაში ელენეს ნიკუშა ყოველ დღე ხან ზოოპარკში, ხან ცირკში, ხან მაგდონალდში და ხან მუშტაეთში დაყავდა, რომ არ მოენდომებინა “წითელ ბაღში” სეირნობა, არადა ძალიან უყვარდა ბავშვს იქ თამაში.
ელენემ გადაწყვიტა, რომ ნიკუშა ბაღში შეეყვანა, მშობლების და ძმის წინააღმდეღობების მიუხედავად მაინც შეიყვანა კერძო ბაღში, რომელი სახლთან ახლოს მდებარეობდა, ნიკუშას ძალიან მოეწონა ბაღი.
— იცი დედიკო, ერთი გოგოა ჩემი ბაღელი, “ლიზი” ჰქვია და ჩემს გარდა არავის ეთამაშება.
— მერე თუ გინდა დავპატიჟოთ შენს დაბადების დღეზე.
— რამდენ დღეში მოვა ჩემი დაბადების დღე?
— 3 დღეში.
— შენი დაბადების დღეც ხომ 3 დღეშია?
— ჰო შვილო.
ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც დათომ ელენეს აჩუქა ეს ნიკუშა იყო, რომელიც 31 მარტს დაიბადა, ზუსტად ელენეს დაბადების დღეზე.
ელენემ გადაწყვიტა, რომ ნიკუშასთვის დაბადების დღე “ბასტი-ბუბუს” ცენტრში გადაეხადა, ღამე კი გიოსთან და ნინასთან ერთად აღნიშნავდა საყვარელ რესტორანში.
დაბადების დღეზე ნიკუშას ბაღელები და გიოს შვილი დაჩი იყო, ლიზიც იყო დედამისთან ერთად, ელენემ და ლიზის დედა ეკამ ერთმანეთი გაიცნეს, ძალიან ამსგავსებდა ელენე ეკას დათოს და თვითონაც არ იცოდა, რატომ. უთხრა კიდევაც, რომ ჩემს ერთ ნაცნობს ძალიან გავხარო.
ნიკუშას და ელენეს დაბადების დღემ კარგად ჩაიარა, ელენე და ეკა დამეგობრდნენ. ლიზის დაბადების დღეც მოახლოვდა.
— გისმენთ!
— ელენე ეკა ვარ, როგორ ხარ?
— კარგად ეკა, შენ როგორ ხარ?
— მევ კარგად ვარ, ხვალ ჩემი ლიზის დაბადების დღეა, რესტორანში ვუხდი და უფროსებიც ვიქნებით, ძალიან მინდა, რომ შენდა ნიკუშაც მოხვიდეთ.
— დიდი მადლობა მაგრამ...
— არავითარი მაგრამ, აუცულებლად მოდი, გელოდები საღამოს 6 საათზე რესტორან “ბათუსში.”
ელენემ ბავშვი ბაღში მიიყვანა, თვითონ კი ნინასთან ერთად წავიდა მაღაზიებში, რათა დღევანდელი საღამოსთვის რაიმე კარგი კაბა ეყიდა.
— აუ დავიღალე ამდენი სიარულით, ამდენ კაბებში რით ვეღარ აარჩიე? აუუ, შენი მოსაწონი ხომ არსად არაფერი არ არის.
— კაი რა ნინა, ეხლა მაინც ნუ წუწუნებ, ძაან მაგარ ხასიათზე ვარ.
— გადავწყვიტე, ეს უნდა ვიყიდო.
— ძალიან ლამაზია.
— ნინა, გეხვეწები რა ნიკუშა ბაღიდან შენ გამოიყვანე, სალონში უნდა წავიდე.
— რა პრობლემაა, 5-ზე სახლში მოგიყვან.
ძალიან კარგ ფორმაში იყო ელენე, გრძელი შავი საღამოს კაბა ეცვა, ვარცხნილობაც შესაფერისი ჰქონდა. გამოცხადდა დათქმულ დროს დათქმულ ადგილას.
დაბადების დღეზე ეკას მეგობრები და მათი შვილები იყვნენ. სუფრასთან რომ დასხდნენ ეკამ თქვა:
— თითქმის ყველანი ვართ, მარტო ჩემს ძმას ველოდები, ისიც წუთი-წუთზე მოვა.
— ამ დროს კარები ეკას ძმამ შემოაღო.
— ესეც ჩემი საყვარელი ძამიკო “დათო”, გაიცანით.
ელენე უცებ სკამიდან წამოვარდა, დათოს ღიმილი შეაშრა, მისთვის როგორც ელენესთვის ერთმანეთის დანახვა შოკის მომგვრელი იყო.
ელენემ ეკა გვერდით გაიყვანა და უთხრა:
— ეკა, თავს შეუძლოდ ვგრძნობ, უნდა წავიდე, მაპატიე რა...
ძალიან გთხოვ არ წახვიდე, აგერ გვერდით ოთახში გამომყევი, დაჯექი, წყალს მოგიტან და უკეთ გახდები.
ელენე იჯდა ოთახში, უნდოდა რომ ეყვირა ბოლო ხმით...
— ეკა სად იყავი ამდენ ხანს?
— ლიზის ბაღელი როა ნიკუშა, იმის დედა ცუდად გახდა და გვერძე ოთახში გავიყვანე, წყალი უნდა მივუტანო.
— შენ იყავი და სტუმრებს მიხედე, წყალს კი მე მიუტან.
თვალცრემლიანმა ელენემ დათო რომ დაინახა წამოვარდა სკამიდან და გასვლა დააპირა, დათომ ხელი წაავლო მკლავში და უთხრა:
— ეხლაც მეტყვი რომ გეჩქარება? თუ იმას მომატყუებ, რომ შენს “ძმიშვილს” ეძინება?
— ჩემი ძმიშვილი რა შუაშია?
— რატომ მომატყუე, რომ ნიკუშა ჩემი ძმიშვილიაო?
— არ მომიტყუებიხარ...
— ახლაც მატყუებ! ვიცი რომ შენი შვილია!
ელენემ თვალი აარიდა.
— შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ნიკუშა ჩემი შვილია თუ ძმიშვილი?
— მნიშვნელობა რომ არ ჰქონოდა, საერთოდ არ გკათხავდი.
ელენემ ხელი გააშვებინა და დარბაზში გავიდა.
— ელენე უკეთ ხარ?
— არა ეკა, უარესად ვარ, უნდა წავიდე.
— აუუ, ნიკუშა მაინც დატოვე რა, თორემ ლიზი გაგიჟდება.
ელენემ იფიქრა, ნიკუშამ რომ გაიგოს, უნდა წავიდეთ გაგიჟდება და ისეთ ამბავს ატეხავს, რომ ვერავინ გავაჩუმებთ.
— კარგი დავტოვებ და დამირეკეთ რომელზე მოვაკითხო.
— კარგი, არ არის პრობლემა.
ელენე წავიდა.
— ეკა, ნიკუშა დედამისს კითხულობს, სად არის?
მოატყუა დათომ ეკას.
— წავიდა, ძალიან ცუდად იყო, გვიან მოვა და ბავშვს წაიყვანს.
ელენე მთელი გზა ტიროდა, თან ნიკუშაზე ნერვიულობდა.
— ეკა, უკვე პატარების წასვლის დროა, ელენე იქნებ ისევ შეუძლოდაა, მომეცი მისამართი და მეთვითომ მივუყვან ბავშვს.
— კარგი იდეაა, მართლაც ასე აჯობებს.
დათოს ნელა მიყავდა ნაწვიმარ ქუჩებში მანქანა, თან ნიკუშას ელაპარაკებოდა.
— მოსკოვში უფრო კარგია თუ აქ?
— აქ, იმიტომ, რომ ბევრი მეგობრები მყავს, ბებო, ბაბუ ყველა აქ მყავს.
დათოს უნდოდა, რომ მამამისზეც გამოეკითხა ცოტა რამე, მაგრამ თავი შეიკავა.
— შენი დაბადების დღე როდის არის?
— ჩემი დაბადების დღე უკვე იყო 31 მარტს.
— რააა? იქნებ თვე გეშლება? ნამდვილად 31 მარტს გაქვს?
— კიი, შენც ამ დღეს ხომ არ გაქვს?
— არაა...ჩემს ახლობელს აქვს.
— ჩემ დედიკოსაც ჩემ დაბადების დღეზე აქვს დაბადების დღე.
— ნიკუშას სიტყვები აღარ ესმოდა დათოს, სულ ელენეზე ფიქრობდა.
— ამ კორპუსში ცხოვრობ?..
— კიი
— კარგი, ავიდეთ...
ნიკუშა ნაცნობ კარს მიადგა და დააკაკუნა, დათო გაოცდა
— იქნებ გეშლება, ეს ნამდვილად შენი სახლია?
— კი
ამ დროს თვალებდაწითლებულმა ელენემ გააღო კარები, ნიკუშა და დათო რომ დაინახა ხელჩაკიდებულები ლამის გული წაუვიდა.
ნიკუშა გიჟივით შევარდა სახლში, ელენე და დათო კი გაჩუმებულები შესცქეროდნენ ერთმანეთს.
— დათო ბიძია შემოდი რა, ჩემს სათამაშოებს გაჩვენებ.
ბავშვის ხმამ გამოარკვია ელენე და დათო ფიქრებიდან.
— შემობრძანდით
უთხრა ელენემ დათოს, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ნიკუშას ჰქონდა შეთავაზებული ბინაში შემოსვლა.
— არა, გმადლობთ, მეჩქარება.
უთხრა დათომ და უკანმოუხედავად გამობრუნდა.
მანქანას გიჟივით მიაქროლებდა. სულ ნიკუშას სიტყვები ესმოდა და ელენეს ნამტირალევი თვალები ედგა თვალწინ, ერთადერთი კითხვა უტრიალებდა თავში “ასე მალე როგორ დამივიწყა?!”
ამ ამბის შემდეგ ელენემ გადაწყვიტა, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილიყო და ნიკუშა დედამისთან ერთად წყნეთში გაუშვა ერთი კვირით.
ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ “წითელ ბაღში” გაევლო და ის ლამაზი წუთები გაეხსენებინა რომელიც იქ ჰქონდა გატარებული. დაჯდა იმ სკამზე, სადაც ყოველ საღამოს დათოსთან ერთად იჯდა ხოლმე. ელენე ფიქრებში იყო გართული როდესაც ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო.
— როგორ ხარ ელენე?
დათოს ხმის გაგონებაზე ელენე გაშრა, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა.
— კარგად, შენ?
— მე ცუდად ვარ!
ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა, ელენემ დახედა, დედამისის ნომერი იყო.
— ხო დედი
— დედიკო როგორ ხარ?
— კარგად ჩემო სიხარულო, იცი როგორ მომენატრე?
კაი დედი, როგორც შენ გინდა, ბებოს ვეტყვი და ხვალვე ჩამოგიყვანს.
— ჰო, კარგი.
— გკოცნი.
— ნიკუშა იყო?
ჰკითხა დათომ.
— ჰო...
— გათხოვდი არა?...ბედნიერი ხარ ჰო?
ელენემ ხმა არ გასცა და ამღვრეული თვალები აარიდა.
— შენ არ მოგიყვანია ცოლი?
— არა, შენგან განსხვავებით მე შენს გარდა ცხოვრებაში არავინ შემყვარებია და არც არასდროს არავის არ მოვიყვან ცოლად!
— შენი ქმარი ქართველია?
— მე ქმარი არ მყავს...
— რააა?... დაშორდი?
ელენეს ამ კითხვისთვის ხმა არ გაუცია.
— მერე? ნიკუშა რომ გეუბნება მამაჩემი სად არისო რას ეუბნები?
— იცის, რომ საზღვარგარეთ ცხოვრობს.
ამინდი მოიღრუბლა, საშინელი თქეში წვიმა დაიწყო. სველდებოდა ორივე, ელენეს რატომღაც წასვლა არ უნდოდა. უნდოდა, რომ მთელი ამდენი ხნის საიდუმლო ერთბაშად გაემჟღავნებინა მისთვის.
— ამ წვიმაში გაცივდები, წამოდი სადმე კაფეში დავსხდეთ და იქ ვისაუბროთ.
— კარგი, წავიდეთ.
დათოს გაუკვირდა მისი ასეთი პასუხი.
ელენე დათოს გვერდით თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ მოწყენილი იყო. დიდხანს საუბრობდნენ ისინი სხვადასხვა თემებზე, ყველაფერს შეეხნენ გარდა გრძნობებისა.
მოულოდნელად დათომ უთხრა:
— მეტი აღარ შემიძლია, მე ძველებურად ძალიან მიყვარხარ, არ ყოფილა წამი, რომ შენზე არ მეფიქრა, უსიყვარულოდ კი ყველაფერი უაზროა...აი ამიტომაც არ მოვიყვანე ცოლი.
ელენე განცვიფრებული უსმენდა და ხმა ვერ ამოეღო, დათო ხვდებოდა და გრძნობდა, რომ ელენეს მიუხედავად ყველაფრისა ის ისე უყვარდა.
— მოდი ელენე ყველაფერი დავივიწყოთ რაც აქამდე მოხდა და დავქორწინდეთ...
ელენეს ირონიულად გაეღიმა და გაიფიქრა “როგორც ყოველთვის ჩემს აზრებს კითხულობს”. მიუხედავად მისი ასეთი ფიქრისა პასუხი მაინც არ გაუცია.
— უნდა წავიდე, უკვე გვიანია, ხვალ ნიკუშა ჩამოდის და უნდა მოვემზადო.
— კარგი, მაშინ თუ ნებას დამრთავ, სახლამდე მიგაცილებ.
— კარგი.
დათო მანქანას გიჟივით ატარებდა. საშინლად წვიმდა. ორივეს ერთი ეპიზოდი ახსენდებოდა, როდესაც სახლის საჩვენებლად მიყავდა დათოს.
როდესაც სახლს მიუახლოვდნენ ელენემ ზრდილობისთვის უთხრა: “ამოდი ყავაზე დაგპატიჟებ”-ო.
მისდა გასაოცრად დადებითი პასუხი მიიღო დათოსგან.
— რა ლამაზად მოგიწყვია ეს ბინა...
— ჰოო? ჩემი და ნიკუშას დიზაინითაა მოწყობილი.
დათო დაღონდა და გაიფიქრა “წესით აქ მე უნდა ვცხოვრომდე ელენესთან ერთად ბედნიერი”-ო.
ნიკუშას პატარაობის სურათი იდო ჩარჩოში, რომელშიც იცინოდა და ჩაჩხვლეტილი ლოყა ეტყობოდა.
— ფეხძიმობაში კვერცხი მოიპარე ნიკუშას რომ ლოყა ჩაჩხვლეტოდა?
ელენემ ეჭვით გახედა, რამეს ხომ არ მიხვდაო მაგრამ, რომ ნახა სერიოზულად ეკითხებოდა გაეღიმა.
— ვის უფრო გავს შენ თუ მამამისს?
— იერით, თვალწარბით და თმისფერით მე მგავს დანარჩენებით კი მამამისს, ხასიათი და ქცევებიც კი მამამისის აქვს.
— ესეიგი ბუტია არ არის
— როგორ არ არის, ჩემზე ბუტია ის არის.
დათო ძალიან ბუტია იყო, მაგრამ წყენა მალევე ავიწყდებოდა.
— ელენე დაფიქრდი ჩემს წინადანებაზე, გპირდები, რომ უბედნიერეს ქალად გაქცევ, ნიკუშას შვილივით მოვუვლი და მოვექცევი
ამ სიტყვებმა ტანში ჟრუანტელივით დაუარა ელენეს.
საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა, ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ. მოულოდნელად დათომ უთხრა:
— ნიკუშა დაიფიცე, რომ აღარ გიყვარვარ, საერთოდ აღარაფერს გრძნობ ჩემს წინაშე და თავს დაგანებებ.
ელენემ თვალი აარიდა, დათომ ხელი მხარში ჩაავლო და უთხრა:
— მითხარი, გელოდები, რატომ არ მეუბნები?
ნინას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, დათომ გულში ჩაიკრა მაგრად, ელენემ თავი ვეღარ შეიკავა და ბოლო ხმაზე აღრიალდა:
— მიყვარხარ, ძალიან მაგრად მიყვარხარ.
დიდი ხანი ტიროდა ელენე დათოს მკლავებში.
— ელენე...............
— ...............................
— გამომყევი რა ცოლად, ძალიან გთხოვ.
— როდის?
— ამ წუთას
— კი მაგრამ ხვალ რომ ნიკუშა ჩამოდის?
— მერე რა, ნიკუშას ერთად დავხვდეთ დაქორწინებულები
— დათო, რაღაც უნდა გითხრა
— ეხლა არაფრის მოსმენა არ მინდა ისეთი ბედნიერი ვარ
— აუცილებლად უნდა გითხრა
— კაი, გისმენ!
— ამას რომ გაიგებ ძალიან განაწყენდები და გაბრაზდები
— ოღონდ არ მითხრა, რომ ცოლად აღარ მომყვები და გპირდები, რომ არ გაგიბრაზდები
— ................................
— ჰა, რაღას უცდი გისმენელენემ მზერა აარიდა დაუთხრა:
— ნიკუშა შენი შვილია!
— რააააა?
დათო გიჟივით წამოვარდა სკამიდან.
ხო, ნიკუშა შენგან მყავს, რაც შეეხება ვითომ ვიღაც ჩემ ქმარს, ყველაფერი ტყუილი იყო.
— რატომ მიმალავდი? აქამდე რატომ არ მითხარი?
— .........................
— ნიკუშამაც არ იცის რომ მე მამამისი ვარ?
— არა, მან იცის, რომ მამა საზღვარგარეთ ჰყავს.
— ბავშვს მაინც რატომ ატყუებდი?
— აბა რა მეთქვა მამაშენი საქართველოშიათქო? მერე რომ ჩამოვიდოდი მომთხოვდა, რომ მანახეო, მოვსულიყავი შენთან და მეთქვა: “ნიკუშა გაიცანი ეს მამაშენიათქო?!”
— აუუ, არ მჯერა, ამ წუთას მე უბედნიერესი კაცი ვარ, საყვარელი ადამიანისგან მყავს შვილი და მე დღეიდან მათ გვერდით ვიცხოვრებ.!
ელენეს და დათოს არც კი უფიქრიათ ქორწილის სხვა დღისთვის გადატანა, იმ ღამესვე დათომ ელენე წაიყვანა თავის სახლში და განუცხადა მშობლებს, რომ მოიყვანა ცოლად ის ადამიანი რომლის გულისთვისაც თავს იკლავდა და ის ადამიანი რომლისგანაც 3 წლის შვილი ჰყავდა.
შოკის მომგვრელი იყო დათოს ოჯახისთვის ეს ამბავი, განსაკუთრებულად კი ეკასთვის, სიხარულისაგან მეცხრე ცაზე იყო.
კარგად მიიღო დათო ელენეს ოჯახმაც, მეორე დღეს ჩამოვიდა ნიკუშაც, ელენემ ყველაფერი დალეგებულად აუხსნა. ნიკუშას ძალიან გაუხარდა მამის გაცნობა თან ის, რომ ამიერიდან მამასთან ერთად იცხოვრებდა.
დათომ გადაწყვიტა, რომ ცოტა ხანი იმ ბინაში ეცხოვრათ სადაც ელენე და ნიკუშა იყვნენ, ხოლო მომავალში კი ბინას იყიდიდა.
ახლა ელენე, დათო და ნიკუშა ერთად სეირნობენ “წითელ ბაღში”.
ელენე დაფეხძიმდა, დათომ სახლი იყიდა, გაარემონტა და მეორე ბავშვი რომ ეყოლათ პირდაპირ იმ სახლში გადავიდნენ. ეყოლათ გოგო, რომელსაც ლიზი დაარქვეს, ბავშვი ზედგამოჭრილი მამამისი იყო, ლოყაც კი “ეჩხვლიტებოდა”...
((2))
ტირი?
_ჰო, ვტირი...
_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს?
_ჰო, მიყვარს...
_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი
ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.
_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს
და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...
უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს
ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:
_მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე?
ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა
გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს.
და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ქარს მოყვებოდა ცრემლების წვიმა, და ჩემთან
ერთად ტიროდა ყველა: ქარი, ჭადარი, მეცა და წვიმაც.
ბოლოს სულ ბოლოს ქალის კივილი გაიგონა...-`ვაიმე
დედა~-დაიწერა ბაგეზე.
თვალები ძვლივს გაახილა...
..უცნობი კედლები_მოთეთრო-მონაცრისფრო.
`სადა ვარ?~_გაიფიქრა... ფიქრი არ დააცალეს თეთრ ხალათიანმა ექიმებმა.
_თვალები გაახილა! ცოცხალია... ცოცხალი!
_გადარჩა?
_სადა ვარ?_ და ვარც თქვა ეს ორი სიტყვა... გონება დაძაბა და გაახსენდა...
მშვენიერი დღე იყო, ღრუბლის ნაფლეთებს შორის მზე იჭყიტებოდა, დილით
მეგობართან წავიდა. არ შეეძლო ვინმესთვის არ გაენდო თავისი სატკივარი. ეგონა რომ
არ ვთქვა გული გამისკდებაო. არავინ დახვდა სახლში. ნელა დაეშვა კიბეზე. არ
თავდებოდა კიბის საფეხურები... მისგან შეუმჩნევლად წამოეწივნენ ფიქრები...
`რა ბედნიერი ვიყავი გუშინ და რა უბედური ვარ ახლა...~_ფიქრობდა გოგონა და
ამ ფიქრებში ქუჩაში გავიდა.
`რა იქნება მომავალში... დამიბრუნდება?!. არა, ამაყია, ზედმეტად ამაყი,
ვერ მაპატიებს, ვერა...~
_გოგონი, ფრთხილად მანქანა!_ უყვირა ვიღაცამ.
მძღოლის შეშინებული თვალები... ტკივილი... ვიღაცამ იკივლა... `ვაიმე
დედა~_ შეაშრა ბაგეზე.
_სამი დღე იცოცხლებს, მერე ვერაფერს შეგპირდებით,_ჩუმად უთხრა ექიმმა
მშობლებს...
რამ გააღვიძა მაინცდამაინც იმ წუთში, ხომ ვერ გაიგებდა ექიმის სიტყვებს...
მაგრამ, ბედისწერა იყო ალბათ ესეც...
_მაშ, სამოცდათორმეტი საათი დამრჩა?! ო, ღმერთო, როგორ არ მინდა სიკვდილი,
არ მინდა ღმერთო, შემიბრალე ნუ გამწირავ...
..ღმერთს არ ესმოდა მისი...
თვალსა და ხელს შუა აკლდებოდა დრო, ორი დღე გავიდა უკვე... ის კი იწვა და
ფიქრობდა, ცდილობდა მის მახსოვრობაში შემორჩენილი ყოველი წამი აღედგინა...
..ღმერთს არ ესმოდა მისი... ანგელოზს რა უნდაო მიწაზე...
`ღმერთო! მაცოცხლე გემუდარები!.. მის უნახავად მაინც ნუ მომკლავ!..~
ღამითაც არ იძინებდა: `ძილი სამუდამო სასუფეველშიც მეყოფაო,~საათს
უყურებდა... გრძნობდა როგორ აკლდებოდა საათები, წუთები, წამები... ყოველ წუთს
თავს აბეზრებდნენ მნახველები, უაზრო კითხვებით ართმევდნენ მისთვის ესოდენ
ძვირფას დროს... გაიღებოდა კარები და ცრემლიანი თვალები... ნუგეში...
`ნუ გეშინია, მალე გამოჯანმრთელდებიო.~ გასულები კი ამბობდნენ: `ვაი შვილო
რა ბავშვი უნდა მოკვდესო!..~
საათს დახედა... სამი საათის სიცოცხლე დარჩენოდა... როგორ უცბად გასულა
დრო... როგორ არ უნდა ახლა ვინმემ შეაწუხოს... კარებმა გაიჭრიალა...
თაიგული... სიშავემდე წითელი ვარდების თაიგული ფარავდა მოსულის სახეს...
`...ჩემი საყვარელი ყვავილები... ნეტავ ვინ მომიტანა?..~ ყვავილებს შორის
ნაცნობ თვალებს წააწყდა... ის უხერხულად იდგა კარებში, მერე გამოერკვა,
მიუახლოვდა... ყვავილებს შორის დაკარგული თვალები დააკავა... სკამი მისწია
ახლოს და დაჯდა...
..ერთხანს დუმილს უსმენდნენ...
..თვალებით ეძახდნენ ერთმანეთს...
..ბოლოს დაირღვა სიჩუმე...

_დღეს გავიგე შენი ამბავი, არ მჯეროდა სანამ ჩემი თვალით არ გნახე...
ბიჭები მაშაყირებდნენ მეგონა... მერე კახამ დაიფიცა... მაინც არ მჯეროდა, ვერ
ვიჯერებდი, ვერ წარმომედგინა... სანამ მოვიდოდი ყვავილები გიყიდე...
გახსოვს იები რომ მოგიტანე?!.
_რა თქმა უნდა...
_ერთად რომ დავდიოდით ხელგადახვეულები?
_მახსოვს...
_გახსოვს ის დღე, სიყვარული რომ აგიხსენი?
_რა დამავიწყებს... მე ყველაფერი გავიხსენე, რადგან ვიცი რომ ხვალ აღარ
ვიქნები...
_მე შენ მიყვარხარ!..
_სიბრალული გალაპარაკებს...
_მე შენ მართლა მიყვარხარ!..
_არ მითხოვია შენთვის შებრალება...
_შენ არ გჯერა ჩემი, მე კი ვიცი, მაგრამ, აი რა...
_არ არის საჭირო, გეხვეწები...
_მე, მეშEნ მიყვარხარ! ღმერთს გეფიცები მიყვარხარ!..
..ისევ დუმილი, არ უნდოდა საათზე დაეხედა, გრძნობდა წუთებიღა დარჩენოდა...
_იცი რაა?
_რაა?
_მინდა, რომ ამ ქვეყნიდან წასულს შენი ტუჩების სითბო გამყვეს!..
..და ტუჩები დაეწაფნენ ერთმანეთს...
..ყვირილმა საავადმყოფო შეძრა...
თეთრ კარებში შესვლას ერთმანეთს ასწრებდნენ ექიმები, მშობლები,
მეგობრები...
ლოგინთან დაჩოქილი ბიჭი გაშეშებულიყო... ცხელი ცრემლები ისე მოსრიალებდნენ
სახეზე, როგორც წვიმის წვეთები მინაზე...
..სიშავემდე წითელ ვარდებს მოეწყინათ უსიცოცხლო ხელებში...
..ტუჩებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო...
((3))
წერილი
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე...
მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.
აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე.
ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე... თავში
ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.
არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი, ათასი წელი
იქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი. მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს
შენი ლამაზი თვალების ფერი.
ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე, როცა თებერვლის
მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი
დღეებს, ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.
იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ
შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი, მე რომ არ გითხრა, როგორ ვრცელდება ქალაქში
ჭორი!
..გახსოვს?- ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ და
მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე...
ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს სადღაც გარბოდა
დამფრთხალი ქუჩა...ჩვენ მივდიოდით. მე შევაგებე აბაზიანი ქუჩის კუთხეში
მათხოვრის მუჭას.
..გახსოვს? – ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა, შენ
დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე და გამეცალე, მე კი სულ
შენთან ვიქნები ალბათ.
შენ გიხაროდა შენი არსება. შენ ის გეგონა შენი ერთგული ვინც მოგიტანდა
თავის სიყვარულს მარტში მანეთად ნაყიდ იებად (კი, ზღვაც ამაყობს თავის
ხმაურით, მაგრამ იცოდე, ზღვა სხვა არის და ზღვას ყველაფერი ეპატიება).
ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ შუქით გმოსავდნენ და მაღონებდა
ძალიან ხშირად, რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ, რაც შენ აკეთე ჩემთან
მოსვლამდე.
რატომ გგონია, რომ მე სათქმელი დაგიგვიანე?! შენ ვერ მიმიხვდი, ჩემი
სათქმელი ადრევე გითხარ და ვერ ამჩნევდი, რომ მე შენგან ველოდი პასუხს, რომ მე
ქცეული ვიყავი კითხვად... მე სიყვარული ვიცი, რაც არის, მაგრამ არ ვიცი
შენ როგორ გითხრა! და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას, მოვალ მოვალ და უცებ
ყველაფერს გეტყვი?- არა! არ არის ის სიყვარული, რასაც საერთოდ მას უწოდებენ,
ის არის ბევრად იმაზე მეტი!..
მე ვარ მდინარე!
ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს
და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება მთელი ცხოვრება გეძინოს
მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გართობს.
ძალიან დიდი მაქვს სიყვარული და მოთმინება მაქვს უფრო დიდი, დღეს ჩემი
აწმყო არის წარსული, რომელიც ლამაზად ინიღბავს თავს და რომელიც სადღაც უჩემოდ
მიდის, მე გადმოვედი იმ ბილიკიდან და ახლა სულ სხვა ბილიკზე ვდგები, დღეს
ჩვენი გზები ისე გაიყო, ვით ნატახტართან იყოფა გზები.
მე კარგად ვიცი, ვიცი თუ ვხვდები, რომ შენ აღარსად არ მელოდები, ალბათ ეს
არის იმის მიზეზი, რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები... განმეორდება ეს
ყველაფერი, ოღონდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.
შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლა შენ ჩემთვის არა გცალია, გთხოვ
მაპატიო, გთხოვ მაპატიო, რომ მე მიყვარდი და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან!
ალბათ სჯობია ნანატრი ბაღი კაცმა იხილო მხოლოდ გარედან და გულგრილობა,
შენი თუ თვისი, ავი ძაღლივით ებას კარებთან. ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებს
და დასახევი გხა გქონდეს უკან, ანდა ზევიდან ჭვრეტდე ყველაფერს, ვით
მაგიდაზე გადაშლილ რუკას. სჯობია კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ
გარედან და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან, მაგრამ
პირველად როცა შევედი, მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ, მე არც დღესა მაქვს
ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში;
გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა, სადღაცას
მუხას დაეცა მეხი. შეშინებული გამოვიქეცი და მე რომ უნდა მომეძღვნა
შენთვის, იმ ყვავილს ალბათ დავადგი ფეხი!..
მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სუყველა კვალი... მინდა
გავიგო ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ: ნეტა რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურის
ქალი?
პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის. ალბათ არსებობს
ისეთი რაღაც, საკუთარ თავსაც ვერასდროს ეტყვი. ყველა პასუხი ბოლოს და
ბოლოს უნდა ისევე გადიქცეს ისევე კითხვად... მე დავიღალე ამდენი ძებნით და
ძლივს ვიპოვე საჭირო სიტყვა!..
ასეა თურმე, თუ რამ გაწუხებს, როცა იქნება, უნდა დაჯდე და ვინმეს ყველაზე
ძვირფასს მისწერო...
არა! შეცდომა არ მეორდება! თუ მეორდება-საბედისწეროდ!
არა! ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შეთხვევებს და იმ შეცდომებს. მე ისევ
მინდა შენთან ვიყო და შენ ჩემი ისე ისე გესმოდეს, მაგრამ მე ვიცი, ჩემო
ძვირფასო, რომ ეს არასდროს განმეორდება, ვერ დავიბრუნებ წარსულს ვერასდროს
და ფიფქსაც ფიფქი მანამდე ჰქვია, სანამ მიწაზე დაეცემოდეს.
.. არ შეგიძლია შენ არაფერი, შენ დავიწყებაც არ შეგიძლია, თუმც ახლა ალბათ
არაფერს დარდობ, მე დავდიოდი ძალიან ჩქარა, ნაბიჯს ვერაფრით მიწყობდი
კარგო! უკვე დასრულდა ჩვენი თამაში, ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო, ჩვენ
არაფერი გვქონდა საერთო და ესა გვქონდა საერთო მხოლოდ!
მე შენს შესახებ მეტი ვიცი, ჩემო ძვირფასო, ვიდრე შენ იცი საკუთარი თავის
შესახებ. მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმებზე თითებს აღარ შეგახებ.
სულაც არ მინდა ვიყო ერთ-ერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო, მე დავიბენი
ახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო, მაგრამ არ გკითხავ, რა საჭიროა
შენი პასუხი ზეპირად ვიცი – მხრებს აიჩეჩავ, წარბებს აზიდავ და მერე
ბავშვივით დაიწყებ სიცილს.
შენ შეიცვალე.
მეც შევიცვალე.
სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე როგორიც იყო ჩვენს გამოცვლამდე ისევ ისეა.
ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის
ისე ზედმეტი გავხდი, როგორც დამწვარი ასანთის ღერი.
შენ ახლა ცივი მარმარილო ხარ, მე კი მინდა რომ ეგ მარმარილო მაძებნინებდეს
დაკარგულ სითბოს და თუ ვიპოვი ოდესმე მაინც, ისე გამათბოს და მომეფეროს,
არც დამიკარგავს არასდროს თითქოს, მაგრამ ეს ახლა არის ზღაპარი “იყო და არა
იყო რას” მასგავსი და თუმცა ზღაპრის მჯეროდეს მინდა, მე ბავშვი უკვე არა
ვარ ახლა და მე ზღაპრების ასაკსაც გავცდი.
ძალიან ბევრი გაგიჩნდა საქმე და მეგობარიც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის ისე
ზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი.
შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ... და თუმცა ახლა
იმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცხოვრობ, მე ვხვდები უკვე
ძალიან კარგად, რომ შენ არასდროს არ გყვარებივარ, მე გჭირდებოდი მხოლოდ და
მხოლოდ.
შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სუყველა საზღვარს, ხელში აიღებ
მზერის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისარს, უნდა მოისხა შენ ანგელოზის
მსუბუქი ფრთები და მერე ყველას მადლი მოისხა.
ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან, არ ვიცი ახლა რა უნდა გთხოვო... შენ მაშინ
იყავ უფრო ძვირფასი, როცა ძალიან შორი იყავი და ოცნებებში მხვდებოდი
მხოლოდ...
მარტო ვარ შუა ოკეანეში,
სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი.
მე შენ მაშინაც მემახსოვრები შენს ხსოვნაში რომ აღარ ვიქნები და
დაგივიწყებ, როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის.
ჩვენს შორის ჩადგა უსასრულობა (მანძილით როდი გაიზომება ან სიშორე და ან
სიახლოვე), ვერ მიგატოვებ მე შენ ვერასდროს, თუ შეგიძლია შენ მიმატოვე!
რომც წამოვიდე ამ წუთში შენსკენ, რომც დავივიწყო წარსული წამით, გზას
გადამიჭრის შუმერი კატა, ყველა კატაზე დიდი და შავი! და აღმოჩნდება ესეც ამაო, მე
ვერ ვიპოვნი სასურველ ფერებს... ბარემ გადავდგათ თითო ნაბიჯიც და მე
ნეტაში დაგახრჩობ მერე.
მე სხვათაშორის გავიარე შენს ცხოვრებაში. შენ გამაყოლე ისეთი მზერა, რომ
მე მთელი ხმით მსურდა მეყვირა:
-რა დაგემართა!
-ვერა მცნობ?
-მე ვარ!
მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვეღარ ვერევი საკუთარ ფიქრებს...
ხვალ შეიცვლება სუყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება, თუმცა არ ვიცი,
ხვალ რა იქნება, ხვალ არაფერი არ მოხდეს იქნებ?
მე დავიღალე, დრო არის ძილის. ალბათ მდინარეც იძინებს წამით, რომ
დაივიქყოს მთელი დღის დაღლა... იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე, თუმცა მე ვიცი,
რომ არაფერი დამესიზმრება, ვერ დავიძინებ უბრალოდ ალბათ.
უკვე თენდება.
თენდება უკვე, ღამე ტყვესავით ნებდება დილას. წვიმის წვეთები, როგორც
ცრემლები დაჰკიდებია ბალახს და მინას.
მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა, მე უშენობა
ძალიან მიჭირს...(გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე სულ პაატარა შემოჯდა ჩიტი).
მე მენატრები, როგორც ბავშვობა (მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი). მე მაინც
მჯერა, შენ მოხვალ ჩემთან, მაგრამ მე აღარ დაგხვდები სახლში!
თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს, ხვალ რა იქნება მაინც არ ვიცი, იქნება
ხვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს, უეჭველი კი ის არის
მხოლოდ, რომ ყველაფერი არის საეჭვო.
მე ვარ მდინარე!
ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს
და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება, არ შეიძლება მთელი სიცოცხლე
გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ, მუდამ ვინმესთან შეხვედრას
ნატრობ (დღემდე ამის თქმას ვერ ვახერხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო
უნდა: ვისაც ეძებდი, ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ, მე ვინცა მსურდა).
შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის, შენთვის
ხომ მუდამ სულერთი იყო სუყველა სიტყვა-ჩემი თუ სხვისი.
შენ ახლა ალბათ სულ სხვასთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი: მე შენს
ხსოვნაში მალე გავქრები, ვით ღია ზღვაში თვალს და ხელს შუა ჰქრება პორტიდან
გასული გემი!
შენ არ გეგონოს, რამეს ვითხოვდე, ან გამომქონდეს მე განაჩენი. არც
სიახლოვე, არც სინანული, არც დაბრუნება, არც აღსარება, მე არაფერი არ მინდა შენი.
ვერ ამიხსნია ეს გაორება, მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს, ჩემში ჩამჯდარა
ორი არსება, ორივე, ორივე თავის სიმართლეს იცავს, კაცის ცრემლივით
ტკბილ-მწარე ღვინოს ორივე თვალის დოქიდან მისხამს.
შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრამ მე მაინც მოგწერე იგი, მე არაფერი
არ მეგულება შენი მეტყველი თვალების იქით: მგონი ვიღაცამ ჩართო
რადიო,-ჩემსკენ მოიწევს ბებერი გრიგი,... იქნებ წერილი არც ღირს ამდენად, მაგრამ შენ
მაინც გახსენი იგი. მე არაფერი არ მეგულება მაგ მშვენიერი თვალების
იქით!...
ეს არის ალბათ უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს, დღესაც
არაფერს გეტყოდი, მაგრამ, მგონი სიმთვრალე მალაპარაკებს.
მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა, ეს იყოს
თუნდაც მხოლოდ სალამი, ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც!
P.S. შენ არ გეგონოს ჩემი წერილი ან კურთხევა და ან ანათემა, არც თავს
ვიმართლებ, მხოლოდ მტყუანი მოჰყვება ხოლმე თავის მართლებას. მე შენ გიგზავნი
ახლა ამ წერილს ჩემი ფიქრით და ტკივილით სავსეს, ასე თავდება ყველა
წერილი, და ეს წერილიც გათავდეს ასე.
მე ველი პასუხს, მე ველი პასუხს, რადგან სხვას უკვე არაფერს ველი, თვითონ
არ ვიცი, ჩემი წერილი რად გამოვიდა ასეთი გრძელი...
((4))
- ნათი, ნათი როგორ ხარ?
- კარგად მარი, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად, რას შვები ემზადები ხვალისთვის?
- აბა რა, იცი როგორ მიხარია?!
- მეც ძალიან მიხარია ნათი, იცი გუშინ ახალი კაბა ვიყიდე, ხვალ ვიცვამ.
შენ რა ქენი?
- მე ის ვიყიდე იმ დღეს რომ მომეწონა.
- ჰოო, ხვალ დილით გამოსვლამდე დაგირეკავ და ერთად ავიდეთ სკოლაში...

სერგი ჰა, როგორ ხარ?!
- რავი ბიჭო ცოტა არ იყოს ვღელავ . .+.
- რა იყო, რა არის სანერვიულო?!
- რა ვიცი მაინც ახალია, მაინც სხვა ხალხი იქნება, სხვა მასწავლებლები .
.+.
- მერე რა ბიჭო, იცი რა კლასი მყავს?! გაგიჟდები . .+. მაგარი კლასელები
მყავს,
ყველას ხვალვე გაგაცნობ, შენ თვითონ ნახავ როგორია და ვიცი რომ ძალიან
მოგეწონება
ჩემი კლასელები და ხვალიდან შენიც . .+.
- გიო ხვალ მოდი რა, გამომიარე და ერთად წავიდეთ . .+.


ეზოში მომლოდინე სახეები, პატარა ბავშვები, ფართო თვალებით შიშით და
ინტერესით
ელოდნენ პირველი ზარის დარეკვას. მე-8 კლასელები კი უკვე თამამად
მიაბიჯებდნენ
ნაცნობი საკლასო ოთახისაკენ . .+. პირველები სერგი და გიო ავიდნენ, მერე
მათ ნათია
და მარი მიჰყვათ. +
- ვა გიუნა?! როგორ ხარ სიხარულო?!
- მარი?! შენ როგორ ხარ?! როგორ მომენატრე იცი?!
- მეც გიო, მეც . . .
- ნათი როგორ ხარ გოგო? რა იყო როგორ შეცვლილხარ?!
- შენ გაზრდილი ხარ გიო, ხო იცი?!
- უი მართლა, სერგი ესენი ჩემი საუკეთესო მეგობრები, კლასელები, დაქალები
და დები
არიან, სხვანაირად როგორ აგიხსნა?! გოგოებო ეს კი ჩემი ბავშვობის ძმაკაცი
სერგია,
გაიცანით . .+.
- სასიამოვნოა - სერგი . . .
- მარი . . .
- ნათია - ჩვენთვისაც
- ჰო, ეს კაცი დღეიდან ჩვენთან იქნება, ჩვენი კლასელი გახდა.+
- ძალიან კარგი . . . გიო, ლაშა ხომ არ გინახავს?
- გოგო შენ კიდევ მაგ ბიჭზე ფიქრობ, არა გრცხვენია?! ნათი უთხარი ამ შენს
დაქალს
რამე, ჯერ საკუთარ თავს შეხედოს და მერე ლაშას, რა იყო ვერ დაივიწყე?!
- ოოო, შენ ხომ, რას ამბობ ჯერ შენ თავს უყურებ და მერე იმ ერთს, სახელს
და გვარს
არ ვიტყვი . .+.
- ჰო კაი, კაი, არა არ მინახავს დღეს. სად არიან ჩვენი კლასელები, რა არის
დღეს
მოსვლას არ აპირებენ?
- აი გოგა, ნია, ნანკა და იკა მოდიან . . .+
კლასი ნელ-ნელა ივსებოდა ნაცნობი სახეებით, კლასელები ერთმანეთს
ესალმებოდნენ,
კოცნიდნენ და უყვებოდნენ ზაფხულის ამბებს. მხოლოდ სერგი იყო ჩუმად. გიომ
ის ყველას
გააცნო და ყველამ თბილად მიიღო, მაგრამ მან პირველ დღეს დუმილი არჩია.
დაირეკა
პირველი ზარიც+ ყველა კლასში იყო, შემოვიდა მასწავლებელიც, მან ძველებურად
თბილი
სიტყვებით მოიკითხა ბავშვები და ცხრილი ჩააწერინა. +
დაიწყო მერვე სასწავლო წელი . . . ბავშვები ძველებურად დადიოდნენ სკოლაში,
ძველებურად ცელქობდნენ, დასვენებაზე თუ გაკვეთილზე. სერგიც შეუერთდა
კლასს, მოერგო
მათ და სულაც აღარ გრძნობდა თავს გადმოსულად.
მიდიოდა დღეები. დამთავრდა პირველი სემესტრი. დადგა ახალი წელი. ნათიამ და
მარიმ
გადაწყვიტეს არც ეხლა ეღალატათ ჩვეულებისათვის და ყველა კლასელს სათითაოდ
მიულოცეს
ახალი წელი და ბოლოს დადგა სერგის ჯერიც . . .
- ნათი მე ვერ დავრეკავ, მერიდება, მოდი რა შენ დარეკე.
- არა რა, არც მე შემიძლია . . .
- მოდი კარგი რაღაც გითხრა. მოდი შენ დარეკე - ვითომ სხვა ხარ და უთხარი
მარი და
ნათია გილოცავენ ახალ წელს, თვითონ ვერ მოახერხეს დარეკვა-თქო.
- ხო კარგი, რა ხარ მარი რა?! დამითანხმე მაინც, მითხარი ნომერი . . .+
- გილოცავთ ახალ წელს, უკაცრავად სერგის თხოვეთ თუ შეიძლება. +
- თქვენც გილოცავთ, ახლავე შვილო
- ალო . . .
- გამარჯობა სერგი, გილოცავ ახალ წელს.
- გმადლობ, შენც გილოცავ, რომელი ხარ?
- მე შენ არ მიცნობ, უბრალოდ ნათია და მარიმ მთხოვეს შენთვის დამერეკა
თვითონ ვერ
რეკავენ და ახალი წელი მომელოცა და ყოველივე საუკეთესო მესურვა შენთვის,
ორივესაგან.
- უი, ძალიან დიდი მადლობა გადაეცი ჩემგან ორივეს, ორივე ძალიან მაგრა
მიყვარს,
კარგი გოგოები არიან და ჩემგანაც მიულოცე ახალი წელი და ასევე ყოველივე
საუკეთესო
უსურვე.
- კარგი, ნახვამდის . . .
- ნახვამდის . . .
ნათიამ დაწვრილებით მოუყვა დაქალს სერგის ნათქვამი, მარის გაუხარდა.
- ესეიგი კარგი გოგოები არიანო და ორივე მაგრად მიყვარსო?!
- ჰო.
- კარგია.
- გოგო ზეგ ხო მოდიხარ გიოსთან, კლასელები ვიკრიბებით?!
- ჰო რავი, ვნახოთ, სერგი იქნება ხომ?!
- ჰო აბა?! გიოს ძმაკაცია და ხომ არ დაგავიწყდა თან ჩვენი კლასელიცაა . .
.
- ჰო არ დამვიწყებია . . .


- გიო როგორ ხარ ძმა?
- კარგად სერგი, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად ბიჭო, ვლოთაობ ეს დღეები. იმ დღეს ოცდა თერთმეტში, 12-საათზე
იცი ვინ
დამირეკა?
- ვინ?
- ვინ დამირეკა ეგ, არ ვიცი მაგრამ, ნათია და მარიმ დაარეკინეს ვიღაცას და
ახალი
წელი მომილოცეს.
- ჰო ეგენი სულ მასე არიან . . .
- ეგ ჰო, მაგრამ მგონი რაღაც ისეთი გადავეცი რაც არ უნდა გადამეცა.
- რა იყო რა უთხარი ასეთი?
- ორივე ძალიან კარგი გოგოა და ორივე მაგრა მიყვარს მეთქი . . .
- მერე რა, მაგას მე ყოველდღე ვამბობ.
- შენ შენ ხარ . . .
- რა იყო სერგი? რაღაც სხვანაირად ლაპარაკობ . . .
- არა არაფერი, ხვალ მოდიან ეგენი შენთან?
- კი, რა იყო რო, ნათია ვიცი რომ უეჭველი მოვა, მაგრამ მარი არ ვიცი. +
- რატომ?
- სერგი შენ რაღაც გჭირს, ვერაფერს გამომაპარებ ხომ იცი ეგ შენ!
- ჰო რა . . .
- რა ჰო რა ბიჭო?!
- არაფერი . . . უბრალოდ ძალიან კარგი გოგოა მარი.
- სერგი მაგი ვიცი რომ მარი კარგი გოგოა, მაგრამ მოიცა, მოიცა, ვიღაცას
გულში ხომ
არ ჩაუფრინდა სიყვარულის ბუმბული?!
- მოიცა რა . . .
- რა მოიცა, ფაქტი სახეზეა . . .


+

- წავედით . . .
- ნათია მე ვერ მიოვდივარ . . .
- რატომ?
- ცუდად ვარ!
- რა გჭირს?
- სიცხე მაქვს!
- რატომ? გაცივდი?
- ჰო ალბათ. გიოს ჩემგან ბოდიში მოუხადე და უთხარი ცუდად არის-თქო.
- კარგი, საღამოთი გიოსგან დაგირეკავ. ნახვამდის . . .
- მარი, რატომ მოატყუე დედი? რატომ არ გინდა წასვლა?
- არ ვიცი, არ ვარ რაღაც გუნებაზე და მხიარულობის ხასიათზე.
- შენ და გიოსთან არ წახვიდე?! გამკვირვებია შენი . . .


გიოსთან სახლში მთელი კლასი შეიკრიბა თითქმის. გიოს ძალიან ეწყინა მარის
არ მოსვლა.
მთელი საღამო ბავშვები მხიარულობდნენ, ერთად-ერთი, მთელი საღამოს
განმავლობაში
სერგი იყო მოწყენილი.
მარიც სახლში იჯდა, ხან ტელევიზორს უყურებდა, ხან მაგნიტოფონს უსმენდა.
ადგილი ვერ
მონახა სადაც მშვიდად მოკალათდებოდა და ჩაეძინებოდა.
უცებ ტელეფონი აწკრიალდა, თორმეტის ნახევარი იქნებოდა.
- ბატონო - ყურმილი მარიმ აიღო.
- მარი როგორ ხარ?
- ნელ-ნელა, რომელი ხარ?
- რაზე ფიქრობდი სანამ დაგირეკავდი?
- არაფერზე, რომელი ხარ?
ტელეფონი გაითიშა . . .
- სერგი სად იყავი?!
- იქით, სახლში გადავრეკე . . .
მოიტყუა სერგიმ . . .


დრო გადიოდა. მეცხრე-მეათე კლასებმა უცებ ჩაიარა. მარის გულში, სერგიმ
დიდი ადგილი
დაიკავა. მარის და სერგის ურთიერთობას ვერავინ ვერაფერს არქმევდა. სერგი
გაურკვევლობაში იყო ყოველთვის, მისთვის ბავშვობის ძმაკაცსაც ვერ გაეგო
ვერაფერი.
მარი ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდა, მას ის უფრო ტანჯავდა, რომ
ხანდახან ეგონა,
რომ სერგისაც უზომოდ უყვარდა იგი, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რაღაცას ჩაიდენდა,
რომ მარის
ფიქრები თოვლივით მალე დნებოდა . . . მარიმ ბევრჯერ სცადა გიოსთვის
გამოეტყუა
სერგის შესახებ რაიმე, მაგრამ ამაოდ, გიომაც თითქმის არაფერი იცოდა . . .


- მარი, როგორ ხარ? სად დაგვეკარგე? ეს კარგი, მეთერთმეტე კლასელი ვარო და
სკოლაში
არ დავდივარო, მაგრამ ხანდახან მაინც ხომ უნდა გაგვიხსენო?!
- ეჰ, რას იზამ გიო, ვემზადები ხომ იცი წელს ვაბარებ და საერთოდ არ მრჩება
დრო,
როცა ვთავისუფლდები ეგრევე ვიძინებ. სხვა დროს კი სულ ვმეცადინეობ, შენ კი
არა
ნათია აღარ მელაპარაკება სულ დამივიწყეო.
- მერე, შენც ადექი, ერთხელ წიგნები დაივიწყე და ჩვენ გაგვიხსენე. ასე არ
ჯობია?!
- შენ გგონია მთელი დღე სწავლას მოვუნდები, რომ მართლა გულით ვკითხულობდე
ან
ვსწავლობდე?! ვკითხულობ, მაგრამ სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობ. აღარ შემიძლია
. . .
- მარი რა ხდება, რამე არ ვიცი?!
- არა არაფერი . . . შენ რას შვრები, როგორ მიდის საქმე ქეთასთან?!
- რავი, ერთი მაგის, აღარ მაინტერესებს.
- რატომ, ხომ მოგწონდა?!
- არ მიყვარდა, რო?!
- მერე თუ გიყვარდა, მითუმეტეს!
- რავი რაღაცეები მოხდა, არ ვყოფილვარ სიყვარულისთვის მზად ჩემო მარი!
შენსკენ რა
ხდება ამ საკითხში.
- ეჰ, გიო, მე სიყვარულისთვის არ ვარ გაჩენილი, ყოველთვის მე უნდა
ვიტანჯებოდე და
მე ვტიროდე, ყოველთვის ცალმხრივი სიყვარული მე უნდა მესტუმროს . . .
- ე, გოგო შენ სერიოზულად გიყვარს ვიღაც აი, ვინ არის? რა ხდება მომიყევი.
- არაფერი . . .
- როგორ არაფერი, როცა სანთელივით იწვი და ყინულივით დნები . . .
- რას შემადარე, რა იყო რომელი ერთი მნახე? დამწვარი თუ დამდნარი? . . .
- ორივეს ვხედავ ამ წუთას! მითხარი!
- ნუ მთხოვ, ძალიან გთხოვ! მაინც ვერ გეტყვი.
- რატომ? რაა ან ვინ არის ასეთი? ვიცნობ? ეს მაინც მითხარი.
- კი. იცნობ. საკმაოდ კარგად
- საკმაოდ კარგად?! რატომ მაწვალებ მითხარი რა! რატომ არ მეუბნები, არ
მენდობი?
- არა, როგორ არ გენდობი უბრალოდ არ მინდა . . .
- მიდი რა მითხარი და რაც გინდა მთხოვე მერე . . .
- კარგი ოღონდ თუ იცი, როცა გაიგებ ვინც არის, მითხარი უყვარს თუ არა
ვინმე?!
- კარგი, თუ ვიცი რასაკვირველია გეტყვი, ჰა, მითხარი . . .
- აუ, ვერა ვერ ვამბობ, მერიდება . . .
- მიდი კაცო, მითხარი, რისი გერიდება?
- ხო კარგი, მაინც გაიტანე შენი . . . შენი ძმაკაცია . . . სერგი . . .
- ვა, ჩვენი სერგეი?!
- ჰო! გაფიცებ ყველაფერს არ წამოგცდეს სადმე!
- როდიდან გიყვარს, აქამდე რატომ არ ვიცოდი?
- რავი აბა ვერ გეუბნებოდი. მითხარი ახლა რასაც დამპირდი!
- უყვარს თუ არა ვინმე?! იცი ნამდვილად არ ვიცი და ე.ი. მე თუ არ ვიცი ანუ
არ
უყვარს! . . .
- სერგი, როგორ ხარ ძმაო?!
- ვა, გიო, სად დამეკარგე?!
- შენ დაიკარგე თორე მე რა?! მე ყოველდღე სკოლაში ვარ შენგან
განსხვავებით. კაი, არ
მოდიხარ სკოლაში, არ უნდა დამირეკო მაინც?!
- რავი ბიჭო, ვმეცადინეობ ხომ იცი სადაც ვაბარებ და რა ჯოჯოხეთიც არის ეს
სასწავლებელი?!
- ხო, მაგრამ ასე გადაყვე?! არ შეიძლება ძმაო! რას შვები სხვას, ისევ
ჩვენს
კლასელზე ფიქრობ?
- ვისზე ბიჭო?
- კაი რა ვითომ არ ვიცი, თავს ნუ იშტერებ, ძალიან კარგად ვიცი მარი რომ
მოგწონს!
- ჰო რა, რავი, არ ვიცი ვერ გავრკვეულვარ, ზოგჯერ ისე მომენატრება, რომ რა
ვიცი,
ზოგჯერ კი არავინ და არაფერი მინდა. ვერ გავრკვეულვარ. არ ვიცი საერთოდ რა
მინდა ამ
ცხოვრებაში და რისთვის გავჩნდი . . .



ნათია აღარ შემიძლია ამდენის მოთმენა, სიზმრებმაც გადამრია, გუშინ
მესიზმრა: ოთახს
სანთლის პატარა ნათელი სხივი ანათებდა. თოვდა იმ ღამით უსასრულოდ, მაგრამ
ლამაზი
იყო თოვლის ფიფქების იაგუნდი. ოთახში მარტო ვიყავი, რაღაცას მოუთმენლად
ველოდი. თან
უცნაურმა შიშმაც ამიტანა, მეშინოდა არ დამეკარგა სამუდამოდ საყვარელი
პიროვნება და
სიყვარულიც! არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რა მეღონა მე ხომ მხოლოდ
სიყვარულს ველოდი
მისგან. მივატოვე ფიქრები, რადგან გაისმა ტელეფონის ხმა, რომელმაც უფრო
შემაშინა და
მაინც უშიშრად წამოვდექი. უშუქოდ გავიკვლიე ბნელი ოთახი, ფეხიც ვიტკინე და
ამოვიოხრე. - გისმენთ - როგორც იქნა მივაღწიე ტელეფონამდე . . . _
ისვენებთ
გენაცვალე? სიმყუდროვე ხომ არ დაგირღვიეთ, საოცრად ლამაზი ღამის - ვიცანი
სანატრელი
ხმა - არ გეძინა? თუმცა რატომ დაიძინებდი?! ვიცი გიყვარს ღამღამობით
გეგმების
დაწყობა. მაინტერესებს ხვალისათვის რას მიმზადებ, ისევ სილას გამაწნი?!
არა უშავს,
ავიტან და მეორე ლოყას მოგიშვერ! ისევ მეტყვი რომ გეზიზღები და ვერ მიტან!
არა, არ
გამოგივა, რადგან მოვითმენ, შენ ხომ არ გიყვარს, როცა რამეს ვითმენ?!
ყურადღებით
იყავი დამაჯერებლად გამოგივიდეს ყველაფერი. ვარდებს კიდევ გადაყრი?! არა
უშავს, მე
ისვ მოგართმევ . . . არა, არა - ვიყვირე და გამომეღვიძა, მივხვდი ნათი,
რომ სიზმარი
ყოფილა, მაგრამ ასეთი სიზმრები?! რა მომდის რატომ მაინცდამაინც მე?!
- მარი დამშვიდდი თავს ნუ იტანჯავ . . .


მარი ოთხზე მზად იყავი მანქანით გამოგივლი . . . დადგა დღე ბოლო ზარის და
ლამაზი
დღესასწაულის . . . სკოლის ბანკეტი. მარის და ნათიას ერთი სული ჰქონდათ
როდის
ჩაიცვამდნენ უცხოეთიდან გამოგზავნილ ლამაზ და უცხო კაბებს და დრომაც არ
დააყოვნა და
დადგა ბანკეტის დღეც . . . გიომ დილაუთენია დაურეკა გოგოებს და გააფრთხილა
დიდხანს
არ მალოდინოთო. . .
- დედა წავედი გიო უკვე მოვიდა, ნათიას გავუვლით და პირდაპირ რესტორანში
წავალთ . .
მარიმ ფეხით ჩაიარა 7-სართული, თმები დილით სალონში დაივარცხნა,
ბრწყინავდა, ძალიან
უხდებობა მკრთალი მაკიაჟი, თეთრ ფერიას გავდა, თეთრ-წითელი ფერის კაბაში.
სადარბაზოდან როცა გავიდა ჩანთაში რაღაცას ეძებდა, გიო შემოეგება
შარვალ-კოსტუმში.
- ვაიმე გიო რა სიმპატიური ხარ?! რა ძმაკაცი მყოლია და არ ვიცოდი . . .
- გოგო ასეთი არასოდეს მინახიხარ, ფერია ხარ! ყველას მოხიბლავ დღეს.
განსაკუთრებით
კი ერთს . . . გიოს ჩაეღიმა და ხელი გაუწოდა . . .
- ნუ ხარ საზიზღარი ბავშვი . . .
მანქანასთან როცა მივიდნენ მარიმ შეამჩნია, რომ მანქანაში ვიღაც იყო და
კარს
აღებდა. იცნო სატრფო . . .
- სერგი?!
ჩასჩურჩულა გიოს
- ჰო სერგი!
სერგიც გადმოვიდა, მარის დანახვისასა თითქოს ჩაფიქრდა, შეტორტმანდა და
ძლივს
გადმოდგა ნაბიჯი.
- რა იყო ბიჭო? რა გჭირს? ხომ ლამაზი დაქალი მყავს? დღესვე გავათხოვებდი
ჩემი ნება
რომ იყოს . . .
- გეყოფა . . . მარი საოცრება ხარ! . . ძალიან ლამაზი ხარ სიხარული! თვალს
ვერ
გაშორებ!
- კაი, კაი ახლა სიყვარულის ახსნა არ გვინდა აქ. დღეს ამ გოგოს შენ
გაბარებ და
იცოდე არაფერი აწყენინო. თუმცა მეც შორიდან გადევნებთ თვალს . . .
მარის, ასეთი თბილი სიტყვების მერე ხმა არ ამოუღია. ისინი ჩასხდნენ
მანქანაში,
ნათიას გაუარეს და რესტორნისაკენ გაეშურნენ.
გახდა ექვსი საათი, საბანკეტო დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა უცნაურად
მორთულ-მოკაზმული
ხალხით. სუფრის თამადად გიო დანიშნეს. გიომ კიდევ ერთხელ შეახსენა სერგის
- მარი
რომ გყავს ჩაბარებული არ დაგავიწყდესო და სათამადო ადგილისკენ გაეშურა.
მარი, ნათია
და სერგი ერთად დასხდნენ. ნათიამ, მარი არ მოასვენა, ყურში ჩურჩულით:
- რა სიმპატიური სასიძოა?! მოდი დღესვე გაიპარეთ . . . და ასეთი
სისულელეებით
უბურღავდა ტვინს.
17-18 წლის ახალგაზრდები ღვინომ მალე მოიყვანა ცეკვა-სიმღერის ხასიათზე.
თამადა
ჭიქას-ჭიქაზე ცლიდა და მერე საცეკვაოდ უხმობდა ყველას. სერგიც არანაკლებს
სვამდა.
ღვინო იცლებოდა სერგის გული კი სიყვარულით ივსებოდა და უფრო თბილ-თბილ
სიტყვებს
იმეტებდა მარისთვის . . . გიო მოვიდა, ბორძიკობდა, მარისთან ცეკვა მინდაო
ერთი თქვა
და მარის ხელი გაუწოდა, მარი წამოდგა. გიომ ცეკვის დროს მარის უთხრა:
- რაო რეებს გებჟუტურება ჩემი მთვარალი ძმაკაცი, მიყვარხარო თუ არაო?!
- გიო ნუ მაგიჟებ ძალიან გთხოვ, მე ჩემი დამმართნია და ეგეც მეყოფა.
ამ დროს ნათიამ და სერგიმ დაიწყეს ცეკვა, გიომ სერგის თვალი ჩაუკრა და
წყვილები
ტრიალით შეცვალეს.
მარი სერგის მკლავებში აღმოჩნდა, თავი უხერხულად იგრძნო. ბიჭი გულში
იკრავდა გოგოს,
თითქოს მისი სუნთქვის გაგონება სურდა.

ისინი დიდხანს არ გაჩერებულან. ბოლოს თამადამ დაარღვია მათი სიმყუდროვე,
სიჩუმე
ითხოვა და სიყვარულის სადღეგრძელო შესთავაზა იქ მყოფ საზოგადოებას.
გიომ ყველა სიყვარულით აღსავსე ადამიანი დალოცა და ადღეგრძელა სიყვარულის
შემქმნელი. მარის თვალი ჩაუკრა და კოცნა გაუგზავნა, ალავერდი კი სერგისთან
გადავიდა. სერგი დაიბნა ასე უეცრად არ ელოდა ძმაკაცის გადაწყვეტილებას.
წამოდგა
ფეხზე და დაიწყო ნაწყვეტ-ნაწყვეტ . . .
- მე მინდა დავლიო ეს სადღეგრძელო და მხარი ავუბა ჩემს ძმას და მეგობარს!
გაუმარჯოს
ყველა შეყვარებულ ადამიანს! არავის ვუსურვებ ცალმხრივად ყვარებოდეს ვინმე
და
ვიტყოდი ერთს: - ერთხელ ვიღაცამ თქვა: თუ გინდა ის შენი გახდეს, გაუშვი!
თუ
დაგიბრუნდა, სამუდამოდ შენთან დარჩება! თუ არ დაბრუნდა, დაივიწყე, ქარს
გაატანე
მასზე ოცნება, რადგან შენი ბედი არ ყოფილა! . . .
სერგიმ ბოლომდე დალია და უცებ დაჯდა.
- სერგი რა ლამაზი რაღაც თქვი?! ვისია, შენ დაწერე?
- ხო ალბათ. მე შენ მომწონხარ . . .
სიჩუმე ჩამოვარდა. მარი გაწითლდა, თავი დახარა . . . სერგიმ ნიკაპზე ხელი
შეახო და
თავი ააწევინა, თვალებში ჩახედა, მარის ზღვის ფერი თვალები თითქოს
სისველეში
ცურავდნენ, კურცხალმაც არ დააყოვნა და ბუდიდან გადმოვარდა ვით მარგალიტი .
. .
სერგი თვალებს ეამბორა და ცრემლი მოწმინდა. გარეთ გავიდნენ . . .
სერგიმ სიგარეტს მოუკიდა, მარი ფანტანთან ჩამოჯდა, წყალს უყურებდა და
ხელით
ეთამაშებოდა. ის თითქოს რაღაცას მოელოდა ბიჭისაგან, მაგრამ ამაოდ, სერგი
სდუმდა,
სდუმდა დიდხანს. . .
ბოლოს როგორც იქნა მისი მდუმარება სიგარეტის ბოლო ბოლმა თან გაიყოლა და
მან ხმა
ამოიღო.
- მარი, ვიცი რომ შენ ვიღაც გიყვარს . . . იქნებ გამანდო ვინ არის ის
ბედნიერი . .
.
- სერგი გაგიჟდი?! ვინ უნდა მიყვარდეს?
- ნუ მატყუებ?
სერგი მიუახლოვდა გოგოს და მის წინ ჩაიმუხლა. . .
- თვალებში შემომხედე, მარი, აი ხომ ვხედავ! შენი თვალები სულ სხვას
ამბობენ! შენ
კი სტყუი არავინ მიყვარსო . . . რატომ მტანჯავ?!
- მე გტანჯავ, თუ . . . ?!
- თუ?
- არაფერი . . .
- რა კარგი იქნებოდა ეს არაფერი რომ არ არსებობდეს ქვეყანაზე! . . . მარი
გიყვარს
ვინმე?!
- კი . . .
- ვინ?!
- არ ვიცი! . . .
- როგორ? . . .
- ჩვეულებრივად! არ ვიცი!
- თუ, არ მეუბნები?!
- კი და არაც!
- ეგ როგორ გავიგო?!
- როგორც გინდა!
- მარი, მე მიყვარს ერთი გოგო, ძალიან მიყვარს, მაგრამ მეშინია ამის თქმის
მასთან!
რადგან არ ვიცი როგორ მიიღებს!
- როგორც არ უნდა მიიღოს უნდა უთხრა . . .
- შენ ასე გგონია?!
- ჰო!
- შენ რატომ არ მეუბნები ვინ გიყვარს?
- არ შემიძლია!
- რატომ? იმიტომ რომ . . .
- იმიტომ რომ რა?!
- მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!

სერგი წამოდგა, სიგარეტს მოუკიდა ისევ, და ნერვიულად დაიწყო აქეთ_იქეთ
სიარული.
მარი იჯდა და გაოცებული სახით მიშტერებოდა სერგის . . . ეცინა თუ ეტირა
ვეღარ
გაეგო. ბედნიერი იყო . . . მან მიიღო ბიჭის სიტყვები, რომელიც წრფელი
სიყვარულით
იყო სავსე . . . მაგრამ მაინც გოგომ თავი არ დაიჯერა.
- სერგი მთვრალი ხარ!
- ნასვამი ვარ მარი, ნასვამი!
- სულ ერთია!
- ნასვამი ვარ და გავბედე! გითხარი . . . შენ კი სდუმხარ და გაკვირვებული
მიყურებ,
თითქოს პირველად მხედავდე და ფიქრობ რა უნდა ჩემგან, რას გადამეკიდაო?!
- არა, სერგი, არა! მეც . . .
- რა შენც?!
სერგიმ სიგარეტი გადააგდო, გახარებულმა შეხედა გოგოს, ხელი გაუწოდა,
წამოაყენა,
გულში ჩაიკრა, ხელში აიყვანა და დატრიალდა, როცა გაჩერდა შეხედა თვალებში
და
ეამბორა, გოგოს ეუხერხულა მაგრამ არ შეწინააღმდეგებია. სერგიმ კვლავ
ჩახედა მარის
თვალებში და თქვა:
- არ მატყუებ?! არ მატყუებ, სიმართლეა, ამას შენი თვალები მეუბნებიან!
მიყვარხარ
პატარავ!

ეამბორნენ ისინი ისევ ერთმანეთს . . . თითქოს დიდი ხნის მწყურვალი კაცი,
დაეწაფა
წყალს . . . ამ დროს გარეთ გიო გამოდის . . . მარის შერცხვა მეგობრის.
გიომ
შეათვალიერა უხერხულობაში ჩავარდნილნი, გაეცინა . . .
- გილოცავთ, მიხარია! ბედნიერად!
მიხვდა გიო ყველაფერს და შებრუნდა.
- ნათი ერთი იმათ გახედე, რა დღეში არიან?!
- რა იყო რა მოხდა?!
- მგონი, მგონი კი არა და სერგიმ სიყვარული აუხსნა მარის . . .
ნათია გახარებული ჩაეხუტა გიოს . . .
თენდებოდა, სერგიმ სახლამე მიაცილა მარი და დარეკვას დაპირდა . . .


გავიდა დრო, მოვიდა ცხელი დღეები და ამ სიცხეში სერგის და მარის გამოცდები
ეწყებოდათ. ორივე ღელავდა, ნერვიულობდნენ, ერთმანეთს თითქმის ვეღარ
ელაპარაკებოდნენ. ეს უფრო აუტანელი იყო . . . მარის გამოცდები უფრო ადრე
დაეწყო და
ოთხივე წარმატებით ჩააბარა. . .
- მარი როგორ ხარ სიხარულო? ჩემი სტუდენტი გოგო როგორ არის?
- კარგად სიხარულო, შენ როგორ ხარ? მეცადინეობ ისევ?
- ჰო, სხვა რა გზა არის?
- მე დღეს მივდივარ უნივერსიტეტში სია უნდა ვნახო.
- გინდა წამოგყვე?
- როგორც გინდა.
- მაშინ წამოვალ, მინდა, მაგრამ სამეცადინოს რა ვუყო?!
- მაშინ ნუ წამოხვალ ნათია მომყვება.
- კარგი
- შენ როდის გაქვს პირველი გამოცდა?
- ზეგ!
- კარგი, დაგირეკავ!



სერგის სამი გამოცდა ჰქონდა და სამივე წარმატებით ჩააბარა, ბედნიერი იყო,
რომ ეს
მძიმე ტვირთი ჩამოიშორა.

მარი და სერგი ერთი თვე დაუფარავად ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათი ამბავი
ყველამ
იცოდა. ყველას ახარებდა ასეთი ბედნიერი წყვილის ყურება.
დადგა აგვისტო, სერგი დასასვენებლად მოსკოვში მიყვებოდა უფროს ძმას, მარი
კი
თბილისში რჩებოდა და ალბათ სადმე, რომელიმე კუთხეში დაისვენებდა, ისე მას
მთაზე
ჰქონდა, დასვენება გადაწყვეტილი. უნდოდა ენახა ძველებური კოშკები და მთის
სილამაზე.
სერგიმ წასვლის წინა დღეს მარის შეუარა და გამოემშვიდობა.
- პატარავ ძალიან მომენატრები! ყოველდღე დაგირეკავ და სულ შენზე ვიფიქრებ
ჩემო
სიცოცხლე . . .
- მეც უზომოდ მომენატრები. იცი სვანეთში ან ხევსურეთში გადავწყვიტე წასვლა
ჩემს
ძმასთან ერთად. მობილური თან მექნება, შენს პირველ ზარს მოუთმენლად
დაველოდები . .
.
- დაგირეკავ, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ, დაგირეკავ. .
- კარგად . . .
- ნახვამდის მარი . . .


მარი ხევსურეთში ისვენებდა. ეძინა, როცა მობილური აწკრიალდა. უცნობი
ნომერი იყო,
გაბრაზებულმა აიღო ტელეფონი, რატომ მაღვიძებენო!

- მარი როგორა ხარ? არ მოგენეტრე?
- სერგი? შენ როგორ ხარ? სად ხარ? რამდენი ხანია ველი შენს ზარს?
მომენატრე! შენ?
- მეც მომენატრე მარი ძალიან! აქამდე დარეკვას ვერ ვახერხებდი! რაღაც
პრობლემები
მქონდა. ახლა თბილისში ვარ. შენ ისევ მთაში ხარ?
- კი, ხევსურეთში.
- მალე ჩამოხვალ?
- არ ვიცი სერგი, ჩემზე არ არის დამოკიდებული.
- ხო, კარგი, ახლა წავედი და მერე დაგირეკავ . . .


გადიოდა დღეები სერგი არ ჩანდა. მარი ნერვიულობდა.
სახლში როცა ურეკავდა - აქ ესეთი არავინ ცხოვრობსო პასუხობდნენ. მთელი
ზაფხული
ჩაუმწარდა მარის. თბილისში დაბრუნებულმაც ვერაფერი გაიგო, ხანდახან სერგი
თვითონ თუ
გამოჩნდებოდა და ისიც ცოტახნით. მერე უეცრად ისევ იკარგებოდა. მარის
ცხოვრება ძლიერ
შეიცვალა ორი თვის განმავლობაში . . . სასწავლებელშიც აღარ დადიოდა და
დაქალებსაც
ემალებოდა. ნათია სულ საყვედურობდა, ასე არ შეიძლებაო . . .



- ნათია გამარჯობა სერგი ვარ, როგორ ხარ?
- სერგი? შენ? მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ და სად დაიკარგე?!
- რა ვიცი ნათი, რა ვიცი ყველა მაგას მსაყვედურობს, არადა პრობლემები არ
მელევა . .
. ნათი შენ ხომ არ იცი მარი სადღა დაიკარგა?
- არ ვიცი ერთი თვეა არ მინახავს. რომ ვურეკავ სახლში არავინ არის! დედის
და თავისი
მობილურიც გამორთულია. ერთხელ სახლში ავაკითხე არავინ დამხვდა.
მეზობლებმაც არაფერი
იციან.



სერგიმ ყველა პრობლემა მოაგვარა და შინ წყნარად იჯდა, როცა კარზე კაკუნის
ხმა
გაიგო.
კარი ფრთხილად გააღო და დიდიხნის უნახავი სიყვარული დაინახა.
- მარი! . . . გულში ჩაიკრა.
მარი კი ყინულივით ცივი და უგრძნობი იყო . . .
- მარი მოხდა რამე? სად იყავი? რატომ არ ჩანდი? იცი როგორ ვინერვიულე? და
ყველამ
ვინერვიულეთ! . . .
- შენ, შენ სად იყავი?
- მეე? მე მოსკოვში პრობლემები შემექმნა, ქურდობა დამაბრალეს და
მიჭერდნენ, არ
მინდოდა შენთვის მეთქვა, მენერვიულებინე, მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარდა
. . .
- ჰო, ვხედავ, სახლში ხარ. მარტო ხარ?
- არა! რა ხდება? შენ სად იყავი?
- წამომყევი.
მარიმ სერგი სკოლაში მიიყვანა, სადაც მთელი ოთხი წელი ერთად იყვნენ. ის
სულ სდუმდა,
სერგი გაკვირვებული დაყვებოდა. მერე კი იმ რესტორნისაკენ გაეშურნენ, სადაც
მათ ერთი
წლის წინ ბანკეტი ჰქონდათ . . . ბოლოს კი თავიანთ სამომავლოდ ნაყიდ სახლში
ავიდნენ
. . . მარი უცნაუად იქცეოდა. სერგიმ ეს შეამჩნია! ის ძალზე უცნაური იყო .
. .
მივიდა სერგისთან, ეფერებოდა, კოცნიდა . . . მათ სიყვარულში ჩაეძინათ . .
.

ალიონზე მარიმ სერგი გააღვიძა და წასვლა სთხოვა. სთხოვა, რომ სამუდამოდ
დაშორებულიყვნენ! სერგი გაგიჟდა, იყვირა, იჩხუბა . . .
- არ შემიძლია შენი დავიწყება, ვერ მომექცევი ასე . . . ვიცი, რომ სხვა არ
გყავს,
ამას გუშინ მივხვდი, მაშ რად მტოვებ. გუშინდელი ღამე რაღა იყო?! მეგონა
ჩემი
იქნებოდი სამუდამოდ აწი და ვერასდროს ვერავინ დაგვაშორებდა . . . არ
შემიძლია
უშენოდ ცხოვრება, მიყვარხარ, არ გესმის?!
მარი, სერგის პერანგის ამარა იდგა და გაგიჟებულ სერგის უხმოდ უყურებდა,
ცრემლები
წამოუვიდა, სერგიც ტიროდა! მან ბოლოჯერ სთხოვა სერგის დაეტოვებინა სახლი
და მისთვის
პერანგი ეჩუქებინა!
- მშვიდობით. მეც მიყვარხარ სერგი . . . მაგრამ ეს სიტყვები სერგის არ
გაუგონია
რადგან ის უკვე ძალიან შორს იყო . . .



გავიდა სამი წელი, მარი იმ დღის მერე არავის უნახავს. სერგი სახლში იყო
როცა
უცნაური რამ დაინახა, პირველად მიიღო წერილი. წერილს გარედან არაფერი
ეწერა. არც
მისამართი, არც ვისთვისაა და საერთოდ არაფერი. უბრალოდ შიგნით დიდი
ასოებით
სერგის\" ეწერა.




ჩემო ძვირფასო სერგი!

აი უკვე, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა . . . ჩვენ ვეღარასოდეს
შევხვდებით
ერთმანეთს. ნუ იფიქრებ ამ დაშორებაზე. ჩვენ ეს არ გვინდოდა, უბრალოდ ასე
გამოვიდა.
ვიცი თანახმა იყავი ყველაფერზე, მაგრამ ჩვენ უნდა დავშორებულიყავით . . .
ნუ
გეგონება რომ შენ წინააღმდეგ წავედი ან ჩემს წინააღმდეგ, ან სხვა
დანარჩენების!
არა! დამერწმუნე. რა თქმა უნდა გამიჭირდა შენს თვალებზე ცრემლის დანახვა,
დანახვა
იმის თუ როგორ ეალერსებოდნენ ისინი ჩემს ნაფერებ ტუჩებს თამამად. მაგრამ
დღეს მე
უკვე ოდნავ მიმსუბქებდა, რადგან ვეღარ გხედავ და ვეღარ ვხედავ ცრემლიან
თვალებს . .
.
მწუხარება, რომელმაც ორივე მოგვიცვა აუტანელი ხდება და მით უფრო მეუფლება
კოშმარული
შეგრძნება. ჩვენ ამას დიდხანს ვერ მივხვდებით, ეს რატომ ჩავიდინეთ, ამას
თვეები,
წლები დასჭირდება, მაგრამ ტკივილი მაინც დატოვებს ჩვენში იარებს. იმედია
ოდესმე
გამოვალთ ამ გაუსაძლისი მდგომარეობიდან.
მხოლოდ მაშინ მოგწერ მე ისევ. მე დრო და დრო მოგწერ უმისამართო წერილებს,
რადგან ეს
ურთიერთობა ცალმხრივი უნდა იყოს და ვერასოდეს უნდა გაიგო ჩემი მისამართი,
მხოლოდ
წერილები იქნება შენთან ჩემს გასახსენებლად.
გკოცნი უკანასკნელად, ფაქიზად, იმის იმედით, რომ ეს კოცნა მოვა შენამდის,
როგორც
შორი გზიდან მომავალი გზირი, დაღლილი და დაქანცული . . .

შენი მარი . . .

აპრილის თვე . . .

სერგის წერილი ხელიდან გაუარდა, გაბრაზდა, ძლიერ გაბრაზდა, იფიქრა რომ
მარის სხვა
შეუყვარდა და სერგი მიაგდო, მაგრამ ის ღამე უღრღნიდა ეჭვებს, ის
დაუვიწყარი ღამე,
იმ ღამით ხომ მარი მთლიანად მისი გახდა . . .
ერთხელ სერგიმ ნასვამ მდგომარეობაში ერთ ქალს ცოლობა სთხოვა, მას 5 წლის
შვილი
ჰყავდა. სერგის ეგონა რომ ეს ქალი დაავიწყებდა განვლილ ნეტარებას და
ჭეშმარიტ
სიყვარულს, მაგრამ ამაოდ, სერგი იმ გოგოს ვერ ივიწყებდა, რომელიც
ჭეშმარიტი
გრძნობით უყვარდა და მუდამ ახსოვდა. არაერთხელ, ნასვამი, ცოლს მარის
სახელით
მიფერებია, ამაზე ცოლს გაუთავებელი ჩხუბი და კამათი ჰქონდა . . . ხშირად
სერგი
თვეობით არ მიდიოდა სახლში.
ერთხელ მარტო იყო, როცა უცნაურობა ისევ ესტუმრა სერგის და მიიღო მეორე
წერილი . . .


ჩემო ძვირფასო სერგი!

ვიღებ კალამს და გწერ, როგორც დაგპირდი. დღეს ოთხი წელია, რაც ჩვენ უკვე
ჩვენ\"
აღარ გვქვია. მე ძალიან კარგად ვიცი, საყვარელო, რომ არ დაგვიწყებივარ. მე
და შენ
ისევ მარტოსულად ვართ, რადგან ჯერ ვერ გამოვსულვართ იმ დიდი სტრესიდან,
რომელიც
ჩვენ განვიცადეთ . . .
მაგრამ ამ ოთხ წელს უკვალოდ არ ჩაუვლია. გუშინ შენი ნაჩუქარი სათამაშო
დათუნია
ავიღე ხელში, რომელიც მარად შენს თავს მახსენებს . . .
ვიხსენებდი შენს ბავშურ სახეს, როცა პირველად გნახე, მაგრამ ჩემს
მეხსიერებას თურმე
აღარ შემორჩენია. აბა შენ ცადე გაიხსენე ჩემი პირველი მზერა. ალბათ ვერ
გაიხსენებ,
აი ხომ ხედავ დრო ყველაფერს შლის, იგი ულმობელია. იცი, გუშინ წინ პირველად
გამეღიმა, რაზე? ვისზე? არაფერზე და არც არავისზე. უბრალოდ მზემ მომჭრა
თვალი და
ღიმილი მომტაცა. ადრე ბევრჯერ ვცდილობდი გამეღიმა, მაგრამ არ გამომდიოდა
და
ვფიქრობდი, რომ ვერასოდეს ვისწავლიდი ხელახლა ღიმილს. მაგრამ ხომ ხედავ,
დადგა დრო
და გუშინ მზის სხივმა გამაღიმა პირველად, ის თვითონ მოვიდა ჩემთან. მე
მინდა შენ
რაც შეიძლება ხშირად იღიმებოდე. ის სულ ერთია რაზე, კარგზე თუ დაუვიწყარ
ტკივილიან
წარსულზე ან მომავალზე . . .
გავიდა ხუთი წელი. . .

მარი . . .

აპრილის თვე. . .



სერგი აანერვიულა უცნაურმა მეორე გამოხმაურებამ . . .
ისევ ჩხუბი, ისევ სმა, ისევ სახლიდან გაქცევა . . .
გავიდა დრო, სერგის მეუღლე დაეღუპა . . . ბიჭი კი, რომელიც ქალს მოჰყვა,
სერგის ვერ
იტანდა და ყოველთვის უკმაყოფილო იყო ყველაფრით. სულ ჩხუბობდნენ, არაერთხელ
შეხებიან
ერთმანეთს ხელითაც.
შვიდი წელი მარის გაუჩინარებიდან . . . და ისევ მესამე წერილი, სერგი
წერილებით
ცოცხლობდა . . .


აი ისევ შენთან ვარ ძვირფასო სერგი!

არ გეჩვენება, რომ ოცნებას ვგავარ?! ვჩნდები, ვქრები, როცა მინდა, რა იცი
იქნებ
ახლოს ვარ და ვერ გეხები.
ისე არ შემიძლია ჩემს თავს უბედური ვუწოდო. ყოველ წელიწადს მოდის
შემოდგომა, ყოველ
დღე ირეკება ეკლესიაში ზარი, მე კი მათთან ერთად ვძლიერდები, ძალა
მიბრუნდება.
ერთხელ სადღაც ვიცეკვე. ახლა უფრო ხშირად ვიცინი. ადრე ვცდილობდი
გამეღიმა, ახლა კი
თვითონ მოდის ღიმილი ბაგესთან . . .
გუშინ კი დღესასწაული შემიყვარდა ხელმეორედ . . .
იცი რატომ გწერ?! იმისათვის რომ ყოველივე ეს მოგიყვე და კიდე იმიტომ რომ
ახალი
ენერგია ჩაგინერგო და ეს ენერგია გამოგადგეს მინდა. სინაზე . . . ჩვენ
გვისაუბრია
ოდესღაც ამაზე, მაგრამ არ ვიცოდი თუ რა იყო ეს სინამდვილეში. მოდი ერთად
ვილოცოთ,
რათა ვირწმუნოთ სინაზის და გავფანტოთ ჩვენი შავი ფიქრები.

მარი . . .

გავიდა შვიდი წელი. . . .


სერგი სასმელს ძალიან შეეჩვია, გიო ყოველთვის ეჩხუბებოდა ამაზე, მაგრამ
სერგის
გამოსწორება უკვე ძალზე გვიანი იყო.
ერთხელ ქუჩაში მიდიოდა, როცა მისი გერი დაინახა. იგი გოგოს ეჩხუბებოდა,
გო
((5))
  ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავი არაა და არც ძალიან განსაკუთრებული. უბრალოდ
ესეთი რაღაცეები არ ხდება ხშირად. ხო და ამ ეპიზოდის გმირიც მე ვარ. რა
გითხრათ ჩემზე? ერთი თბილისელი ბიჭი ვარ, რომელიც თავის სამყაროში ცხოვრობს
და მიჰყვება გზას რომელსაც ბუნდოვნად ხედავს.
      ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებით არ ყოფილა სავსე. უბრალოდ სამი ძმანი
ვიყავით. მე ყველაზე პატარა, გიო საშუალო და ლეო კი ყველაზე დიდი. ვცხოვრობდით
მარტო, დედასთან ერთად. მამაჩემზე არაფერი არ ვიცოდი ვინ იყო და სად
ცხოვრობდა. სურათიც კი არ გვქონდა მისი, რომ გვცოდნოდა როგორი იყო, სადმე რომ
შემხვედროდა რომ მეცნო. ლეო არც ლაპარაკობდა მამაზე, გიოს კი ძულდა.
დედას საერთოდ გაგონება არ უნდოდა მისი სახელის, ისედაც გაგიჟებული იყო
ლეოს გამო.

1998 წელი, დეკემბერი
      დილის რვის ნახევარზე გამეღვიძა. ორშაბათი იყო და სკოლაში მივდიოდი. მე
და გიოს ერთ ოთახში გვეძინა. მე   მე-6 კლასში ვიყავი, გიო კი მე-8ში იყო.
ჩვენი სკოლა შორს იყო და იქ ლეოს დავყავდით თავისი მანქანით.

ლეო: _ დავაი პადიომ ბიჭებო!

      აი ამ სიტყვებით იწყებოდა ჩვენი დილა. მერე ლეო თავის მაგნიტაფონს რთავდა
და სტიუ უანდერს გვასმენინებდა მაღალ ხმაზე.

გიო: _ აუ რა, ტვინი წაიღო რა ამ მუსიკებით ტო (ჩუმად მითხრა მე ისე რომ
ლეოს არ გაეგო)

      ავდექით მე და გიო. მეორე ოთახში დედა ეჩხუბებოდა ლეოს რაღაცაზე.

დედა: _ საიდან გაქ ეს ფულები?რატომ არ ანებებ იმ კოტეს და მაგათ
თავს?გინდა რომ დაგვაქციო?
      რას მერჩი?ან შენ თავს რას ერჩი?...............

      ლეო კი ჩუმად სვამდა ჩაის, თითქოს არც ესმოდა დედის ლაპარაკი. ნაღვლიანი
თვალებით შესცქეროდა გაბზარულ ჭიქას. ნეტავ რას ფიქრობდა? რა ადარდებდა?
დედა კი აგრძელებდა ნერვიული ხმით ლაპარაკს.

დედა: _ .......მიხედე შენ თავს შვილო და გთხოვ ნუ დამღუპავ, ნუ
გადაეყრები რამე შარს.

      ამ სიტყვების შემდეგ ლეომ შემომხედა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა, შემდეგ
წამოდგა, დედას შეხედა და შუბლზე აკოცა.

ლეო: _ ნუ ნერვიულობ, ხომ იცი როგორ მიყვარხარ? რატომ ლაპარაკობ ამდენს?
ხომ იცი რომ   ყველაფერი კარგადაა?

დედა: _ ეჰ ლეო, ნეტავ ეგრე იყოს

ლეო: _ ეგრეცაა.

      ლეო გამობრუნდა, დაიხურა თავისი საყვარელი ქუდი და გარეთ გავიდა. მე და
გიოც გავყევით. მთელი გზა მხოლოდ მუსიკებს ვუსმენდით, ხმა არავის არ
ამოუღია თითქოს ერთმანეთის გვერიდებოდა.
      მალე სკოლაც გამოჩნდა. ლეომ მანქანა გააჩერა და მე და გიოს ფული მოგვცა.

ლეო: _ მიდით ეხლა თორემ დაგაგვიანდათ.

მე და გიო: _ სპასიბა ლეო! ჯიგარ!

ლეო: _ მიდით გადადით და 2ზე აქ ვარ რა.        

გიო: _ ოკეი ბრატ

ლეომ მანქანა დაძრა და თავის საქმეზე წავიდა. ზუსტად არავინ არ იცოდა ლეო
რას აკეთებდა, მაგრამ ერთი კი ვიცოდით რომ მაგარი სახელი ქონდა ყველგან.
      გიომ ვიღაც გოგო დაინახა და წავიდა მისკენ


გიო: _ წავედი სანამ გამექცა ; )

მე კი როგორც ყოველთვის რეზის ველოდებოდი. რეზი ჩემი ბავშვობის ძმაკაცია.
კაი ტიპია რა.
რეზიც მოვიდა

რეზი: _ რავა ხარ ბრატ?
მე: _ რავი ვარ რა, შენ?
რეზი: _ მე მაგრად ძაან. გუშინ ჩემი დედა ვატირე უმაგრეს პონტში ვიყავი
.........................

      რეზი ყოველ დღე ესე იწყებდა ლაპარაკს და ტვინს ბურღავდა უბანში გაგონილი
ამბებით.
გაკვეთილებიც დამთავრდა. მე, რეზი და გიო ერთად ვიდექით და ლეოს
ველოდებოდით. კაი ხანი გავიდა მაგრამ ჩვენი ძმა არ ჩანდა. ბოლოს და ბოლოს, როგორც
იქნა მოვიდა.

ლეო: _ პრასტი ბრატცი, რაგაც საქმეზე ვიყავი და დამაგვიანდა
მე: _ არაუშავს.
ლეო: _ კაი მიდი ცოტა დროზე ჩაჯექით რა, მეჩქარება

      ლეო ანერვიულებული ჩანდა. და სულ აქეთ იქით იყურებოდა, თითქოს ვიღაცის
დანახვა არ უნდოდა. სახლთან მიგვიყვანა, ფული მოგვცა და გვითხრა რომ დღეს არ
მოვიდოდა.

ლეო: _ მე დღეს არ მოვალ და დედაც გააფრთხილეთ რა.
მე: _ სად მიდიხარ? მალე მოხვალ?
      ლეოს გაეღიმა და მითხრა
ლეო: _ რაც უფრო ცოტა იცი მით უფრო დიდ ხანს ცხოვრობ ;)
      მერე მანქანა დაქოქა და სწრაფად წავიდა. მე და გიო სახლში შევედით. დედას
ეძინა. გარეთაც აღარ გავედი, წვიმას აპირებდა. შუქიც არ იყო როგორც
ყოველთვის. გიო ტელეპონზე ელაპარაკებოდა თავის ვითომ შეყვარებულს. დაღამდა მე კი
ვიჯექი ფანჯარასთან და ლეოს ველოდებოდი. ვიცოდი არ მოვიდოდა, მაგრამ მაინც
ველოდებოდი. გიოსაც ჩასძინებოდა. უცბად გაისმა ტელეფონის ხმა რამაც ყველა
გამოაღვიძა. დედა, რომელიც ტელეფონს არ იღებდა არასდროს, ეხლა წამოხტა
საწოლიდან და მივარდა ტელეფონთან. თითქოს რაღაცა იგრძნოო დედის გულმა. ჩუმად
უსმენდა ტელეფონს. სახე ამღვრეული ქონდა. ნელ-ნელა ყურმილს ხელს უშვებდა.
გაფითრებულმა ქალმა ყურმილი ძირს დააგდო, გამობრუნდა და ლეოს ოთახში
შევიდა. მე და გიომ ვერ გავიგეთ რა ხდებოდა. ხმის ამოღებაც ვერ გავბედეთ.
ვხედავდით როგორ ეხუტებოდა ლეოს ტანსაცმელს დედა. უცბად დაიყვირა

დედა: _ შვილო, ლეო, ლეო, სად ხარ!!!!!!!!!!!!!!!

      უცბად გული წაუვიდა. მე და გიომ მივხვდით რომ ლეო აღარ იყო. გიო დედასთან
მივარდა მოსაშველებლად, მე კიდევ დავიბენი თითქოს ვერ ვგრძნობდი ჩემ თავს.
მოვბრუნდი და გარეთ გავიქეცი, მივრბოდი და ვტიროდი. ლეოს ვეძებდი. მაგრამ
ის არსად არ ჩანდა. უცბად გავითიშე და არ მახსოვდა რა ხდებოდა.

      ლეო ერთადერთი იყო ჩვენ ვინც გვარჩენდა. ეხლა კი არაფერი აღარ გვქონდა.
ლეო დავასაფლავეთ. იმ დროს ლეოს ძმაკაცი კოტე ძალიან გვეხმარებოდა. გიო
სასწავლებლად გაუშვა ინგლისში. დედაჩემი ცუდად იყო და საავადმყოფოში
გადაიყვანა. მე კიდევ თავის ბიძაშვილთან გადამიყვანა სახლში, იოსებიძეზე. მე
ვიცოდი რომ ლეო და კოტე პაძელნიკები იყვნენ და ისიც გავიგე რომ იმ დღეს, ლეომ
ვიღაც ვერელი თენგო მოკლა, რომელიც ქურდის - ჩეჩენას დისშვილი იყო. თან
ლეოც არ იყო ამ ქურდთან კარგად. ამის გამო ის ჩაცხრილეს თავის მანქანაში.
ძალიან მინდოდა აბაროტი ამეღო მაგრამ ორ წელში გავიგე რომ ჩეჩენაც
მომკვდარიყო. კოტე არც მიშვებდა არსად. მარტო ფეხბურთზე დავყავდი. მეც კარგ მომავალს
მპირდებოდნენ და ვთამაშობდი რა. უბანშიც დავუძმაკაცდი ბიჭებს და ესე
გადიოდა რა დრო.

2005 წელი, 30 დეკემბერი

      ფეხბურთზე დასვენება მქონდა და უბანში მე, სტეჩკინა, რეზი, ზური და
თავგასა ვიდექით. ახალი წლები მოდიოდა და პონტს ვეძებდით.

სტეჩკინა: _ ბიჭო, თავგას, შენთან ვერ გავატრაკებთ?მარტო არ იქნები ახალ
წელს ღამე ტო?
თავგასა: _ აუ შენ რა შე**** ტო. 1000ჯერ გითხარი არათქო და რა გამიხურე.
სტეჩკინა: _ რა იყო შეჩემა რას მეჩხუბები
ზური: _ ყველაზე ნაღდია ბაითი ვიქირავოთ რა.
სტეჩკინა: _ შეჩემა 30 დეკემბერია, სად უნდაა ააგდო ბაითი მითხარი. არსად
არ იქნება ბოზ******* ვიყო ტო.
ზური: _ აბა მაშინ ვიჯდეთ უბანში და ეგაა რა.
სტეჩკინა: _ აუ რა **** ვეტაკოთ ტო. ნიკუშ შენ მაინც თქვი რამე ტო
მე: _ აუ ყველას ჯობია ვატოს დაველოდოთ რა, ხო იცი რა გაქექილია ეგ
ჩემისა, სადმე პონტს ცვეტში ააგდებს რა.
რეზი: _ აუ ცვეტში ბოზიშ. თან გუშინ მითხრა რომ ეგ და ჯღუნა რაგაცას
აპირებენ
სტეჩკინა: _ ჯღუნა რაღას აპირებს ეგ ყვ**ი
მე: _ შენ ჯღუნა ეძახე და სულ კი ქეშაობს
ზური: _ შენ კიდე რა **** ეტაკო არ იცი :))))))))))))
სტეჩკინა: _ ანგარიშზე არავის არ გაქვთ?
რეზი: _ დაიცა მე ვურეკავ ვატოს. ფუ ამის გამორთულია
სტეჩკინა: _ ჯღუნას დაურეკე
რეზი: _ ლომბარდში აქ
თავგასა: _ აუ თქვენც გეჩქარებოდეთ რა სამსახურებში. დაველოდოთ და მოვლენ

      აი ესე ვისხედით და ვღადაობდით რაღაც სისულელეებზე. ვატოც და ჯღუნაც მალე
მოვიდნენ.

ჯღუნა: _ რას შვებით?
რეზი: _ ვართ რა
სტეჩკინა: _ ბიჭო, ვატო, რას აპირებ ახალ წელს?
ვატო: _ რასაც თქვენ იმას მე :)
სტეჩკინა: _ მაგას იასნა მაგრამ ყველა ვიშლებით ტო. ვინ სად მიდის ვინ სად
ვატო: _ მე მაქ ძმაო ერთი პონტი კიდე და შენი არ ვიცი :)
ზური: _ აი სად მიქარა :)
სტეჩკინა: _ ხო და ეგ პონტიც საძმოზე გადის, ასე რომ სად მივდივართ? :)
ვატო: _ ისედაც მიმყავდი შე მათხოვარო. იტოკში რა. ვაკეში ვიჩითებით ჩემი
შეყვარებულის დაქალის სახლში.
რეზი: _ გოგოები და რამეეე
ვატო: _ აბა ერთმანეთს ისედაც ვხედავთ ყოველ დღე შე ყვ***
სტეჩკინა: _ ბიჭო გოგოები ხო მარა მოსაწევი და რამე
ჯღუნა: _ ე ამას უყურე, მე რა ტყვილად მოვდივარ შეჩემა?
სტეჩკინა: _ სუფთა ჯღუნა ხარ რა. იმიტომ მიყვარხარ :)))))))))
მე: _ ეგ ყველაფერი კი მარა მიოყა? ხელცარიელი ხომ არ ავალთ ტოო
სტეჩკინა: _ თავგას ბოზიშ შენს იმედზეა საქართველო.
თავგასა: _ მე კი დავითრევ მაგრამ ყველამ უნდა დავითრიოთ რა
მე: _ იტოკში 50 ლარზე ნაკლებს არ ვთრეულობთ რა
რეზი: _ ბაზარი არაა

      საბოლოოდ შევთანხმდით და ღამე გვიან დავიშალეთ. სტეჩკინას და ზურის
არსენალი ებარათ. რეზის და თავგასას ფული, ჯღუნას სასმელი და მოსაწევი, ვატოს
პონტი, მე კიდევ მანქანა უნდა დამეთრია კოტესი.
      სახლში ავედი, მაგარი დაღლილი ვიყავი. კოტე იყო მარტო და ტელევიზორს
უყურებდა. წყალი გადავივლე გამოვიცვალე და მეც კოტეს მივუჯექი. ეგრევე მიხვდა
რაც მინდოდა და ტამაშიც არ გაყიდა. ყველაფერი ისე მოხდა როგორც დავგეგმეთ.
კოტემ მანქანა მათხოვა, სტეჩკინამაც ვიგაცას გამოართვა და ორი მანქანით
გავიჩითეთ. ყველანი ავიდნენ 31ში. მე კიდევ ლეოს საფლავზე გავედი ღამე. არ
მინდოდა მარტო შეხვედროდა ახალ წელს. პირველი ჭიქა ლეოსთან ერათად დავლიე,
მერე ავედი ჩემებთან. გზაში სულ ლეოს სახე მელანდებოდა. არ დამავიწყდება
არასდროს მისი იდუმალი ღიმილი. მუსიკამაც გადამაგდო ფიქრებში. და მაინც რა
მაგარია Bარრყ ჭჰიტე-ი.
      ავედი ჩემებთან იქ, კიდევ ქაოსი იყო. ჩემს გარეშე არც დაუწყიათ. იმიტომ
მიყვარს ჩემი საძმო. იციან რა როგორაა. მაგარი დავლიეთ, თან კაი გოგოებიც
იყვნენ. სტეჩკინამ გააფრინა. ჯღუნა სნეიქს ტამაშობდა ვიგაცა გოგოს
ტელეფონზე. ვატო, ზური და თავგასა გოგოებს ეცეკვებოდნენ. მე და რეზი კი ვისხედით
და გოგოებს ვეჭორავებოდით რაგაც უაზრობებზე. ცოტა ხანში ვიღაც 3 გოგო
მოვიდა. ერთ-ერთი ულამაზესი იყო. რომ შევხედე გამოვფხიზლდი და რაგაც უცნაური
გძნობა დამეუფლა, თითქოს ხელ-ფეხი მქონდა შეკრული. თვალი ვერ მოვაცილე იმ
გოგოს, ნეტავ ვინაა? სად ცხოვრობ? რამდენი წლისაა? ჩემთვის ჩუმად ვსვამდი
უცნაურ კითხვებს. შემდეგ ვატოს შეყვარებულმა - ნუციმ მოიყვანა და ყველას
გაგვაცნო. მას ელენე ერქვა. მისი სახელი თავიდან არ ამომდის და ჩუმად
ვიმეორებ ჩემს თავში. დრო გადიოდა და მე წყნარად ვიჯექი, მხოლოდ ვუყურებდი ელეს
და ვტკბებოდი. შემდეგ თვითონ შემეკითხა

ელენე: _ შენ რატომ ხარ ჩუმად?
      დავიბენი და არ ვიცოდი რა მეთქვა. თვითონ კი თვალებში მიყურებდა და
თითქოს აინტერესებდა როგორი ხმა მქონდა.
რეზი: _ ეგ უძლურია შენნაირი გოგოების წინააღმდეგ :)
      ყველას გაეცინა და მეც ძვლივს გამეღიმა
      ნელ-ნელა თენდებოდა და ყველას ეძინებოდა. მე და ელენე კი ერთად ვისხედით
და ვსაუბრობდით. გავიგე რომ მიშა გელაშვილის და იყო. ვერელი, ნასწირნი
ბიჭი იყო. ხშირად გვქონდა მაგათ საძმოსთან ხიპიშები. თვითონაც იცოდა ვინ
ვიყავი. მაგრამ არცერთს არ გვქონია ამაზე ცუდი რეაქცია. ვუყურებდით ერთმანეთს
თვალებში და არ ვიცოდით რაზე ვლაპარაკობდით. თითქოს სიზმარი იყო. თითქოს
ჩვენს ირგვლივ არავინ არ არსებობდა. იმ დროს არაფერი არ მახსოვდა, მხოლოდ
მისი თვალები. მგონი მომწონს? არა, მგონი მიყვარს? არა, მგონი ვაფრენ
მასზე? ხო მგონი ეგრეა. თან Bარრყ ჭჰიტე-ი და საერთოდ აღარ ვარ აქეთ. ამ
ფიქრებში ჩაგვეძინა. მისი გულის ფეთქვა მესმოდა. მისი სუნთქვა, თითქოს ერთნი
ვიყავით. როგორ მინდოდა არ დამთავრებულიყო ეს დღე და სამუდამოდ ესე
ვყოფილიყავით. საბოლოოდ მეც ჩამეძინა.
      მეორე საღამოსაც ერთად ვიყავით. მაგარ დროს ვატარებდით ძაან. წრეც კი
გავაკეთეთ სადაც ყველას თავისი საიდუმლო უნდა ეთქვა. გოგოებმა გვასწავლეს.

სტეჩკინა: _ კაი მე დავიწყებ. იტოკში გუშინ ღამე სალის დავარწყიე ხელზე
:))))
სალი: _ ის მაინც გეთქვა რომ ფეხზე საშინელი სუნი გაქვს :)))))))
რეზი: _ მე კიდევ გუშინ ღამე ძუძუები ვნახე :))))))))))
ანი: _ გუშინ თავგასამ მითხრა რომ შენ ხარ პირველიო ვისაც ვკოცნიო
:))))))))
სტეჩკინა: _ სულ ვამბობდი რომ ყველაზე *** იყავი :))))))))))
თავგასა: _ ქალებში რომ მივდივარ მიდგება მაინც :))))))))))
ნანკა: _ ნიკუშ შენ რას იტყვი?
      მე და ელენიკო ერთად ვისხედით და არც ვაქცევდით ყურადღებას.
მე: _ მე იმას ვიტყვი რომ არ გისმენდით :))))))))))))
ნანკა: _ კაი რა მიდი თქვი შენი საიდუმლო რაააა
მე: _   კაი, მაშინ ვიტყვი რომ.....
      ელენეს შევხედე თვალებში. მინდოდა რაღაცის თქმა. უცბად ხელი მოვკიდე და
გავიქეცით სახლიდან. მივრბოდით გარეთ, მაგრამ არ ვიცოდით სად, მთელი
ჭავჭავაძე შემოვირბინეთ. დაღლილები სადღაც გავჩერდით. სიბნელე იყო, არაფერი არ
ჩანდა. მარტო მე და ელენე. ცაზე ვარსკვლავებიც კი არ იყო. მარტო მთვარე
ანათებდა.
ელენე: _ ნახე რა ლამაზად ანათებს მთვარე, ნეტავ ვის უნათებს გზას?
მე: _ მე და შენ გვიყურებს ალბათ
ელენე: _ ნეტავ რას ფიქრობს ჩვენ რომ გვიყურებს?
მე: _ მე მეუბნება რაღაცას.
ელენე: _ არ მეტყვი რას?
მე: _ მეჩხუბება
ელენე: _ რატომ?
მე: _ რატომ არ ეუბნებიო რომ გიყვარსო?
ელენე: _ მერე რატომ არ ეუბნები?
მე: _ მინდოდა რომ მეტქვა მაგრამ.......
ელენე: _ ჯობია ჩუმად იყო, მთვარემ უკვე ჩაგიშვა
      ეს იყო ყველაზე კარგი წუთები ჩემს ცხოვრებაში. თავი ყველაზე ბედნიერი
მეგონა. რამდენი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ სიტყვები არ მყოფნიდა ამის
ასახსნელად. თითქოს მხილოდ მასთან ფეთქავდა ჩემი გული სწრაფად, მის გარეშე კი
დუმდა. უბრალოდ თვალები დავხუჭე და ელენეს თავი დავადე. მარტო მე, ელენე და
მთვარე.
      გავიდა დრო. მე და ელენე ერთად ვიყავით. დავდიოდით ყველგან სადაც მას
უნდოდა. ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო ერთი წამიც. კაი იყო რა. სანამ მაგის
ძმა ჩამოვიდოდა სულ ერთად ვიყავით. მერე კი გუდაურში წავიდა 2 კვირით.
მაგრად მენატრებოდა. მაგრად მიყვარდა. ვგიჟდებოდი მასზე.
      ერთ დღესაც ვარჯიშიდან მე და რეზი მოვდიოდით სახლში. უბანში ბიჭები
იყვნენ.

სტეჩკინა: _ რავა ხართ ბრატცი?
მე: _ ვართ რა. თქვენ?
სტეჩკინა: _ ეჰ ვართ რა. ვატო ცუდადაა
მე: _ რატომ? ხო მშვიდობაა?
სტეჩკინა: _ ნუცის დაშორდა და მაგარ გატეხილშია
რეზი: _ აუ მაგარი ტეხავს ტო
მე: _ და რა პონტში დაშორდა?
სტეჩკინა: _ რავი ეხა გვიყვებოდა ჯღუნა
მე: _ როგორ ტო?
ჯღუნა: _ მიშო გელაშვილის პონტში რა. მგონი უყვარს რა. ერთად გაატყნა
ვატომ კინოში და დაჟე მგონი იჩხუბა ზუსტად არ ვიცი
თავგასა: _ ვატოც სუპერ **** ტო. შეყვარებულს რომ ყოველ წამს ეჩხუბება და
აგინებს აბა რა ეგონა ტო.
მე: _ წამო რა დავადგეთ რა
ჯღუნა: _ ჩამოვა რა ეხლა
რეზი: _ ცვეტში ცუდი რაგაცა მოხდება გული მიგრძნობს
სტეჩკინა: _ დედას ავუწევთ ჩემი დედას შე**** ტოო
ზური: _ კაი შენ დაწყნარდი.
თავგასა: _ აი ვატოც მოდის.
ვატო: _ ჩემი დედა ვატირე სტეჩ იარაღი დროზე.
მე: _ შენ შიგ ხომ არ გაქ რას იძახი, მოყევი რა მოხდა და მერე გაიქეცი
იარაღზე
ვატო: _ აუუ ეს რა გამიკეთეს მაგათი დედას შე****, მოვკლავ მაგათი დედას
შე****
ზური: _ დაწყნარდი და მოყევი რა. რა დაგემართა შეჩემა
ვატო: _ ნუციმ დამირეკა და მითხრა კინოსთან მოდიო და რომ მივედი მიშოსთან
ერთად იყო. ხელიც ვერ დავარტყი ბევრნი იყვნენ და პახოდუ ნუციმ ცალკე
მითხრა რომ გშორდებიო.
სტეჩკინა: _ რა ქენი მერე?
ვატო: _ რა უნდა მექნა შეჩემა?ავდექი და წამოვედი. მერე ნუციმ დამიმესიჯა
და მითხრა რომ ძაან იდიოტურად რომ მექცევიო მაგის გამო მიშოსთან ერთად
ვარო. ხო და ეხლა დედა უნდა მოვ***** იმ მიშოს
მე: _ აუ მაგათი დედას შე****
ჯღუნა: _ ბიჭო საბა რომაა და***ვებული იმან იცის მგონი მაგ მიშოს ნომერი
და სადმე შევხვდეთ
სტეჩკინა: _ რა ჩემ **** მინდა მაგასთან შეხვედრა?
მე: _ უნდა დავილაპარაკოთ რა
ვატო: _ რა უნდა დავილაპარაკოთ?ხო არ ან*****?
რეზი: _ იტოკში სადმე უნდა დავითრიოთ რა
მე: _ ჯობია ის საბა ვნახოთ და დავადგინოთ მაგ მიშოს ყველაფერი
ვატო: _ საბა არ გვეტყვის შეჩემა არაფერს ჯობია ელენეს შეეკითხო
მე: _ შენ შიგ ხომ არ გაქ? და რა ვუთხრა?
ვატო: _ რა და სად ცხოვრობს გაიგე
მე: _ ეგ ხომ მეც ვიცი
სტეჩკინა: _ ხო და მაშინ დროა დავუშვათ რა
        იმ ღამეს ველაპარაკე ელენეს. მაგრად მენატრებოდა. თან მთელი ღამეც არ
მეძინა. თან ბიჭები შევთანხმდით რომ მიშოსთვის უნდა გვესროლა. მაგრად
შემეშინდა, არა მიშოსი არამედ ელენეს დაკარგვის. მთელი ღამე თეთრად გავატარე.
სულ რაღაცეები მელანდებოდა და ჩამესმოდა. ეს ამბავი კოტემაც გაიგო, მაგრამ
ვატო ისე იყო გაგიჟებული რომ, ნუცი რომც შერიგებოდა, მიშოს მაინც ესროდა.
დათქმული გვქონდა რომ ღამის 10ის ნახევარზე უნდა დაგვეშვა. მანამდე
ეკლესიაში ვიყავი და ღმერთს მხოლოდ ელენეს კარგად ყოფნა შევსთხოვე. იმ დღეს სამი
მანქანით ავედით ვერაზე. მიშო და მაგის საძმაკაცოც იქ იყო. მანქანები
გავაჩერეთ. მე ვატო და სტეჩკინა გადავედით. მიშომ ეგრევე იარაღი გააძრო და
სროლა უნდოდა, მაგრამ ვატომ კალაშა გადაატარა სასტავს. მეც ამოვიღე და მიშოს
ვესროლე ფეხში. მთელი სასტავი დავცხრილეთ. მანქანებში ჩავხტით და
ავითესეთ. იარაღები საიმედო ადგილზე შევინახეთ. პაბეგშიც არ წავსულვართ. უბანში
ვისხედით, ვითომაც არაფერი და ველოდებოდით ამბებს. პატრულს ეჭვი ვაკელებზე
ქონდათ, რადგანაც ვაკელები აბაროტის ქვეშ იყვნენ. ამიტომ ცოტა ხანი უბანში
სიწყნარე იყო. გავიგეთ რომ 9 ბიჭი იყო დაჭრილი. უბანში ვისხედით და
ვლაპარაკობდით როცა ელენემ დამირეკა. მიშო კი სასიკვდილოდ იყო დაჭრილი.
ელენე: _ ნიკუშ ძმა მომიკლეს?! რატომ რა დავაშავე?!..............
      ტიროდა და არ ვიცოდი რა მეთქვა, მართალია ცოცხალი იყო მიშო მარა ან
გადარჩებოდა და ან არა. და რომ გაეგო რომ მის ძმას მე ვესროლე მერე რაღა
მექნა?ნუთუ დავკარგავ?ეს რა ვქენი?რატომ?რისთვის ვკლავ ადამიანს? უცბად
საგონებელში ჩავარდი. არ ვიცოდი რა მექნა. არ მინდოდა რომ მიშო მომკვდარიყო. ჩემ
ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მინდოდა ჩემი მტერის კარგად ყოფნა და სწორედ ესაა
ის მომენტი როცა მიშოსთვის ვილოცე. ელენე იმ დღესვე ჩამოვიდა. მე არ
ვნახე. რომ მენახა როგორ შემეხედა მისთვის თვალებში? რა მეთქვა?
      იმ დღეს ეკლესიაში გავათენე. მგონი ღმერთმაც შეისმინა ჩემი თხოვნა და
მიშო გადაარჩინა. ელეს ძმა კი გადარჩა, მაგრამ ეხლა ერთი იყო ცხადი რომ
რამოდენიმე ხანში შეიძლება ჩვენთვის დაეშვათ.        
      სანამ მიშოს გამოწერდნენ მე და ელენიკო ერთად ვიყავით. გვიყვარდა
ერთმანეთი და ასე გადიოდა დღეები. მე და ელენეს მიშოზე არასოდეს არ გვქონდა
ნალაპარაკევი. ერთხელ რაღაცეებს მელაპარაკებოდა და მეც ვუსმენდი

ელენე: _ კიდევ კაი ჩემი ძმა გადარჩა. აუ იმ დღეებში იმდენი ვიტირე რომ
ცრემლები აღარ მაქ
მე: _ რომ მომკვდარიყო უფრო კაი იქნებოდა
ელენე: _ რაა?შენ რა გააფრინე?
მე: _ არა არ გამიფრენია. შენი ძმა სიკვდილის ღირსი იყო თუ გაინტერესებს.
მაგაზე ნაბიჭვარი არავი არ დადის მთელ დედამიწაზე და შენც კარგად იცი
ძაან.
ელენე: _ მაგას სერიოზულად მეუბნები?
მე: _ აბა მეტყობა რომ ვღადაობ?
ელენე: _ ნაღდათ არ მეგონა ეგეთი თუ იქნებოდი. ჩემი ხათრით მაინც არ
გეთქვა ჩემთან ეგეთი რაღაცა თან ჩემ ძმაზე
მე: _ შენი ძმა სულ მკიდია და ჩვენთანაც თუ ჩაერევა მართლა მოვკლავ!
ელენე: _ შენ რაღა უნდა გელაპარაკო? იმის მაგივრად რომ გვერძე დამიდგე
ხელს მკრავ?!
      ელენე ადგა ტირილით და წავიდა. მინდოდა გამეჩერებინა მაგრამ მივხვდი რომ
სისულელე გავაკეთე. იმ დღეს მაგარ ნერვებზე ავიშალე. მერე უბანშიც გავედი.
ჯღუნა: _ ნიკუშ მიდი რა მანქანა ააგდე. მაგარი მოსაწევია პავლოვზე
მე: _ აუ მაგის თავი არ მაქ რა
ჯღუნა: _ წამო მაშინ მაზიანზე მოვჯოკროთ
თავგასა: _ ეს ხო დებილია რა, ჯოკრის გარდა რამე გაინტერესებს?
      ამ დროს სტეჩკინა მოვარდა და დაიწყო ლაპარაკი
სტეჩკინა: _ ჩემი დედა ვატირე მაგარი პონტია რა. ლუკა ხომ იცი სალუქვაძე.
ეგ აკეთებს მაგარ ფართის და წავედით ყველა. ჰა ნიკუშ რას იზამ?
მე: _ არა მე ვერ წამოვალ ხვალ დილით კოტეს მივყვები მანქანის ბაზარზე რა
სტეჩკინა: _ ხო კაი როგორც გინდა ბრატ.
ჯღუნა: _ აუ სტეჩ ზურის დაურეკე რა მამამისის მანქანა გააძროს რა. მაგარი
პლანის პონტი მაქ.
სტეჩკინა: _ დაიგინე?სად ტოო
ჯღუნა: _ ჩემი დედა ვატირე პავლოვზე გიუშას აკ რაღაც სასწაული. ეგრევე
გაგდებს შენს ძმობას ვფიცავარ.
სტეჩკინა: _ თავგას დარეკა დროზე ზურისთან
თავგასა: _ გამოვა 15 ცუთში
სტეჩკინა: _ ნიკუშ ხო მშვიდობაა?
მე: _ კი შეჩემა, პროსტა დავიღალე რა
სტეჩკინა: _ თუ რამეა აქ ვარ შეჩემა
მე: _ ბაზარი არაა
სტეჩკინა: _ ხო ისე ნიკუშ რეზი სადაა?
მე: _ არ ვიცი, სახლში არაა?
სტეჩკინა: _ არა ტოო. ხო კაი წადი თორე ჩამოგეძინა
      მე წამოვედი. ბიჭები კიდე ფართიზე წავიდნენ. რეზი არ ჩანდა. მე კიდე
ავედი სახლში. გოგი ბიძია ჩამოსული დამხვდა. მაგარი კაცია ძაან. კაი ჩურჩხელა
კი ჩამომიტანა და რას ერჩი? :)
მე: _ როგორ ხარ გოგი ძია?
გოგი ძია: _ რა მიშავს ვარ რა ძველებურად, შენსკენ რაფერაა საქმეები?
მე: _ კარგად გოგი ძია კარგად, ცოტა დავიღალე
გოგი ძია: _ შე კაი კაცო, ახალგაზრდა ბიჭი ხარ და რამ დაგღალა?
მე: _ ეჰ ცხოვრებამ
გოგი ძია: _ ეუუფ წასულია შენი საქმე. ახლა თუ დეიღალე მერე რაღა უნდა
აკეთო?
მე: _ გოგი ძია რა უნდა ვაკეთო არც ვიცი და საერთოდ რისთვის ვცხოვრობ არც
ეგ არ ვიცი
გოგი ძია: _ ეჰ, ნიკუშ ნიკუშ? ცოტა გაიზრდები კიდევ და მიხვდები რომ
ყველაფერი კარგად იქნება.
მე: _ იმედი მაქ ეგრე იქნება
გოგი ძია: _ კაი ახლა მაგაზე ნუ ფიქრობ. აი მე შენ მოგიყვები ერთ ანეკდოტს
და ცოტა გამხნევდები.
      მაგარი კაცი იყო გოგი ძია, თუ რამე რჩევა მჭირდებოდა სულ მასთან
მივდიოდი. ამის მერე ოთახში შევედი და წამოვწექი. კარები ბოლომდე არ იყო დაკეტილი
და მის ჭრილიდან სინათლე შემოდიოდა. თან რუსთავი 2ის ხმაც მესმოდა. მაგრამ
ისე ცუდად ვიყავი რომ ვერაფერს ვერ ვამჩნევდი ირგვლივ. თითქოს სული მქონდა
დამძიმებული. დამნაშავედ ვგრძნობდი თავს. თითქოს გულში სიცარიელე მქონდა.
მციოდა, ვერ ვთბებოდი. რაღაცას ვმსჯელობდი, რას არც ვიცი. თოთქოს მუზაც კი
მომდიოდა რომ რამე დამეწერა მაგრამ ვერ ვდგებოდი. რა გრძნობა მქონდა არ
ვიცი. თან წინ სულ ელენე მედგა. ვაიმე ეს რა გავაკეთე. ჩემ ელენიკოს როგორ
ვაწყენინე? რა ვქნა? როგორ შევურიგდე? არ ვიცი რა გავაკეთო. იმ ღამეს ვერც
დავიძინე. სულ ელეზე ვფიქრობდი. რომ არ შემირიგდეს? მერე რა ვქნა? გზას
ვერ ვპოულობდი რომ გამოსავალი მენახა. დაახლოებით ღამის 4 საათი იქნებოდა
როცა მობილურზე რეზიმ დამირეკა. მთხოვა გავსულიყავი დოლიძის დასაწყისში.
მთვრალი იყო და მარტო ვერ მოდიოდა. მეც ავდექი და გავედი მის გამოსაყვანად.
მანქანა დავქოქე და წავედი. დოლიძის კუთხესთან დავინახე რეზი რომელიც
მორბოდა ჩემი მანქანისკენ სწრაფად. უკან დავინახე მიშო რომელიც დანით მოზდევდა.
სწრაპად წავედი რეზისკენ. მიშომ დაინახა თუ არა ჩემი მანქანა გაიქცა.
რეზის კი მივუსწარი მაგრამ ის უკვე დაჭრილი იყო სამ ადგილას. სწრაფად
საავადმყოფოში წავიყვანე.
რეზი: _ ნიკუშ როგორ ვარ ბიჭო მითხარი გთხოვ
მე: _ არაფერია რევაზ პატარა ნაკაწრებია შეჩემა
რეზი: _ ვიცოცხლებ ნიკუშ? მითხარი რომ ვიცოცხლებ ბრატ
მე: _ აბა რა რევაზ იცოცხლებ ბიჭო რა სისულელეს მეუბნები ტო
რეზი: _ ბიჭო ნიკუშ სიკვდილის მეშინია ბრატ
მე: _ რა დროს სიკვდილია რევაზ ბრატ რა დროს ძმაო!
რეზი: _ ბიჭო ნიკუშ ამ ბოზმა როგორ უნდა მომკლას ტო როგორ
მე: _ ვინ ბიჭო მაგ ბოზი შენ ვერ მოგკლავს რევაზ
რეზი: _ ძმაო ნიკუშ ჩემთან ხარ?
მე: _ შენთან ვარ Bძმაო შენთან ნუ გეშინია რევაზ
რეზი: _ ვერ ვხედავ ძმაო ვერა ნიკუშ ვკვდები ბრატ ვკბდები?
მე: _ არა რეზი არა რა დროს სიკვდილია ტო
რეზი: _ მივდივარ ბიჭო?ვეღარ გნახავ?რატომ ნიკუშ რატომ?
      ამ დროს შეწყვიტა რეზიმ თავისი პატარა და ვაჟკაცური ცხოვრება. ამ
მომენტიდან ვეღარ დავინახავდი რეზის მომღიმარ სახეს. ვეღარ მოვისმენდით მის
გაგონილ ამბებს. ის ყველას დაგვაკლდება. გულში თითქოს რაღაცა აღარ მაქ,
დავკარგე.
მე: _ იცოცხლე რეზი გთხოვ ბიჭო იცოცხლეეეე!!!!!!!!!!!!!! მტოვებ
ბიჭო?!!!!!!! მტოვებ?!!!!!
      საავადმყოპოში ვიჯექი როცა ბიჭები მოვიდნენ. რეზიმ დაგვტოვა. არ მჯერა
რომ რეზი ჩვენთან აღარაა. მართლა პატარა ყოფილა ეს ცხოვრება და უსამართლო.
ამ დროს ვატო დავინახე. წამოვარდი და შევდექი.
მე: _ შენი დედა********* შეყვარებულის გამო აღარაა რეზი ბიჭო შენი
დედა********** შეყვარებულის გამო გაიგე?!!!!!
სტეჩკინა: _ ნიკუშ დაწყნარდი. ყველა ცუდათ ვართ. არ გინდა სიტუაციის
დაძაბვა
მე: _ ყველა შემეშვით
      გამოვედი და ცალკე დავჯექი. ჩემ ძმაკაცს ვგლოვობდი. ამ დროს ელენეც
მოვიდა. ძაან გამიხარდა მისი დანახვა. გვერძე დამიდგა ბოლომდე და ცოტა
შემიმსუბუქა ტკივილი. მაგრამ რომ მახსენდებოდა რომ მისმა ძმამ მოკლა ჩემი რეზი
ვგიჟდებოდი.
      რამოდენიმე დღეში რეზიც გავასვენეთ. ვიდექი სასაფლაოზე და ვუყურებდი
მიწას როგორ აყრიდნენ რეზის კუბოს. რა საშინელი მომენტი იყო. ის დღეები ხან
რეზის საფლავზე ვიყავი ხან ლეოს. მაინტერესებდა მე როდის მივუწვებოდი მათ
გვერდზე, მაგრამ მახსენდებოდა ლეოს სიტყვები რაც უფრო ცოტა იცი მით უფრო დიდ
ხანს ცხოვრობო. ხო და ჩემი დროც არ იყო ჯერ.
      აღდგომის შემდეგი პერიოდი იყო როცა დიდი სასტავი შევიკრიბეთ თავგასას
ბაითში. მე და ელეც ერთად ვისხედით. რეზის ვიხსენებდით ყველანი. იმ
დროისათვის ვატო და ნუციც რიგდებოდა. რა მაგარი იყო მათი შერიგება. დავთვერით და
წავედით მის სახლთან და ყველა ვუმღეროდით. მიშო პაბეგში იყო, როცა მე და
ელენეს ერთად ყოფნა გაიგო. არ ვიცი რა რეაქცია ექნებოდა, მაგრამ ჩვენმა
საძმომ ერთი იცოდა, რომ რეზის სიკვდილს არ შევარჩენდით მას. ელენეც აღარ
ლაპარაკობდა მიშოზე, იცოდა რომ დამნაშავე იყო. ღამე ყველას ჩაეძინა, მე კი
ფანჯარასთან ვიჯექი და სარკმლიდან გამომავალ მკრთალ შუქს ვუყურებდი. ვფიქრობდი
მომავალზე, აწმყოზე და წარსულზე. თან ელესაც გადავხედავდი და მიხაროდა რომ
ჩემს გვერდით იყო. ისიც მიხაროდა რომ ყველანი ერთად ვიყავით. ამ დროს
ჯღუნასაც გამოეღვიძა და ნამძინარევი ხმით რაგაცა წაიბუტბუტა. მერე შემომხედა,
თვალი ჩამიკრა და შემეკითხა
ჯღუნა: _ რას შვები კომჩიკ?
მე: _ რავი ვფიქრობ რაღაცაზე
ჯღუნა: _ დაიძინე შეჩემა და სიზმარში უფრო კარგად იფიქრებ
მე: _ ჰე ჩემო ჯღუნა ჯღუნა?!
ჯღუნა: _ კაი კაი დავიძინე შენ კიდე დარჩი და მიყარაულე :)))))
      გამეცინა ჯღუნაზე. მაგარი კაცია. იცის სად როგორ უნდა ილაპარაკოს. ცოტა
ხანში მეც ჩამეძინა.
      გადიოდა დღეები. ხეები ისევ იმოსებოდნენ მწვანე ფოთლებით. ისევ ისმოდა
ჩემს ეზოში ჩიტების ჭიქჭიკი. ნელ-ნელა თბებოდა. მე და ელეც ერთად ვიყავით.
ყოველდღე ვხედავდი მის ულამაზეს თვალებს. მიყვარდა როცა იცინოდა. ხან სად
ვიყავით ხან სად. გაზაფხულმაც ისე ჩაიარა ვითომაც არაფერი. გვიყვარდა
ერთმანეთი და ამ გრძნობას ვერც ვერავინ ვერ გვიშლიდა. კაი იყო რა. მერე ზღვაზეც
ერთად ვიყავით ყველანი.
ელენე: _ ნახე სტეჩკინამ ვიღაც უკრაინელი გოგოები გაიცნო :)
მე: _ ეგ ხომ მამაა გოგოების :))
      სტეჩკინამ გოგოები ააგდო და ჩვენთან მოიყვანა
სტეჩკინა: _ ნიკ ნახე რა გოგოები არიან? თან ქართულიც არ იციან და
უკრაინელები არიან
მე: _ მერე შენ იცი რუსული?
სტეჩკინა: _ რუსულს რა უნდა შეჩემა. დევჩონკი იდიტე სუდა.
უკრაინელი გოგოები: _ პრივეტ! :)
სტეჩკინა: _ ტი ლუბიშ მორე?დავაი პაპლივიომ ნე მნოგო
უკრაინელი გოგოები: _ დავაი პაიდომ
      მე და ელენიკო კი ზაგარს ვიღებდით. ზევით თავგასა და ჯღუნა თამაშობდა
პინგ-პონგს. ვატო კაფეში იჯდა ნუცისთან და მაგის დაქალებთან. ზური და
სტეჩკინა კიდე ზღვაში ელაქუცებოდნენ უკრაინელ გოგოებს.
ელენე: _ ნახე ეხლა მზე გვიყურებს.
მე: _ მე კიდე მეგონა ყველა ჩვენ გვიყურებდა
ელენე: _ მე არ მაინტერესებს ყველა. მე შენ და მზე ვართ მარტო
მე: _ და ზღვას რა ვუყოთ?
ელენე: _ ზღვა თავისთვისაა რას ერჩი? ისიც მზეს უყურებს
მე: _ მე კიდევ შენ გიყურებ
ელენე: _ აუ კაი ნუ დაიწყე ეხა :)
მე: _ აბა შენზე ლამაზი არც მზეა და არც სტეჩკინა, რომ ვუყურო :)
ელენე: _ ის უკრაინელი გოგოები?
მე: _ ისინი მხოლოდ ერთი დღის გოგოები არიან, შენ კიდევ......
ელენე: _ მე კიდევ რა ვარ?
მე: _ ეს მზე ხომ ყოველთვის იქნება?
ელენე: _ ალბათ ხო.
მე: _ ხო და სანამ მზეა შენც ჩემი ხარ რა
ელენე: _ ღამე სხვა?
მე: _ ........სანამ ცოცხალი ვარ მეყვარები.
ელენე: _ ააა ეხა გავიგე რისი თქმაც გინდოდა
      ამ იდელიაში ვიყავით როცა სტეჩკინამ წყალი გადაგვასხა. მერე წამოვხტი,
ელენე ავიტაცე და ზღვაში შევარდით ყველანი. მაგარი იყო რა. ელენეს რომ
ვხედავდი მიხაროდა, რომ ჩემთან ერთად ბედნიერია. თან როგორ ბრწყინავდა მისი
ქერა თვალები და მისი მწვანე თვალები. ეს მომენტები სამუდამოდ დაფიქსირდა
ჩემს გულში. ვუყურებდი ჩემ შეყვარებულს და ჩემ საძმაკაცოს და მიხაროდა რომ
ყველანი ერთად ვიყავით. კაი იყო რა.
      ერთ საღამოს მე და ელე ერთად ვისხედით და ვლპარაკობდით.
მე: _ მე რომ მოვკვდე არ გეშინია?
ელენე: _ არა, რატომ უნდა მეშინოდეს?
მე: _ და რატომ არ გეშინია?
ელენე: _ იმიტომ რომ მეც წამოგყვები. და რა იცი იქნება და მე ვკვდები
მე: _ მაშინ მე გამოგყვები :)))))
ელენე: _ ეგრე ლაპარაკობს ყველა თავიდან, მაგრამ ყველა სხვანაირად იქცევა
მე: _ მერე მე ყველა არ ვარ. ერთადერთი რის გამოც შეიძლება თავი მოვიკლა
შენ და ჩემები ხართ.
ელენე: _ კაი გეყოფა რა, აღარ გვინდა რა ეს სიკვდილები რა, რამე სხვაზე
ვილაპარაკოთ
მე: _ ჩემთან იქნები სულ?
ელენე: _ და რატომ მეკითხები? რა გინდა რომ გიპასუხო? :)
მე: _ სერიოზულად გეკითხები და მიპასუხე რა
ელენე: _ კაი თუ სერიოზულად მაშინ კი :)
მე: _ გამომყვები?
      ელენე დაიბნა და არ იცოდა რა ეპასუხა.
ელენე: _ კი გამოგყვები, მაგრამ ჩემებმა არ უნდა გაიგონ
მე: _ არც ჩემებმა :)
      ხელი მოვკიდე და წავედით. სადღაც ტყეში ავედით. იქ ვი
((6))
არ ვიცი...საიდან როგორ დავიწყო.
შენ რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი ღვთის საჩუქარი მეგონე!
მეგონა მართლა გიყვარდი და ეს შესაძლებელი იყო!
მაგრად შევცდი...ვაი რომ მწარედ შევცდი.
შენ ერთ დღეს მოინდომე ჩემი მიტოვება...
და მიმატოვე...საბოლოოდ ოცნებები დამიტოვე მხოლოდ
გული მატკინე,ეხლაც მტკივა გული,და ცუდად ვარ!
რატომ მიმატოვე? ეს არ უნდა გაგეკეთებინა...
ჩემი გულისთვის მაინც!ხო იცოდი რომ თავგანწირვით მიყვარდი...
გელოდე,ძალიან ბევრი...უსაშველოდ,უიმედოდ გელოდე...
მეგონა დაბრუნდებოდი!...ჩემს თავს ვატყუებდი ვითომ უბრალოდ
არ გეცალა ჩემთვის და სიყვარულისთვის.
მაგრამ არა...შენ მხოლოდ ჩემი სიყვარულისთვის არ გეცალა!
საშინლად განვიცდი უშენობას!მიყვარხარ!!!უიმედოდ და უზომოდ...დავიფიცე რომ
15 აპრილამდე...სიყვარულის დღემდე დაგელოდებოდი მხოლოდ...
ეს დღე თანდათან იწურება და არც შენ ჩანხარ!!!
თითქოს მხიარულად ვარ გარეგნულად...თითქოს ყველაფერი კარგადაა...მაგრამ
არა!!!ჩემს გულში ცრემლის ტბა დამდგარა!!!
რატომ??? რატომ მაინდამაინც მე უფალო? ასეთი რა ცოდვა მაქვს რომ
სიყვარულში არ მიმართლებს!
უფალო მხოლოდ იმას გთხოვდი და გთხოვ ჩემი საჩუქარი დამიბრუნე!
გევედრები ...ეს დროც სწრაფად გადის ...და გული სულ უფრო მიკვდება. ეს
უიმედო სიყვარული ბოლოს მიღებს,მანადგურებს საბოლოოდ!!!დღეს თუ არ გამოჩნდი
მაშინ ნელ -ნელა დავიწყებ შენს დავიწყებას! და ეს არ მინდა!
დღევანდელ დღეს მაინც გამიხსენე! მე ხომ მთელი ეს დღე...სიყვარულის
დღე!...მხოლოდ შენს ზარს და მესიჯს ველოდი! ყველა ბედნიერი იყო დღეს ჩემს
გარდა...მე კი სახლში ჩუმად ჩაკეტილი გელოდი ლოცვით...ვედრებით!!!
შენ კი არ ჩანხარ! არა და არა...ვერასდროს დაგივიწყებ!!!
გთხოვ ჯერ კიდევ არაა გვიან რო დამიბრუნდე!...მიდი ამ დღეს ნუ
ჩამაშხამებ!სულ ორი წუთით მეც გამხადე ბედნიერი ისევე როგორც ჩემი მეგობრები არიან!
გელოდები ისევ...იცი, მხოლოდ ერთხელ მინდა ჩაგხედო თვალებში და შენ თვითონ
გამიმეორო ის სიტყვები რასაც უშენობა ქვია!
ისევ გელოდები ...თუ დაბრუნდები წარმოიდგინე როგორც პატარა დაჭრილ ჩიტს
რომ შეუმსუბუქო სიცოცხლე ისე იქნება!
ისევ გელი ...და გთხოვ გულს კიდევ ნუ დამწყვიტავ და ამ ერთხელ მაინც
გამაგონე შენი ხმა! მიყვარხარ!!!შენ ჩემი პირველი სიყვარული ხარ! და ვერ გავიგე
ასე სწრაფად რატომ წახვედი ჩემგან!!!? \"მეგობრისთვის გითქვამს მიყვარს
მაგრამ უნდა დავივიწყოო!\" ეს რას ნიშნავს? ეს სიტყვები მაშინებს ...რატომ?
რატომ რა დავაშავე? მითხარი ...შენ ხარ მასეთი თუ მე ვადანაშაულებ ჩემს
თავს ყველაფერში არ ვიცი...
მოკლედ გეტყვი დამიბრუნდი სულ 5 წუთით მაინც! იმიტომ რომ ამიხსნა ეგ შენი
სიტყვები.
იცი? მზარავს იმის გაგება რომ ვიღაც სხვა გიყვარს და ეხლა მასთან ხარ ,ის
ბედნიერია შენთან და მხარზე თავდადებული სეირნობთ.
არა!!!! არა! ოღონდ ეს არა
((7))
__ გიომ აწკრიალებული ტელეფონი გახსნა და ყურზე მიიდო. __ გისმენთ!
__ დილა მშვიდობისა, სალომე ვარ. შენთან შეხვედრა მინდა, შეგიძლია
შემხვდე? __ სალომე აღელვებული ჩანდა.
__ კი! სად და როდისს? __ გიოს მისი აღელვებული ხმა შეუმჩნეველ არ
დარჩენია.
__ ნახევარ საათში ვაკის პარკში მოდი, კაი?
__ კაი, ნახევარ საათში მოვალ!
  ნახევარი საათის მერე, ორივე ვაკის პარკში, დათქმულ ადგილზე შეხვდნენ
ერთმანეთს. სალომეს აღელვება სახეზეც ეტყობოდა. გიოს თავიდანვე ცუდი
წინათგრძნობა ჰქონდა, მაგრამ იმას, რაც შემდეგში მოხდა, ყველაზე საშინელ
ფიქრებშის კი ვერ წარმოიდგენდა.
__ გამარჯობა სალომე, როგორ ხარ?... იცი როგორ მომენატრე, უშენოდ
გატარებული თითოეული წამი, ჩემთვის ყველაზე დიდი სასჯელია. მიყვარხარ სალი,
მიყვარხარ და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები...
__ გიო, ჩვენ სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ და დღეს სწორედ მაგიტომ
შეგხვდი, __ სალომე გაჩერდა, თავი ძირს დახარა და ისე განაგრძო, ___ და ვფიქრობ
ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა! __ ეს ამბავი გიოსთვის იმდენად მოულოდნელი იყო,
რომ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა. გონება დაებინდა, სისხლი თავში აუვარდა და
თავი საშინლად ასტკივდა. ვერაფრით ხვდებოდა, რა იყო მიზეზი იმის, რომ
სალომემ ასეთი საშინელი განაჩენი გამოუტანა. ერთადერთი რეალური მიზეზი, რაც ამ
განაჩენის გამოტანის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო, გიოს ავადმყოფობა
შეიძლება ყოფილიყო, მას დიაბეტი (შაქარი) ჰქონდა. მაგრამ გიო ამას გამორიცხავდა,
რადგან სალომემ ამის შესახებ   დიდი ხნის წინ შეიტყო. სალომე რაღაცას
ლაპარაკობდა, მისთვის რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა, მაგრამ გიოს მისი სიტყვები
არ ესმოდა, ის ფიქრებში ეძებდა ამ ყველაფრის რეალურ ახსნას, ფიქრებიდან კი
თავს წამომდგარი, ახალგაზრდა მამაკაცის ხმამ გამოაფხიზლა.
__ მეგობარო, გამოფხიზლდი, მგონი შენ გელაპარაკებიან! __ მის ხმაში
ცინიზმი, იმდენად შესამჩნევი იყო, რომ გიომ მისთვის ჭკუის
სწავლება გადაწყვიტა. წამოდგომა დააპირა, მაგრამ ძალა არ ეყო ამისთვის,
მერე სალომეს შეხედა და კითხვით მიმართა.
__ ეს ვინ არის? __ სალომემ თავი ძირს დახარა და ისე უპასუხა.
__ ჩემი შეყვარებული! __ მერე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ
გიომ შეაჩერა
__ როგორც შეყვარებულს, მე ღეს ბოლოჯერ გხვდები. სანამ დაგემშვიდობები,
ერთი სათხოვარი მაქვს შენთან და ძალიან გთხოვ უარის ნუ მეტყვი, არ მინდა
ამის გარეშე წავიდე შენგან!
__ არა გიო, ძალიან გთხოვ ნურაფერს ნუ მთხოვ, მე შენ ისედაც დიდი ტკივილი
მოგაყენე. ვიცი რის თხოვნასაც აპირებ და მაგ სურვილს ვერ შეგისრულებ,
ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის! __ შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა
იქაურობას, რათა მისთვის თვალზე მომდგარი ცრემლი არავის შეემჩნია.
  ამ ამბის მერე სამი წელი გავიდა. გიო სალომეს ცხოვრებაში აღარ
გამოჩენილა. სალომემ სკოლა დაამთავრა, სასწავლებელშიც ჩააბარა და ახლა მეორე
კურსის სტუდენტი იყო. სალომეს პატარა და, თეკოც იმავე სასწავლებელში სწავლობდა.
ორივე ხშირად ლაპარაკობდა გიოს ასეთ მოულოდნელ გაუჩინარებაზე, არცერთს არ
ეგონა, ეს ამბავი მასზე ასეთ ზემოქმედებას თუ მოახდენდა. ერთ ხანს
ფიქრობდნენ, თავი ხომ არ მოიკლაო. ეს ფიქრი არცერთს მოსვენებას არ აძლევდა,
განსაკუთრებით კი სალომეს, მიუხედავად ყველაფრისა, გიო მათ ოჯახში ხომ ყველას
უყვარდა. არანაკლებ განიცდიდა სალომეს დედაც მის მოულოდნელ გაუჩინარებას,
მაგრამ მას მერე რაც გადაწყვიტეს გიოს ოჯახს დაკავშირებოდნენ და გაერკვიათ
მისი ბედი, ეს ეჭვები საბოლოოდ დაიმსხვრა, თუმცა არც მის ოჯახთან
დაკავშირების შემდეგ მიუღიათ დამამშვიდებელი ინფორმაცია. გიოს დამ უთხრათ, რომ გიო
სამი წლის წინ, ყველასთვის მოულოდნელად გაუჩინარდა და მას მერე აღარავის
უნახავს. რაღაც დროის განმავლობაში ტელეფონზე რეკავდა, ოჯახის წევრებს
კითხულობდა და ერე ისევ უჩინარდებოდა თვეობით. იმ ამბის გაგებამ, რომ გიო
ცოცხალი იყო, გარკვეულწილად შვება მოჰგვარათ, მაგრამ სადარდებელი რჩებოდა ის
თუ სად იყო გიო, რას აკეთებდა და რატომ ვერ ახერხებდა ოჯახის წევრებთან
ხშირად დარეკვას. გარდა ამისა, სალომე ამის შესახებ   არავის არაფერს
ეუბნებოდა, მაგრამ გრძნობდა რომ გიო მტელი გულით უყვარდა, ენატრებოდა და რაც უფრო
მეტი დრო გადიოდა, მით უფრო უჭირდა ამის დამალვა. მასთან შეხვედრის და
დამშვიდობების ბოლო დღესაც, არავინ იცის როგორ სტკიოდა გული და როგორ
გაუჭირდა იმის თქმა, რამაც ორივეს მოუკლა გული და ორივეს დიდი ტკივილი მიაყენა.
ერთ დღეს კი...
  იმ დღეს ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა, სალომე და თეკო ჩვეულებისამებრ
სასწავლებელში წავიდნენ. დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა, ლექციები დამთავრდა და
ორივე, დაქალებთან ერთად სახლში დაბრუნებას აპირებდნენ. გარეთ გამოსულებს
ყურადღება არ მიუქცევიათ, ეზოში გერძელ სკამზე მჯდომი ახალგაზრდისთვის,
რომელიც დაჟინებულ მზერას არ აცილებდა. ახლოს ჩავლისას ახალგაზრდამ მორიდებით
მიმართა გოგონებს.
__ უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვი სად შეიძლება სალომე და თეკო ბოჭორიშვილების
ნახვა? __ სწორედ ამ დროს დარეკა სალომეს ტელეფონმა, ახალგაზრდის
კითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ტელეფონი გახსნა და უპასუხა. თეკოს კი
უყურადღებოდ არ დაუტოვებია   მისი კითხვა. შებრუნდა რათა კითხვაზე პასუხი
დაებრუნებინა და გაკვირვებისგან ადგილზე გაშეშდა. საკუთარ თვალებს არ უჯერებდა,
მის წინ გაღიმებული სახით გიო იდგა, გიო რომელიც ამ სამ წელიწადს
საგრძნობლად შეეცვალა, ასაკი მომატებოდა, თმებში ხშირი ჭაღარა შერეოდა, შუბლზე
ნაოჭები მომატებოდა და ხმაც საგრძნობლად შესცვლოდა. გაოგნებულმა თეკომ
ინსტიქტურად წარმოსთქვა რამდენიმე სიტყვა.
__ გიო ეს მართა შენ ხარ? __ სალომე ამ სახელის გაგონებაზე ახალგაზრდისკენ
შემობრუნდა, ნანახმა იმდენად გააკვირვა, რომ ტელეფონი ხელიდან გაუვარდა,
ასფალტზე დაეცა და ნაწილებად დაიშალა.
__ კი, მართლა მე ვარ. __ ჩამწვარი სიგარეტი შორს მოისროლა და ხელები
გაშალა, __ არ მომესალმებით? __ თეკომ თვალზე მომდგარი ცრემლის შეკავება ვეღარ
შესძლო, ჩუმად აქვითინდა, გიოსკენ გაიწია და მხურვალედ ჩაიკრა გულში,
იგივე მოიმოქმედა სალიმაც.
__ შეცვლილხართ! __ გიომ ჯერ თეკო შეათვალიერა, მერე სალომე. __ ორივე
უფრო გალამაზებულხართ! __ ცოტა ხანს გაჩერდა. __ ორივეს გილოცავთ ჩაბარებას,
სასწავლებელიც ისე დაგემთავრებინოთ როგორც სკოლა დაამთავრეთ, წარმატებით!
მართალია მოგვიანობეით, მაგრამ იმედია მაპატიებთ, უფრო ადრე ვერ
მოვახერხე. __ გიომ მისთვის მისთვის აქამდე უცნობი გოგოებისკენ გადაიტანა მზერა. __
თქვენს დაქალებს არ გამაცნობთ?
__ ეს ანია, __ თეკომ ხუჭუჭა, ქერა თმიან გოგოზე მიანიშნა, __ ეს კი მაკა.
__ მის უკან მდგომ შავთმიან და ცისფერთვალება გოგოზე მიუთითა.
__ სასიამოვნოა! __ გიომ ჯერ ერთს, მეერე მეორეს ჩამოართვა მორიდებით
ხელი, __ მე გიორგი ვარ! __ მერე თეკოს შეხედა და ჰკითხა, __ სახლში აპირებთ
წასვლას? __ თეკომ თანხმობის ნიშნად, თავი დაუკრა. __ მაშინ, თუ
წინააღმდეგი არ იქნებით, გაგაცილებთ.
__ კაი. __ თეკომ მკლავი მკლავში გაყარა და გასასვლელისკენ გაემართა. __
დიდი ხანია არ მინახიხარ და ჩემთვის ბევრი რამის ახსნა მოგიწევს! __ თეკომ
გაბრაზებული ბავშვის სახე მიიღო და მუცელში, იმის ნიშნად რმ მასზე მართლა
ნაწყენი იყო, მუშტი წაჰკრა, გიოს გაეცინა.
__ რა არის ასახსნელი, არც არაფერი. ეს წლებიც ისეთივე ცარიელი და არაფრის
მომტანი იყო, როგორც სხვა დანარჩენი! __ გიო გაჩერდა და უკან ჩამორჩენილ
გოგოებს თვალი შეავლო, __ მოიცა დაველოდოთ, სირცხვილია. __ ჯიბიდან
სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
__ შეცვლილხარ გიო. ამას სერიოზულად გეუბნები. შენში ვეღარ ვხედავ იმ
მხიარულ ბავშვს, რომელსაც სამი წლის წინ ვიცნობდი. __ თეკომ ბოლო სიტყვები
დანანაბით ჩაილაპარაკა. ამასობაში უკან ჩამორჩენილი გოგოებიც წამოეწივნენ და
გზა განაგრძეს.
__ ის გიო, ვისაც შენ იცნობდი, წელიწად ნახევრის წინ წარსულს ჩაბარდა,
მოკვდა და უცხო მიწაზე დაიმარხა, იქ სადაც უნდა დამარხულიყო.
__ სად იყავი ეს წლები, არსად რომ არ ჩანდი? __ სალომეს ხმა, გიომ მთელი
ამ დროის განმავლობაში პირველად გაიგო.
__ წელიწად ნახევარი აქეთ-იქით ხეტიალში გავატარე. ყველაფერი კი იმთ
დაიწყო, რომ ღამე გზა აბნეული მე და ჩემი ძმაკაცი, ნასვამები ვიღაცის მანქანაში
აღმოვჩნდით. მეორე დღეს კი ყველასთვის მოულოდნელად, სომხეთში ამოვყავით
თავი. ფული კაპიკი არ გვქონდა, იმ კაცმა რომელიღაც სოფელში ჩამოგსვა და
წავიდა. ისიც კი არ ვიცოდით საიდან მოვედით და სად უნდა წავსულიყავით. ჩემს
ძმაკაცს ტელეფონი ჰქონდა, ის გავყიდეთ და იმდენი მოვაგროვეთ, რომ ერევნამდე
ჩავედით. სამუშაო ვიშოვეთ და ცოტა ფული ვიშოვეთ, სახლში დაბრუნებას ჯერ არ
ვაპირებდით. მერე გაგვაგებინეს, რომ რუსეთში უნდა გავეგზავნეთ სამუშაოთ,
ჩემმა ძმაკაცმა უარი თქვა და სახლში დაბრუნდა, მე კი დავთანხმდი. სამი თვე
სომხეთში, ექვსი თვე კი რუსეთში გავატარე. მერე იქიდან აფრიკაში
გაგვაგზავნეს, ხალხი უნდა მოგვეძებნა, იაფფასიანი მუშახელი. ასეთი ხალხი კი ბევრი
აღმოჩნდა იქ. მე ისეთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, სადაც რუსი ბიზნესმენები
ხალხს მუშახელის სახით “უკვეთავდნენ” და კაპიკების სანაცვლოდ, ოცდაოთხი
საათი ამუშავებდნენ, აფრიკელები კი ზედგამოჭრილი ხალხი იყო საამისოდ. ორი
თვე გავატარე აფრიკაში. ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავდიოდი, ორი თვის მერე
უკან უნდა დავბრუნებულიყავით, მაგრამ მე აღარ მინდოდა უკან დაბრუნება,
გამომგზავრების წინა საღამოს გავიპარე და იტალიაში გადავედი. თერთმეტი თვე იყო
გასული რაც სახლიდან წავედი და ჩემი გაუჩინარების შესახებ, არავი არაფერი
იცოდა. არავისთან დამირეკია და არავის შევხმინებივარ, მაგრამ არცერთი
წუთით არ დამვიწყებია არავინ! არავისთან არ მინდოდა ურთიერთობა მქონოდა, რომ
ჩემში იმ “გიოს” მოკვლა მინდოდა, რომელსაც თქვენ იცნობდით. შვიდი თვის
მერე, იტალიიდან საფრანგეთში გადავედი, “გიოც” იქ მოკვდა და იქვე დავასაფლავე,
ელიზეს მინდვრებზე, ეიფელის კოშკის ძირში. იქ სადაც ყველაზე ბედნიერი
ხალხი იყრის თავს, იქ სადაც ყველა ნახავს მის საფლავს, იქ სადაც მსოფლიოში
ყველაზე დიდი და ძლიერი სიყვარული სუფევს. ეს ის ადგილია სადაც “გიო” წყნარად
იქნება, გაიგებს ნამდვილი სიყვარულის ფასს. მის საფლავზე, რამდენიმე ენაზე
წარწერა გავაკეთებინე და ზედ მისი დაწერილი რამდენიმე ლექსი დავაწერე. ის
თავისებური ადამიანი იყო, თავის გენია ჰქონდა, თავისებურად აზროვნებდა.
ამიტომ იყო, რომ ამ ქვეყნად ვერავინ ვერ გაუგო. !
ამბობენ,
ადამიანი გენიოსი მისი სიკვდილის მერე ხდება და მის ნიჭს მერე აფასებენ,
ვიდრე მისივე სიცოცხლეშიო. გავა დრო და ოდესმე ალბათ კიდევ დავბრუნდები
“გიოს” საფლავზე, გავიგებ, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ლექსებმა
ხალხზე და მერე შევაფასებ, ის მართლა გენიოსი იყო თუ არა და ჰქონდა თუ არა
მას უდიდესი სიყვარულის ნიჭი, რამაც სიკვდილის პირას მიიყვანა. __ გიო ცოტა
ხანს გაჩერდა, ჩამწვარი სიგარეტი გადააგდო და კოლოფიდან ახალი ღერი
ამოაძვრინა. __ მისი დასაფლავების დღეს, ჩემთან ერთი მოხუცი კაცი მოვიდა. ჭაღარა
თმა და ჭაღარა წვერი ჰქონდა. თავიდან ისიც ჩვეულებრივი ტურისტი მეგონა.
დღესაც არ ვიცი ვინ იყო და საიდან გაჩნდა იქ, მაგრამ რაც იმან მითხრა
არასდროს დამავიწყდება. “გიო” დავასაფლავე დ აუკან დაბრუნებსა ვაპირებდი, მაშინ
გამომეცხადადა, ქართულად მკითხა, რით დაიღუპაო. გამიკვირდა, მაგრამ
ყურადღება არ მიმიქცევია, ვიფიქრე ქართველია, ჩემი ლაპარაკი მოისმინა და ჩემი
ამბის გასაგებად მოვიდა მეთქი. ვუპასუხე სიყვარულმა დაღუპა და აქ სწორედ
მაგიტომ ვასაფლავებმეთქი.
მკითხა დარწმუნებული ხარო, ვუპასუხე კი მეთქი, მერე მითხრა,
“ელიზესმინდვრები, ეიფელის კოშკი, ეს ის ადგილია სადაც სიყვარულის, ამ დიდ გრძნობის
მთავარი ხაზი გადის, სიყარული კი ძალაა, რომელიც დედამიწას იჭერსო!” მერე
გაჩერდა, შემობრუნდა, თვალებში ჩამხედა და განაგრძო, “ელიზეს მინდვრები,
მთელს მსოფლიოში ერთადერთი ადგილია სადაც სასწაულები ხდება, სადაც მკვდრეთით
აღსდოგა შესაძლებელია და ამას ვიღაცის მონაჭორს კი არ გეუბნები, არამედ
იმას, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მაგრამ ამისთვის ის ადამიანი მართალი და
წრფელი სიყვარულით უნდა იყოს მკვდარი. მე ვერ შეგპირდები, რომ ეს
აუცილებლად მოხდება და ის აუცილებლად გაცოცხლდება, ის შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ
ეს ერთადერთ შემთხვევაში მოხდებაო!” შებრუნდა და წავიდა, ვკითხე რა
შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს მეთქი, მიპასუხა, “ გავა დრო და მიხვდებიო!”
ამის მერე ის კაცი აღა მინახავს. ამ ამბის მერე, საფრანგეთში ვეღარ შევძელი
გაჩერება, ისევ იტალიაში დავბრუნდი. იქ ერთმა ქართველმა კაცმა შემიფარა.
საკუთარი ღვინის ბიზნესი ჰქონდა. წელიწადზე მეტი იქ ვიყავი, მერე
საქართველოშიც წამოიწყო ღვინის ბიზნესი და მე აქ გამომგზავნა, თვითონ კი ისევ იქ
დარჩა. ორი თვეა რაც ჩამოვედი. რაღაც პრობლემები მქონდა და მხოლოდ დღეს
მოვიცალე თქვენთან შესახვედრათ! __ გიომ საუბარი დაასრულა. __ ჩემზე ამდენი რამ
მოგიყევით, ეხლა ცოტა თქვენზეც მიამბეთ, როგორ... __ ამასობაში სალომეს და
თეკოს სახლს მოახლოვებოდნენ. გიომ სალომეს სახეზე ცრემლები შეამჩნია და
გაკვირვება არ დაუმალავს. __ სალომე რატომ ტირიხარ? __ მაგრამ სალომეს ხმა
არ გაუცია, თვალებზე ხელები აიფარა და სადარბაზოს კიბეებს აუყვა.
__ სალომე... __ გიოს უნდოდა უკან გაჰყოლოდა, მაგრამ თეკომ არ მისცა ამის
საშუალება.
__ შეეშვი გიო, არ ღირს უკან გაყოლა. __ თეკომ მკლავში ხელი მოჰკიდა. გიო
გაჩერდა. რამდენიმე წამის განმავლობაში ნერვიულად ათამაშებდა თითებში
ჩარჩენილ ამწვარ სიგარეტს.
__ კაი. იქნებ შესძლო და დააწყნარო. მე ამ გოგოებს გავაცილებ და წავალ. __
გიო ისევ გაჩერდა, თავი ზევით ასწია, თეკოს თვალებში ჩახედა და ჰკითხა, __
იქნებ არ იყო საჭირო თქვენს ცხოვრებაში ჩემი ხელახლა გამოჩენა?
__ რა სისულელეა... ეგ აზრი ამოიგდე თავიდან. შენ ყოველთვის სასურველი
სტუმარი ხარ ჩვენს ოჯახში, აი ნახავ დედაჩემსაც როგორ გაუხარდება შენი
დაბრუნება. __ თეკომ გოგოებს შეხედა და განაგრძო, __ ამ გოგოებს მიცილება აღარ
სჭირდებათ, ისინიც აქ ცხოვრობენ. __ მადლობა გადაუხადა მოცილებისთვის,
დაემშვიდობა და ისიც კიბეებს აუყვა, მაკამ და ანიმაც მადლობა გადაუხადეს,
დაემშვიდობნენ დასახლისკენ შებრუნდნენ, გიოს გულში კი მიძინებულმა გრძნობამ
დაიწყო ხელახლა გამოღვიძება, რაც შიშის ზარს სცემდა.

              *   *   *   *   *   *   *   *   *   *
  ამ ამბის მერე, გიო ისევ გაუჩინარდა. თითქმის სამი თვე იყო გასული, ის
კი არსად ჩანდა. იმ დღეს ისე მოულოდნელად გამოჩნდა და გაუჩინარდა სალომეს
ცხოვრებაში, თითქოს მოჩვენება ყოფილიყო. მაგრამ სალომე იმედს არ ჰკარგავდა
და ბოლომდე სჯეროდა იმის, რომ გიო კიდევ დაბრუნდებოდა და იმ დღეს ყველა
ტანჯვას ბოლოს მოუღებდა, ან პირიქით, ყველაფერი გაუარესდებოდა. ყოველ
შესვენებაზე, გარეთ გამოსული, პირველი იმ სკამისკენ იყურებოდა, სადაც სამი თვის
წინ მოულოდნელად გამოჩენილი გიო იჯდა. დღის ბოლოს სახლისკენ მიმავალიც
იმაზე ოცნებობდა, რომ აუცილებლად გამოჩნდებოდა, გულში ჩაიკრავდა და ეტყოდა,
რომ სიგიჟემდე უყვარდა, რომ მის გარეშე სიცოცხლე აღარ შეეძლო და ბოლოს
მოუღებდა მის ტანჯვას, მაგრამ უშედეგოდ, გიო არსად ჩანდა. სახლში მისული კი
ოთახში იკეტებოდა და საათობით ტიროდა.
  იმ დღეს სალომე ცუდათ გახდა, ნერვიულობას გაციებაც დაემატა და
წამოდგომა და სასწავლებელში წასვლა ვეღარ შესძლო. თეკომ წასვლისას დის ოთახში
შეიარა, დაემშვიდობა და წავიდა. ერთ-ერთ შესვენებაზე გარეთ გამოსული
დაქალებთან საუბრობდა, როდესაც მასთან მისი კურსელი, ვაჟა გუჯეჯიანი მივიდა.
__ თეკო, შენთან სალაპარაკო მაქვს!
__ მაპატიე ვაჟა, დღეს არ შემიძლია. გპირდები ხვალ, ან ზეგ აუცილებლად
შეგხვდები და რაზეც გინდა იმაზე ვისაუბროთ.
__ შენ არავინ გეკითხება! წამხვალ და ვილაპარაკებთ, ისედაც დიდი ხანი
გელოდე. __ ვაჟა თეკოს უარმა აშკარად გააღიზიანა.
__ არა ვაჟა, დღეს არა, ხომ გითხარი დღეს არ შემიძლია. ხვალ ან ზეგ
ვილაპარაკოთ.
__ ხვალ უკვე ჩემი ცოლი უნდა იყო! __ ვაჟამ ირონიულად ჩაიცინა, მერე ხელი
მაჯაში მოკიდა და გასასვლელისკენ დაუპირა წაყვანა.
__ ხელი გაუშვი! __ ზურგს უკან მკაცრი ტონით ნათქვამი სიტყვები ჩაესმა.
თეკოს ხელი გაუშვა და შემოტრიალდა. მის წინ სრულიად უცნობი მამაკაცი იდგა,
რომელსაც ყინულივით ცივი თვალები ჰქონდა
__ გიო აქ საიდან გაჩნდი? __ თეკოს გიოს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.
__ შენ ვინ ხარ? __ ვაჟამ უცნობი, გამომცდელი თვალებით შათვალიერა.
__ ეს პირველი და უკანასკნელი უნდა იყოს შენთვის! __ გიოს ხმის ტონი და
მზერა არ შეუცვლია.
__ შენ ვინ ხარ, ჩემს შეყვარებულთან შეხვედრა და საუბარი ამიკრძალო?...
ჩემი გოგოა და... __ ვაჟას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გიომ არ
დაასრულებინა.
__ შენი?... ხომ ვერ მეტყვი რომელ ლატარიაში მოიგე? იქნებ მეც გამიმართლოს
და მეც მოვიგო. __ გიომ ცინიკური მზერა ესროლა, ვაჟას არ ესიამოვნა მისი
დამცინავი ტონი და ხმას აუქია.
__ შენ აზრზე ხარ ვის ელაპარაკები?... ეს გოგო მე მიყვარს და შენ არავი
გეკითხება მე როგორ მოვექცევი! __ ვაჟამ იმხელაზე იყვირა, რომ მთელს
სასწავლებელს მოედო მისი ყვირილი და სეირის მოყვარულებიც უმალ მოგროვდნენ. გიო
რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმად იდგა და გამყინავი თვალებით ბურღავდა
ვაჟას. ბოლოს, იმაში დარწმუნებულმა, რომ მისმა მზერამ რაღაც გავლენა
მოახდინა ვაჟას ფსიქიკაში, ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩუმად ჩასჩურჩულა.
__ არ ვიცი და არც მაინტერესებს ვინ ხარ! შენ ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი
მოკვდავი ხარ! __ ვაჟას, მისმა გამყინავმა ხმამ და არაპირდაპირმა მუქარამ
შიშის ზარი დასცა, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაურბინა და შესამჩნევად
აკანკალდა. გიო თეკოს მიუახლოვდა, ხელი მოხვია და ხმამაღლა განაგრძო. __ ყველას
გასაგონად ვამბობ, ეს გოგო ჩემი დაა! დღევანდელი შემთხვევა პირველი და
უკანასკნელი უნდა იყოს, დღეის შემდეგ არავინ აღარ აწყენინოს თეკოს, სალომეს
და მათ მეგობრებს. მე ვერავის დავუშლი მის შეყვარებას და მასთან სიახლოვეს,
მაგრამ არა ისე, როგორც ვაჟა ცდილობდა მისი სიყვარულის მოპოვებას, ეს
ყველას ძვირად დაგიჯდებათ! __ ბოლო სიტყვები კბილებს შუა გამოსცრა. ამ
სიტყვებმა ყველა მიახვედრა, რომ მისი ნათქვამი ანგარიშგასაწევი იყო და ამ
სიტყვების უკან, უდიდესი ძალა იმალებოდა. იქ შეკრებილ ახალგაზრდებს თვალი შეავლო
და ყველას გასაგონად იკითხა, _ ყველაფერი გასაგებია? __ მაგრამ ხმის
ამოღება ვერავინ ვერ შესძლო. __ ამბობენ, დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ესეიგი
ყველასთვის ყველაფერი გასაგებია, ძალიან კარგი. __ მერე შებრუნდა, ვაჟას
მიუახლოვდა და უთხრა. __ შენ დღეს იმან გადაგარჩინა, რომ არ ვიცი, თეკოს
უყვარხარ თუ არა, ამიტომაც დამთავრდა შენთვის ყველაფერი სასიკეთოდ. __ გაჩერდა
და სიგარეტს მოუკიდა. თეკოს შეხედა, რომელიც მათგან მოშორებით იდგა და
მათი საუბარი არ ესმოდა. რამდენიმე ღრმა ნაფასი დაარტყა, მერე ვაჟას შეხედა
თვალებში და განაგრძო, __ მე შემიძლია ამ ამაბავს აქვე დავუსვა წერტილი და
საბოლოოდ ჩამოგაშორო მას, მაგრამ არა! ერთ შანსს მოგცემ შენი შეცდომის
გამოსასწორებლად, ამას როგორ მოახერხებ, შენ უნდა მოიფიქრო! არამგონია თეკოს
უყვარდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს არ გეტყოდა საუბარზე, და თუ მართლა
არ უყვარხარ, ის არც არასდროს შეგიყვარებს. ამიტომ გირჩევ დაანებო თავი,
დაივიწყე! ეს შეიძლება ისევ შენთვის აღმოჩნდეს დამღუპველი, მეორედ ერთ
მაღალ სიტყვასაც აღარ შეგარჩენ... წადი! __ გიომ საუბარი დაასრულა, შებრუნდა
და თეკოსკენ გაემართა. ვაჟა რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმად უყურებდა
თეკოსკენ მიმავალ გიოს, მერე შებრუნდა და წავიდა.
  თეკოს, გიოს სახის დანახვისას გაკვირვება არ დაუმალავს. ის გიო,
რომელიც რამდენიმე წუთის წინ, გაქვავებული სახით და გამყინავი მზერით იდგა მის
წინ, სადღაც გამქრალიყო. მის თვალებში მრისხანება სევდას და ნაღველს
შეეცვალა.
__ მთელი ჩემი ცხოვრება, “ნაძალადევი” სიყვარულის წინააღმდეგი ვიყავი,
ამიტომაც გავქრი სალომეს ცხოვრებიდან. __ გაჩერდა, თეკოს თვალებში შეხედა და
კითხვით მიმართა, __ გიყვარს?
__ არა, რა სისულელეა. უბრალოდ მეგობრები ვიყავით. ორი თვის წინ მითხრა
მიყვარხარ და შენიდანაც იგივე უნდა მოვისმინოო. ვუთხარი, როგორც მეგობარს,
გაფასებ და პატივს გცემე მეთქი, მაგრამ როგორც ასეთი, მიყვარდე, ან რაიმე
იმედი მოქცე, მომავალში შეგიყვარებ, მაგის იმედი ნუ გექნება მეთქი.
__ რა რეაქცია ჰქონდა?
__ გაიცინა და მითხრა, შენ არავინ გეკითხება გიყვარვარ თუ არა, მთავარია
მე მიყვარხარო. მერე ისიც მითხრა, შენ მარტო ჩემი ხარ და ჩემი გახდებიო,
ვიფიქრე ხუმრობსმეთქი, მაგრამ... __ თეკოს აღარ დაუმთავრებია.
__ ნუ გეშინია. ესეთი რამ, დამიჯერე მომვალში აღარ განმეორდება. თუ
განმეორდა, იცის რაც მოუვა. მიხვდა, რომ არ ვხუმრობ! __ გიო გაჩერდა, თეკოს
შეხედა და უთხრა, __ თეკო სალაპარაკო მაქვს.
__ წამოდი სკამზე ჩა,ოვსხდეთ. __ თეკო შებრუნდა და ხის ქვეშ მდებარე,
გრძელი სკამისკენ გაემართა. __ გისმენ!
__ თეკო, სასწაულების გჯერავს? __ თეკომ პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა. __
არ გჯერავს ხო?... აქამდე არც მე მჯეროდა, მაგრამ ისეთი რაღაც მოხდა, რომ
მინდა, არ მინდა უკვე მჯერავს.
__ აღარ იტყვი რა მოხდა? __ თეკოს ასეთი საუბრის დაწყება არ მოეწონა. ვერც
იმას ხვდებოდა რის თქმა უნდოდა ამით. გიომ თავი ძირს დახარა, არაფრის
მთქმელ მიწასა ჩააშტერდა და განაგრძო.
__ გახსოვს ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, რომ მოგიყევი ჩემი აქეთ-იქით
მოგზაურობის ამბავი? __ თეკოს შეხედა, მან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. __
ის თუ გახსოვს “გიოს” სიკვადილს ამბავი რომ მოგიყევი? __ თეკომ ამჯერადაც
თავი დაუქნია. __ მაშინ ვთქვი, “გიოს” დაკრძალვის დღეს, უცნობი კაცი მოვიდა
და მითხრა, რომ შესაძლებელი იყო მისი მკვდრეთით აღსდგომა, და ეს ერთადერთ
შემთხვევაში მოხდებოდა. მას მერე თითქმის ორი წელი გავიდა და მხოლოდ ეხლა
მივხვდი, რას შეეძლო მისი გაცოცხლება. ეს მაშინ მოხდებოდა, როცა “გიო”
იგრძნობდა ნამდვილ სიყვარულს, სიყვარულს მაგრამ არა რიგითი გამვლელის, არამედ
სიყვარულს იმის, ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, და შენ კარგად იცი ვინც
არის ეს ადამიანი! __ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და განაგრძო. __ ის
გაცოცხლდა, გაცოცხლდა მხოლოდ იმიტომ, რომ მან იგრძნო იმ ადამანის
სიყვარული, სხვა შემთხვევაში ის ვერ გაცოცხლდებოდა!
__ როგორც მივხვდი, “გიო” რომელიც შენ პარიზში დამარხე, შენი სიყვარული
იყო. სახელი “გიო” კი პირობითად დაარქვი? __ გიოს არაფერი უპასუხია, მაგრამ
თეკოსთვის ყველაფერი ნათელი იყო. __ რა იცი რომ გაცოცხლდა?
__ ვიცი თეკო, ვიცი. ის ისევ ჩემშია, ისევ მღრღნის შიგნიდან, მოსვენებას
არ მაძლევს. არ შემიძლია იმის ენით გადმოცემა, რასაც განვიცდი... ეს
სასინელებაა, და ამ დროს სასიამოვნოც...
__ რატომ არ ეუბნები? ან ის რა იყო, მოჩვენებასავით რომ გამოჩნდი და გაქრი
ისევ?
__ ჩვენი ბოლო შეხვედრის მერე, აღარ ჩავთვალე საჭიროდ გამოჩენა... აღარ
მინდოდა მისთვის გული მეტკინა...
  თეკოსთან საუბრის შემდეგ, თითქმის სამი კვირა იყო გასული. თბილისში
ციოდა და საშინლად წვიმდა. გიო თბილისიდან სოფელში აპირებდა დაბრუნებას. ის
იყო რუსთაველის უკან მოტოვებას აპირებდა, რომ საპირისპირო მხრიდან მომავალი
სალომე შენიშნა. მანქანის სარკეში გაიხედა, უკნიდან მანქანა არ მოსდევდა,
არც საპირისპირო მხრიდან იყო მოძრაობა. გაზის სატერფულს ბოლომდე დააწვა და
მანქანა საბურავების წივილით მოსწყვიტა ასფალტს, ადგილზე რკალი შემოხაზა
და საპირისპირო მიმართულებით გაუყვა გზას.
  სალომეს, მუქი ლურჯი “ბმვ”-ს დანახვამ, რომელიც მის ფეხებთან გაჩერდა,
შიში მოჰგვარა, მაგრამ მას შემდეგ რაც მანქანიდან გიო გადმოვიდა, შიში
სიხარულმა შეცვალა.
__ სალი, ამ წვიმაში აქ რას აკეთებ? __ გიომ მანქანის კარები გახსნა და
მანქანაში ჩასვა, მერე თვითონაც მანქანას შემოუარა და საჭეს მიუჯდა.
__ მასწავლებელთან ვიყავი. ხომ იცი თუ არ ისწაცლი, დღევანდელ ცხოვრებაში
ძნელია რამეს მიაღწიო. __ მანქანის სალონში გამეფებულმა სითბომ და მყუდრო
გარემომ, სასიამოვნო შეგრძნება მოჰგვარა. გიომ მანქანის ძრავა ჩართო და
სალომეს სახლისკენ გაემართა.
  სახლამდე მისვლას, თითქმის თხუტმეტი წუთი დასჭირდა. მთელი ამ დროის
განმავლობაში, ხმა არცერთს არ ამოუღია. ერთმანეთისთვი ბევრი რამ ჰქონდათ
სათქმელი, მაგრამ ვერცერთი ვერ ახერხებდა საუბრის დაწყებას. მანქანა კორპუსს
მიუახლოვდა და სადარბაზოსთან შეჩერდა. წვიმამ უფრო მოუმატა და მსხვილი
წვეთებით ეხეთქებოდა მანქანის მინას.
__ მოიცადე, ცოტა გადაიღოს და მერე აგაცილებ სახლში, ეხლა დასველდები. __
ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მაგრამ გადაიფიქრა მოწევა, სალომეს შეწუხებას
მოერიდა. გრძნობდა ეხლა საუკეთესო დრო იყო ყველაფრის სათქმელად და
გასარკვევად, მაგრამ საუბრის დაწყებას ვერ ახერხებდა. ბოლოს მანქანის მინას
შეხეთქებულ წვიმის წვეთებზე შეაჩერა მზერა და დაიწყო. __ იცი რატომ წვიმს ესე
ძლიერად?... იმიტომ, რომ ზეცას პირი არა აქვს და თავის სათქმელს წვიმის
წვეთებით გვეუბნება, წვეთებით რომელიც მისთვის ცრემლებია. ხედავ დღეს ძალიან
წვიმს, ზეცა ბევრ ცრემლ ღვრის, ესეიგი სადარდებელიც ბევრი აქვს.
__ შენ გააქვს სათქმელი? __ სალომემ ეს სიტყვები ისე წარმოსთქვა, არც
დაფიქრებულა, მაგრამ არ უნანია, რადგან ისიც ხვდებოდა, ყველაფერი დღეს უნდა
გარკვეულიყო.
__ სალომე, გულახდილად მიპასუხე... გიყვარვარ? __ გიო შებრუნდა და
თვალებში ჩახედა, თითქოს ცდილობდა მის თვალებში იმის დანახვას, რაც შემდგომში
საუბრის გაგრძელების საშუალებას მისცემდა. სალომე რამდენიმე წუთის
განმავლობაში ჩუმად უყურებდა გიოს თვალებში, მერე უკან გადაიწია, მანქანის სავარძელს
მიეყრდნო და აცრემლებული თვალები მოწმინდა.
__ კი გიო. სიგიჟემდე მიყვარხარ! __ გიო შებრუნდა და მანქანის სავარძელს
მიეყრდო, ნერვებს ვეღარ გაუძლო, კოლოფიიდან სიგარეტი ამოაძვრინა და
აკანკალებული ხელით მოუკიდა.
__ მე ვიცი, რომ შენ შეყვარებული არასდროს გყოლია, ჩემს გარდა. ის ბიჭიც,
პარკში რომ გამაცანი, შენი საუკეთესო მეგობარი იყო და არანაირი გრძნობა არ
გაკავშირებდათ ერთმანეთთან, მეგობრობის გარდა. დღემდე ვფიქრობ და ვერ
მივმხვდარვარ, რატომ მკარი ხელი? რაცომ მიეცი საშუალება ჩვენს შორის უსასრულო
ლოდინი ჩამდგარიყო?
__ მეშინოდა მაშინაც და ეხლაც მეშინია...
__ გეშინია?... კი მაგრამ ვისი, ან რისი? __ გიოს წარმოდგენა არ ჰქონდა რა
შეიძლება ყოფილიყო სალომეს შიშის მიზეზი.
__ შენი დაკარგვის!
__ ჩემი დაკარგვის? __ გიო იმდენად გააოცა სალომეს ნათქვამმა, იფიქრა
მომესმაო. __ შენი საქციელით უკვე დამკარგე სამი წლის წინ, თუმცა დღემდე
გაუგებარია, რატომ და რისთვის, მითუმეტეს თუ გიყვარდი. დღეს კი მეუბნები
მეშინოდაო. მაშინ მეგონა ჩემი ავადმყოფობა იყო ჩვენი დაშორების მიზეზი, მაგრამ
ვიცი რომ გიყვარდი და ამის შესახებაც იცოდი, ამიტომ გამოვრიცხე ეგ ვერსია.
__ გიო გაჩერდა, ღრმად ამოისუნტქა და განაგრძო. __ სალომე, მინდა ვიცოდე
რეარული მიზეზი, რის გამოც ჩვენს სიყვარულზე უარი სთქვი, რამ შეგაშინა?
  სალომე რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ჩუმად და ძალას იკრეფდა, რომ
ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა. გიო მოთმინებით ელოდა როდის დაიწყებდა
საუბარს და ყველაფერს ფარდა აეხდებოდა. ხვდებოდა რაღაც სერიოზულის სათქმელად
ემზადებოდა და ძალას არ ატანდა.
__ ვიცი ამ ყველაფრის შემდეგ, რასაც დღეს ჩემგან მოისმენ, შეიძლება კვლავ
დაგკარგო, ოღონდ ამჯერად სამუდამოდ, მაგრამ მაინც გეტყვი, აღარ შემწევს
ძალა ამხელა ტვირთის სათრევად. უნდა მოვიხსნა, თორემ ვგრძნობ აღარ შემიძლია.
__ გაჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო. __ გახსოვს ჩვენს დაშორებამდე
ხუთი თვით ადრე ცუდათ რომ გავხდი? __ გიოს რამდენიმე წამი დასჭირდა იმ
დროის აღსადგენად, როცა სალომე თითქმის ერთი თვე სახლიდან არ გამოსულა,
საწოლს იყო მიჯაჭვული და ექიმი გატოკებასაც კი უკრძალავდა.
__ კი...
__ გავცივდი და საწოლად ჩამაგდო. თავიდან უბრალო გაციება მეგონა და
ვფიქრობდი გამივლიმეთქი, მაგრამ ყველაფერი გაცილებით უარესად იყო. ორი კვირის
შემდეგ უფრო დავსუსტდი, იძულებული გავხდი ექიმს გავესინჯე. სახლში მოსულმა
ვერაფერი გამიგო, საავადმყოფოში დაწოლა და გამოკვლევების ჩატარება მირჩია,
დედაჩემიც დაჟინებით მოითხოვდა ამას. ანალიზების პასუხში საგანგაშო და
სიცოცხლისთვის საში არაფერი ყოფილა, მაგრამ იყო ის, რამაც შენი თავი ერთხელ
უკვე წამართვა და შესაძლოა მეორედაც იგივე მოხდეს. __ სალომე გაჩერდა,
უჭირდა ყველაზე მთავარი ეთქვა გიოსთვის. შესაძლებელი იყო ბოლო წამებს ატარებდა
მასთან და ცდილობდა რაც შეიძლება გაეწელა ეს დრო. გიომ ნიკაპზე ხელი
მოჰკიდა, თავი ზევით ააწევინა, თვალზე მომდგარი ცრემლი თბილი ხელისგულით
მოსწმინდა და ჰკითხა.
__ რა არის სალო, რა არის ისეთი რის თქმასაც ვერ ბედავ?
__ გიო, მე შვილი არასდროს არ მეყოლება! __ სახე ხელებიდან გამოაცალა,
შებრუნდა
((8))
ნომერი პირველი სამშობიარო სახლის მოსაცდელში გაწყობილ საკამებზე
25-27წლის ბიჭი და 4წლის გოგონა ისხდნენ.ბავშვის ცისფერ თვალებში გაურკვევლობის
შიში ჩანდა,მაგრამ თვითონ წყნარად იჯდა,რათა მამა არ შეეწუხებინა.მამამისი
კი ვერ ამჩნევდა მის გარშემო მოსიარულე მედდებსა და ექიმებს,და ვერც შვილის
ხელს ვერ გრძნობდა,რომელიც თავის დიდ ხელებში მოემწყვდეოდა და ეფერებოდა. მხოლოდ მაშინ მოეგო გონს,როცა პატარამ ხმა ამოიღო.
-მამიკო რატომ ტირი?!...
უცაბედმა კითხვამ დააბნია,ვერ გაიგო ვინ უსვამდა შეკითხვას.როცა სახეზე
ცრემლი იგრძნო,შვილისკენ მიიხედა და მიხვდა რომ პატარა განიცდიდა მამის
უყურადღებობას.
-მოდი ჩემთან.
მამამ გოგონა მუხლებზე დაისვა,შუბლზე აკოცა და თვალებში ჩახედა.ასეთივე
თვალებით უყურებდა ნინო მას,როცა ცოლობა სთხოვა.დაბნეული, შეკითხვითა და
სიყვარულით სავსე თვალებით.ზუსტად იმავე თვალების სინათლემ უპასუხა გურამს
საბედისწეროდ დასმულ კითხვაზე .
-მამიკო....
-ჰო,სიცოცხლე...
-რატომ ტირი?..
-იმიტომ,რომ დედიკო მალე დაიკოს ან ძამიკოს გაგიჩენს..
ბავშვს გაუხარდა და-ძმის ხსენება.
-მალთლა მეყოლება ძმა?
-ან და ...ჰო გენაცვალე გეყოლება.
-მალე მეყოლება?
-მალე...
-მალე,მალე?..სულ მალე?...
-ჰო,თათა მალე...სულ მალე...
საუბარი სამშობიარო ბლოკიდან გამოვარდნილი ექიმის უფერო სახემ
შეაწყვეტინა. ქალბატონ თაგვაძის მზერამ გურამი შეაშფოთა.ბავშვი სკამზე დასვა,თვითონ
კი ექიმს მიუახლოვდა..
-ხომ გავაფრთხილე?..რატომ არ დამიჯერეთ?...
გაურკვეველმა კითხვამ შიშის გრძნობა გაუჩინა გურამს.რა შუაში იყო ამ დროს
ეს შეკითხვები? ეს ვერ გაეგო მოსაცდელში მოყურყუტე ქმარს.ექიმი კი
აგრძელებდა შეკითხვების დასმას.
-ხომ გაგაფრთხილეთ არა?!...
-ვერ გავიგე...რა მაფრთხილეთ?!..
-როგორ თუ რა?...გურამ ,შენ რა,არ გესმის რას ვამბობ?!..
-მართალი რომ გითხრათ--არა!
-ნინოს ვუთხარი რომ მეორე ბავშვის გაჩენის იმედი არც უნდა ჰქონოდა...
-რატომ?..რაშია საქმე?!.
თაგვაძე გაჩერდა,მიხვდა რომ გურამი ძალიან შეაშინა და რომ მან არაფერი
იცოდა. ექიმმა ახალგაზრდას დამშვიდება სთხოვა.სკამზე დაჯდა და გურამიც
მიიწვია.
-გურამ,იცით თქვენი მეუღლის სისხლი არის რეზუს უარყოფითი.როცა ქალის
სისხლის ჯგუფი რეზუს უარყოფითია,მან მეორე ბავშვის გაჩენა აღარც უნდა
ცადოს,რადგან ან თვითონ დაიღუპება ან ბავშვი დაიბადება ავადმყოფი.ყოველ
შემთხვევაში,ქალი მიდის სასიცოცხლო რისკზე.თქვენი მეუღლე კი,როგორც იცით,სუსტი
ორგანიზმის პატრონია.ხომ გახსოვთ პირველმა მშობიარობამ რა ძიმედ ჩაიარა?!.ახლა კი 100%-დან გადარჩენის შანსი 20-30%-ია.რა ვქნა
გურამ?...ბავშვი თუ ნინო?
გურამი გაოგნებული უსმენდა.ახსოვდა,როგორ გაჩნდა თათა, 10საათი გაატარა
სამშობიაროს მოსაცდელში და როგორც იქნა,შობის გამთენიისას აცნობეს გოგოს
დაბადება.ახსოვს როგორი დამნაშავის თვალებით დახვდა ნინო პალატაში,ბავშვით
ხელში.
-შენ კი ბიჭი გინდოდა.
რომელი ბიჭი?გურამს სულ გაუქრა ბიჭის მამობის სურვილი,როცა ვარდისფერ
ქსოვილში გახვეული თეთრი სახე დაინახა.
ახსოვს,როგორი მადლიერი თვალებით უყურებდა ნინო,როცა თავის სიცოცხლეში
პირველად დალია ღვინით სავსე ყანწი ბავშვის სადღეგრძელოთი.
-ჩემს \"ვაჟკაც\" გოგოს გაუმარჯოსო.
ბავშვი თუ ნინო?...ახსოვს,როგორ ეფერებოდა ბოლო დღეებში ნინო მუცელს და
გურამს სთხოვდა:-ბიჭს გაგიჩენ და რამე რომ მომივიდეს,ხომ არ მიეცემი
დარდს?..ხომ მიხედავ ორივეს?...
-კი,მივხედავ.
გურამი მიდიოდა და შუბლზე კოცნიდა.თან აწყნარებდა,ეგონა მშობიარე ქალის
შიშებიაო.აბა,რა იცოდა თუ ასე სერიოზულად იყო საქმე?!..
-გურამ...
-ჰა..
-მიპასუხე...
-რაზე?
-ბავშვი..თუ ნინო?..
-ნინოს ჰკითხეთ?
-მან ბავშვი აირჩია!..
-მაშ..მე ნუღარ მეკითხებით.
ექიმი თაგვაძე სამშობიაროს ბლოკში დაბრუნდა.გურამმა თავი ხელებში ჩარგო და
უსაშველო ბღავილს მოჰყვა.დიახ,ამას ტირილი არ ერქვა.ის ვერ ტიროდა და ვერ
ყვიროდა,გურამი დაჭრილი ვეფხვივით ბღაოდა.
პატარა თათას,ამის შემყურეს,თეთრ სახეზე ცრემლები სცვიოდა.იგი ნელა
მიუახლოვდა გურამს.მის გვერდით მგდარ სკამზე მუხლებით დადგა და პატარა ხელები
შემოხვია თავზე.გურამმა იგრძნო ბავშვის სითბო და გულში ჩაიკრა,ისე
მაგრად,თითქოს მის წართმევას უპირებენ და იჭერსო.თათა კი წყნარად იჯდა მამის
მუხლებზე და ცრემლიანი სახე მის მკერდში ჩაემალა.
ასე ისხდნენ კიდევ ერთი საათი.უკვე სამი საათი იყო,რაც ნინო აქ
იმყოფებოდა.გურამმა მძინარე თათა ერთ-ერთ მედდას გააყოლა დასასვენებელ ოთახში,რადგან
შეეცოდა ბავშვი-\"ცოტას მაინც დაიძინებსო!\"
თითქოს ცოტა ჩაწყნარდა,მიენდო ნინოს მიერ გამოტანილ განაჩენს,მაგრამ სული
მაინც აფორიაქებული ჰქონდა.ნინო,მისი ერთადერთი სიყვარული,მისი პირველი
შვილის დედა,მისი მეგობარი,მისი სიცოცხლე,როგორ დაეთმო?!..
გურამს ნინოს სიტყვები უტრიალებდა გონებაში-როცა რაიმე არ გამოვიდოდა,ის
იტყოდა:\"ასეთია ჩვენი ბედიო!\"
\"ჩემი ბედი ძალიან მძიმეა!..\"-გაიფიქრა გურამმა.
ფანჯარაში უკუნითი ღამე ჩანდა.ცაზე ვარსკვლავები არ იყო,მხოლოდ და მხოლოდ
ახალი მთვარე ანათებდა სამშობიაროს ეზოს შემოსასვლელს.
რამდენჯერ გაუთევიათ ღამე და ვარსკვლავებისთვის უთვალთვალიათ.ნინოს ოცნება
ჰქონდა:\"როცა მოვკვდები,მინდა ვარსკვლავად ვიქცე.უბრალო ვარსკვლავად კი
არა,ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად,რომ შენ ადავილად მცნობდეო..\"
-კვეზერელი!...
გურამი ახალგაზრდა მედდისკენ შემობრუნდა,რომელიც მას უღიმოდა.
-დიახ!...
-ბიჭია,გილოცავთ.
-რატომ?!..
გოგონა დაიბნა,არ ელოდა მისგან ასეთ რეაქციას.ეგონა,რომ ბიჭის დაბადებით
გახარებული მამა მახარობელს დაასაჩუქრებდა.ის კი,მილოცვის მიზეზს ეკითხება.
-როგორ თუ \"რატომ\"?თქვენ ხომ გვარის გამგრძელებელი შეგეძინათ?!...
-ხო,გმადლობ...ნინო?!..
-თქვენი მეუღლის ამბავი კი არ ვიცი.
მედდას საჩუქრისთვის არც დაუცდია ისე გაბრუნდა და წავიდა.გურამს მისი
აჩქარებული სიარული არ მოეწონა.ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
-გისმენთ.
-სად ხარ ბიჭო?დედამ ამიკლო:\"მთელი საღამო როგორ არ არიან სახლშიო!..\"
სად ხარ და მობილური რატომ გქონდა გამორთული?
გურამი არც აპირებდა ტელეფონის ჩართვას,უბრალოდ საათი აინტერესებდა.
-სამშობიაროში ვარ.
-როგორ ...უკვე?..გააჩინა?..ახლავე მოვდივარ!..
-არა,ნიკუშ არ არის საჭირო.
-რას ნიშნავს \"არ არის საჭირო\"?ბიჭო,ძმისშვილი უნდა დაიბადოს და მე მანდ
არ ვიყო?..გიჟი ხარ რა!..ნერვიულობ ალბათ..არაფერია,მოვდივარ..
ნიკამ ტელეფონი გათიშა,გურამს არავის ნახვის თავი არ ჰქონდა.ახლა უფრო
ნერვიულობდა,რადგან არ იცოდა ნინოს ამბავი.
-მამიკო...
თათას ნამძინარევი ხმა ჰქონდა.ნელა მივიდა მამამისთან და დაელოდა მის
რეაქციას.გურამმა ჩაიმუხლა,თათა ხელში აიყვანა და მაგრად აკოცა.
-მამიკო..მამიკო,შეხედე!..
გურამიმ თათას გაშვერილი თითის გასწვრივ გაიხედა,რომელიც ცის მხარეს იყო
მიმართული და შავ ცაზე,მთვარის გვერდით,უცნაურად მბრწყინავი ვარსკვლავი
დაინახა,რომელიც მის სულს სითბოს ჰფენდა.
თათამ მამამისს ყელზე ხელები შემოაჭდო,ლოყაზე აკოცა და ჰკითხა:
-მამა,დედიკო სად არის?!...
ზაზას არ შეეძლო გაეაზრებინა,რომ მან,ოჯახის კაცმა,ასეთ რთულ
მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.ამის გააზრება შეუძლებლად მიაჩნდა,მაგრამ ეს ნამდვილად
ხდებოდა.თეა მის წინ მუხლებზე იდგა და ოჯახის მიტოვებას სთხოვდა.ზაზასნაირი
კაცისთვის კი ცოლისა და პატარა შვილის მიტოვება წარმოუდგენელი იყო.რა
ვუყოთ,რომ მან თავი დაკარგა თეას გამო?!რა ვუყოთ,რომ სიგიჟემდე უყვარს თეა?!მას ხომ ოჯახი ჰყავს.ოჯახი კი ყველაზე წმინდაა მისთვის.ზაზა
კი ამ სიწმინდეს.ერთი პატარა შეცდომის გამო არ დაანგრევს.
მაგრამ თეა?!ის ხომ ჯერ მხოლოდ ჩვიდმეტისაა?!ესმის,რომ აბსურდია ზაზასთვის
ოჯახის მიტოვების თხოვნა!ესმის რომ მშობლები ისედაც ნერვიულობენ იმის
გამო,რომ მათ ქალიშვილს ცოლიანი კაცი უყვარს და იმის გაგონებაზე,რომ თეა ამ
კაცზე გათხოვებას ფიქრობს,ხომ სულ გაანადგურებს მათ.მაგრამ თეას ხომ
უყვარს?!უყვარს და არ სურს მის ბნელ ცხოვრებაში შემოსული სიცოცხლის სხივი დაკარგოს,მაგრამ ზაზა...ზაზას რა უნდა?!..თეას ეს არ
აინტერესებს.თეას მხოლოდ ზაზას გვერდით ყოფნა სურს,მხოლოდ მის გვერდით.
-კი,მაგრამ რას მთხოვ თეა ხვდები?
-ვხვდები! მინდა რომ ცოლს გაეყარო და ჩემთან იყო...გესმის?!...ჩემთან!
-თეა შენ მე ოჯახის მიტოვებას მთხოვ,ბავშვის მიტოვებას!
-მერე რა,მამაც გასცილდა დედას,მაგრამ მე ხომ მხვდება ხოლმე?!
-და შენ ეს მოგწონდა ან ახლა მოგწონს?!ხომ ამბობდი : \"მშობლები ერთად რომ
ყოფილიყვნენ,ბედნიერი ვიქნებოდიო\"?!შენნაირი ბედი გინდა ჩემს შვილს
ჰქონდეს?
-არა...არა!...მე მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა გესმის?!...შენთან
ყოფნა!მიყვარხარ,ხომ იცი არა?!
-მეც,მაგრამ მე ოჯახი მყავს თეა...თეიკო...
-მე კი არავინ..მე მარტო ვარ და მხოლოდ შენ გიყვარვარ ...ზაი,ხომ
გიყვარვარ?
თეა ატირდა და მის ფეხებს შემოეხვია.ზაზამ ფეხზე წამოაყენა და ჩაეხუტა.
-მიყვარხარ თეიკო,მიყვარხარ,მაგრამ...
ამ სიტყვების გაგონებაზე თეა გაბრაზებული მოშორდა ზაზას.
-არა!...არავითარი \"მაგრამ\" ერთხელ და სამუდამოდ მითხარი:მიატოვებ ცოლს
და ჩემთან დარჩები?
-თეიკო...
-მიპასუხე!ჩემთან დარჩები თუ შენს ოჯახთან?
ზაზა უყურებდა თეას და ვერ გაეგო რატომ ყოყმანობდა.მან ხომ იცოდა,რომ
ოჯახს აირჩევდა,მაგრამ თეას დაკარგვა არ უნდოდა.რა კარგი იყო ის დრო,როცა თეა
ასეთ ულტიმატუმებს არ აყენებდა.ახლა კი,უნდა აირჩიოს.
ზუსტად 10წუთი ლოდინის შემდეგ,ზაზამ გადაწყვიტა და თეამაც ის პასუხი
მიიღო,რასაც მოელოდა:
-ოჯახთან!
თეა ნამდვილად მოელოდა ამ პასუხს,მაგრამ იმედი მაინც ჰქონდა და ამ პატარა
იმედის გაქრობასთან ერთად თვალზე ცრემლიც გაუქრა.მხოლოდ ესღა უთხრა ზაზას:
-მიყვარხარ უზომოდ,მაგრამ განანებ.
ისე უცებ გაქრა თეა,რომ ზაზამ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა.გვიან საღამოს
დაბრუნდა სახლში.ისეთი გრძნობა ჰქონდა,რომ თეა ზღაპარი იყო,რომელიც გაქრა.
ზაზამ ბავშვი დააწვინა და კვლავ თეაზე ფიქრი დაიწყო.იხსენებდა ყველაფერ
კარგს.ყველაზე ხშირად კი იმ თამაშს იხსენებდა,რომელსაც ზაზა და თეა
თამაშობდნენ ხოლმე.თამაშს \"ბოლო გაჩერება\" ერქვა და ზაზას ეს თამაში თეამ
ასწავლა.ქუჩაში სეირნობისას დაიწყებდნენ ხოლმე: ბოლო გაჩერება...და პირველივე
დანახულს ამატებდნენ:ბოლო გაჩერება მტრედი,ბოლო გაჩერება მერსედესი... და ა.შ.თეას ძალიან უყვარდა ეს თამაში და ამიტომაც გაახსენდა
ზაზას,მაგრამ ფიქრი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა.საათი 12-ის 20წუთს
უჩვენებდა.ტელეფონის ყურმილში ზაზამ თეას მეგობრის,თაკოს ხმა გაიგონა.გოგონა
ტირილს ვერ იკავებდა.თაკოს ტირილმა ზაზა ძლიერ შეაშინა.
-თაკო,რა მოხდა?!...თაკო რაშია საქმე?...თაკო ...თაკო ამოიღე ხმა...
-ზაზა თეა..მამამისის...მამამისის სანახავად წავიდა და ...ხომ იცი...ხომ
იცი,რომ მამა...მამამისი მეცხრე სართულზე ცხოვრობს?
-კი,მაგრამ ეს რა შუაშია?!..თაკო,რა მოხ...
-თეამ თავი მოიკლა,ზაზა...თეა ფანჯრიდან გადახტა..თეა...თეიკო აღარ არის
ზაზა...თეა..
ყურმილში გრძელი ზუმერი გაისმა.ზაზა გაშეშებული იდგა და არ იცოდა რა
მოემოქმედნა.ყვირილი უნდოდა,მაგრამ ვერ ყვიროდა.ტირილი უნდოდა,მაგრამ ვერ
ტიროდა.სახლიდან გაქცევა სურდა,მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა.ზაზა უგრძნობლად
იდგა.წინ თეას სახე ედგა და თავში მხოლოდ მისი სახელი უტრიალებდა.
* * *
სამი დღის შემდეგ,მოახერხა თავის ხელში აყვანა და მივიდა თეას
დასაფლავებაზე.როცა თეას სხეული მიწას მიაბარეს და ყველა წავიდ-წამოვიდა,თაკო
მიუახლოვდა ზაზას და კონვერტი გადასცა:
-ეს თეიკომ შენთვის დატოვა.
ზაზამ მთელი დღე საფლავზე გაატარა და როცა ცოტა გონს მოეგო,კონვერტი ხელის
თრთოლვით გახსნა.შიგ თეას სურათი იყო,რომელიც ზაზამ პირველი ნახვისას
გადაუღო.დიდხანს უყურა სურათს და მერე,რატომღაც შემოაბრუნა,ზაზას სახეზე ფერი
დაეკარგა და ატირდა.
სურათის მეორე მხარეს კი ეწერა:\"ბოლო გაჩერება\"!
((9))
_რას შვრები თამო, ხომ მოდიხარ ხვალ ჩემს დაბადების დღეზე? თითქმის ყველა
კლასელი იქნება იმ სინდიოფალა სწერვების გარდა და არ დაგავიწყდეს მოსვლა.
მერე კი ვიგიჟოთ ჩვენებურად...
      _რა თქმა უნდა მოვდივარ! რომც არ დამპატიჟო მაინც მოვალ! რა სისულელეა
მაგ წვეულებას როგორ დავაკლდები.
      _მაგარი ხარ, გელოდებით, ბევრი არ მაცდევინო.

      _სად არის ამდენი ხანი, კარს რომ არ გვიღებს?
      _რა გჭირს გოგო, მოითმინე და გაგვიღებენ აბა აქ ხომარ
გვაცდევინებენ?_დამამშვიდა წვეულებაზე უხალისოდ მისული გაგამ. ალბათ გული მიგრძნობდა რომ აქ
იწყებოდა ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი, არც თუ ისე სახარბიელო
ეტაპი..._დიდება შენს გამოჩენას... მეგონა აღარ გვიშვებდი სახლში.
      _კაი რა... სახლში იმისთანა ამბავია, რომ არაფერი ისმის.
      _ოკ! შემოგვიშვებ თუ წავიდეთ. საჩუქარი მოგიტანეთ, მოგეწონება. ჩვენ კი
წავალთ.
      _შენ კარგად ხარ თამო? აქამდე მოვსულვარ და აწი სად წავალ? თან ისე მშია
რომ ლამისაა ორივე შეგჭამოთ_ამის თქმა და გაგას ოთახში შეჭრა ერთი იყო.
      _შემოდი!


      კარზე ზარია...
      _ალბათ ლეო მოვიდა, დე გაუღე კარი.
      _ლეო ვინაა გოგო? აბა სასტავიო?
      _ხო რა, ჩემი ბიძაშვილია და მაგარი ძმაკაცი, ძმის მაგივრობას ეგ მიწევს.
გახსოვს რომ მოგიყევი ნიკას გაურჩია საქმეები-თქო... ხოდა ეგაა. ჩემი
ბიძაშვილი რომ არ იყოს ალბათ შემიყვარდებოდა ისეთი საყვარლია... აი ისიც_ფეხზე
ადგომით შეხვდა მარი თავის ბიძაშვილს და ინსტიქტურად მეც ფეხზე წამოვდექი.
      _გაიცანი ლეო ესენი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან_გაგა და თამუნა. დღეს
კიდევ ბევრი ჩემი მეგობარი მოვა აქ მაგრამ ესენი...
      _კაი, გეყოფა! სასიამოვნოა...
      _ლეო დანარჩენებს იცნობ ალბათ ხომ?
      _კი და თუ მაცლი მივესალმები კიდეც, ისე კი ძალიან სასიამოვნოა ჩემი
მარის მეგობრების გაცნობა...
      _ხომ მაგარი ლამაზია?
      _კი რამდენი წლისაა?
      _ჩვენზე მარტო 4 წლითაა დიდი, 17 წლისაა.
      _მაგარი ლამაზია...
      _ჰა, ჰა გულში ხომ არ ჩაგივარდა ანგელოზი სახელად ლევანი?
      _გეყოთ, ხომ არ გავიწყდებათ რომ მეც აქ ვარ და ბოლოსდაბოლოს მეც ბიჭი
ვარ!!! ესე იგი თქვენ ოღონდ ლამაზი ბიჭი დაგანახათ და მეტი არაფერი
გაინტერესებთ. არაფრად აგდებ მარი ჩემს გრძნობას...
      _მე მგონი აქ სრულიად ზედმეტი ვარ, აბა გაგა შენ იცი ჭკუით და დაქალი არ
გამიბრაზო..._,,შეყვარებულ\" წყვილს გამოვეცალე და იქვე განმარტოებით
მდგარ სავარძელზე მოვეწყვე. ის იყო ჩემს ფიქრებში უნდა წავსულიყავი, რომ
ვიღაცის ხმა მომესმა.
      _მარის მოვკლავ, ასეთი ლამაზი დაქალი თუ ყავდა აქამდე   რატომ არ გამაცნო?
ახლავე მივალ და ახლოს გავიცნობ, თან მარტოა.
      _ოხ, შე მექალთანე. თამოს შებმა გინდა? არა ბიძაშვილო მაგ გოგომ კარგად
იცის რომ ყველა ბიჭი ერთნაირები ხართ.
      _არა მართლა ნომალური გოგო ჩანს და ეგებ საერთოც გამოვნახოთ
რამე, თან მოწყენილია და ვეცდები გავამხიარულო..._ვიგრძენი როგორ წამოვიდა
ლეო ჩემსკენ.
      _რატომ მოიწყინე? მიგატოვა დაქალმა და ძმაკაცმა? ისე უშნოდ ეჭუკჭუკება ის
გაგა მარის და რამე ხომ არ ხდება?
      _რა უნდა ხდებოდეს? უხარია ხალხს ცხოვრება...
      _შენ რა არ გიხარია?
      _როგორ არ მიხარია, მაგრამ, იმათ სხვანაირად უხარიათ.
      _მაინც რანაირად?
      _სხვანაირად!
      _მაინც, მაინც!
      _ვერ ხვდები არა? უყვართ და უხარიათ... ასე რომ ვთქვათ მათ შორის
ანგელოზმა სიყვარულის ისარი გაისროლა და მათი გულები ერთმანეთს შეახვედრა.
      _შენ რა ძაან ფილოსოფოსობ? ნამდვილად შეყვარებული იქნები! არა?
      _შენ წარმოიდგინე რომ არა. თუმცა როგორ არა ჩემი შეყვარებული სიყვარულია,
სიყვარულზე ვარ შეყვარებული.
      _და არ გინდა რომ შენი სიყვარული ვიყო?
      _არა. შენ?
      _რა მე?
      _შენ გინდა რომ ჩემი სიყვარული იყო? გინდა რომ ეგ სიყვარული მიყვარდეს?
      _კი თან ძაან.
      _ეჰ, რომ ვერ შეგისრულებ?
      _რატომ?
      _იმიტომ რომ ჩემს სიყვარულს სახელი არა აქვს... შენ კი ლევანი გქვია...
      _სიყვარულს დავირქმევ!..
      _რატომ? რომ მერე შენს ძმაკაცებში იბლატაო რომ ერთით მეტი
თაყვანისმცემელი გყავს? არა ჩემო კარგო...
      _მარი გეძახის!
      _იფიქრე ჩემს ნათქვამზე...


      _შენ გენაცვალე მარი რახან იმას მომაშორე.
      _რაო გაბამდა?
      _ხო რა, შენი სიყვარული ვიქნებიო.
      _მერე შენ რა უპასუხე?
      _არაფერი, რა უნდა მეპასუხა?
      _აუ, ახლა წარმოგიდგინეთ შენ და ლეო ერთად, რა მაგარი წყვილი იქნებით?!
თან შენზე უკეთესს ვის მოვუძებნი?
      _და მე აღარ მეკითხებით?
      _რა კითხვა უნდა გოგო. სახეზე გაწერია რომ მოგეწონა, ალბათ იმ ანგელოზმა
თქვენს შორისაც გაისროლა სიყვარულის ისარი.
      _გეყოს რეებს ბოდავ? მე ხომ იმას ჯერ არც კი ვიცნობ?
      _რეებს და რასაც ჩემზე და გაგაზე ბოდავდი... თანაც ერთი ნახვით შეყვარება
არ გაგიგია? ლეო კარგი ბიჭია და დარწმუნებული ვარ ახლა აღარც შეგეშვება...
      _კარგი რაა... იცი თქვენზე მკითხა და ვუთხარი რომ შეყვარებულები ხართ!
      _რა? გაგიჟდი გოგო? აუ, ახლა მაგას რაღა გაუძლებს?
      _რატომ, რა მოხა? უბრალოდ ცოტა მეტ ყურადღებას მოგაქცევს და სულ შენთან
იქნება... და თუ შენთან იქნება მეც ვნახავ ხოლმე...
      _აბა არაფერიაო? აი ხომ დაგიჭირე სიტყვაზე?
      _კარგი, ჰო მომეწონა... რა არ შეიძლება?
      _როგორ არ შეიძლება, პირიქით ძაან მაგარია, მე-გაგა, შენ-ლევანი,
მაგარია...
      _ეეე, ძაანაც ნუ გააფრენ ფიქრებით. ეგ ამბავი ან-მოხდება, ან-არა,
უფრო-არა!
      _კარგი რა... რატომაც არა, დამიცადე ლეოს დაველაპარაკები და ახლავე
მოვალ.
      _გაგიჟდი გოგო? არ გაბედო და არ უთხრა რომ მომეწონა, თორემ აქედან წავალ
და ვერასდროს ვეღარ შემომირიგებ.
      _არა რა სისულელეა უბრალოდ უნდა ვკითხო მოეწონე თუ არა.
      _არ გინდა რა.
      _დამიცადე!
      _რა მოხდა სად გაიქცა ის გადარეული?
      _ლეოს უნდა ელაპარაკოს... გაგა მიშველე რამე, მარის უნდა რომ...
      _რა რომ ნუ გადამრიე.
      _რა და ლეო მომეწონა და მას უნდა რომ ყველაფერი მოახსენოს.
      _მოგეწონა? ვა, რა დღეა დღეს? უნდა ჩავიწერო რომ არ დამავიწყდეს.
      _გეყოფა!..
      _მარი რა ქენი გაიგე მოეწონა თუ არა ეს გოგო?
      _კი და ისიც ვუთხარი რომ ძალიან დიდი შანსები აქვს შენთან.
      _შენ რა უთხარი რომ მომეწონა?
      _ხოO რა იყო, თუ მასაც მოეწონე დიდი ამბავი...
      _კარგად მარი, მე მივდივარ.
      _მოიცა რა სად გეჩქარება?
      _აქ ვეღარ გავჩერდები..._და წამოსასვლელად მოვემზადე.
      _გაგა გააცილე კარგი? ოღონდ მერე დაბრუნდი...

ცივი ქარიანი ამინდი იყო ციდან წვრილ-წვრილად თოვლის ფანტელებიც
გვიგზავნიდა მოკითხვას. ძალიან მიყვარს თოვლი ამიტომ, ფეხით გადავწყვიტე გავლა.
გზაში გაგაც წამომეწია.
      _რა იყო გოგო, ასე რატომ გაბრაზდი. ხომ იცი, მარი რა თავქარიანიცაა და
მის ასეთ ქცევებს ყურადღება რომ არ უნდა მიაქციო? ვიცი მესმის შენი. არც მე
მომეწონებოდა რომ დაუშვათ და შენ გეთქვა მარისთვის რომ მომწონდა. მაგრამ
მარი ასეთია და ჩვენ ვერ შევცვლით, თან მართლა განიცადა რომ გული
გატკინა...
      _გაჩერდი გაგა! ეგ რა შუაშია? შენ რა მართლა გგონია რომ ლეოს გულისთვის
დაქალს დავკარგავ? უბრალოდ გავლა მომინდა და გადავწყვიტე წამოვსულიყავი.
თან არც ვიყავი მხიარულების ხასიათზე... ახლა კი თუ არ გეწყინება მარტო
მინდა დარჩენა და... მოკლედ დაბრუნდი და გაერთე, მე არაფერი არ მიჭირს.
      _მართლა? აუ გეხვეწები რა სახლამდე მიგაცილებ თორემ მარი მომკლავს რომ
მარტო გაგიშვი...
      _მე გავაცილებ!!!
      _ლეო? შენ აქ რას აკეთებ? ახლავე ორივე დაბრუნდით და მარის უთხარით რომ
მე კარგად ვარ და ხვალ დავურეკავ...
      _გაგა წადი და დაბრუნდი, თამუნას მე გავაცილებ.
      _შენ რა ვერ გაიგე? ორივე დაბრუნდით. რა იყო რა, პირველად ხომ არ
გამოვედი ქუჩაში, თან აღარც პატარა ბავშვი ვარ რომ ზედამხედველები დამყვებოდნენ.
      _პატარა რომ აღარ ხარ, იმიტომაც უნდა გამოგყვე. თორემ ვინმე დაგავლებს
ხელს და მერე რა მეშველება მე?
      _კარგი ლეო მე წავალ, ოღონდ რაც არ უნდა გითხრას მარტო არ დატოვო. კარგი?
      _აი მარტოც დავრჩით, სულ მარტო ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას შენ კიდევ
მარტო აპირებდი წასვლას.
      _დიდი ამბავი. მაგრამ შენ ახლა სიმყუდროვეს მირღვევ და თუ მაინცდამაინც
გინდა რომ წამომყვე ჩუმათ იარე! კარგი?_ჩემი სიტყვებით გაკვირვებულმა ლეომ
თავი დამიქნია და რაგაცის თქმას აპირებდა და გადაიფიქრა.
      _უკვე ძალიან დაბნელდა და თითქმის ორი საათია მე და ლევანი ერთად
ვსეირნობთ თბილისის ქუჩებში და რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენით ამ ხნის მანძილზე
არცერთს არ ამოგვიღია ხმა...


      ამის შემდეგ მე და ლევანი ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს და ხშირადაც
მოდიოდა ხოლმე სკოლაში ვითომდა მარის სანახავად.

      ლევანის გაცნობიდან 1 წელი და 16 დღე იყო გასული. დღე ჩვეულებრივად
დაიწყო. როგორც ყოველთვის ლევანიმ სკოლის მერე მე და მარის გამოგვიარა და ჯერ
მარი გავაცილეთ ერთად და მერე მეც მიმაცილა სახლამდე.
      _თამუნა ხვალ მე და ჩემი მეგობრები ვიკრიბებით და ძალიან მინდა რომ, შენც
ჩემთან ერთად წამოხვიდე.
      _მე? არა რა სისულელეა! მე ხომ შენს მეგობრებს არც კი ვიცნობ და არა
მგონია ღირდეს წამოსვლა...
      _მერე რა? მარიც არ იცნობს და ორივეს გაგაცნობთ თუ მარის ენდომება გაგაც
წამოვიდეს.
      _კარგი ვნახოთ, მარის დავურეკავ და მოვილაპარაკებთ.


      _მარი როგორ გამოვიყურები?
      _როგორ და ისე რომ ჩემს ბიძაშვილს მთლად გადარევ ჭკუიდან ისეთი ლამაზი
ხარ.
      _კარგი გეყოს თორემ მერე თავში ამივარდება და...


      იმ დღეს უბედნიერესი ადამიანი ვიყავი რადგან ლევანიმ სიყვარული ამიხსნა
თან ძალიან ორიგინალურად. მეგობრები თავთავიანთ საიდუმლოებს უმხელდნენ
ერთმანეთს და ლევანიმაც გამიმხილა თავისი საიდუმლო...


        თითქმის ერთი წელი ლევანი ყურადღებას არ მაკლებდა. ძალიან ორიგინალური
სიურპრიზებით მიმტკიცებდა თავის სიყვარულს. ყველა მეუბნებოდა რომ
უბედნიერესი ადამიანი უნდა ვყოფილიყავი რადგან ასეთ ადამიანს ვუყვარდი. მეც რა თქმა
უნდა მსიამოვნებდა ლევანის ასეთი ყურადღება ჩემს მიმართ. ლევანმა მისი
ოჯახის წევრებიც გამაცნო. ლეოს ოჯახშიც ყველამ იცოდა რომ ლევანის ძალიან
ვუყვარდი.

      მაგრამ ალბათ ბედნიერებასაც აქვს დასასრული. დაახლოებით 2 კვირა ლევანი
არ გამოჩენილა და მისი კვალი არსად ჩანდა. Mმე ვიფიქრე, რომ აღარ ვუყვარდი
და ძალიან გაბრაზებულიც ვიყავი. ლევანის ყველა ეძებდა. ორი დღით გამოჩნდა
და ისიც ძალიან ცივად მექცეოდა. Bოლოს, რომ ვნახე ლევანი ძალიან
განერვიულებული იყო. მეხვეწებოდა, რომ მარტო არსად წავსულიყავი და თუ ვინმე მის
ამბავს მკითხავდა, მე მას ნორმალურად არც კი ვიცნობდი, მაგრამ, არ მესმოდა
რატომ სჭირდებოდა ეს ტყუილი. ნუთუ აღარ ვუყვარდი? ნუთუ ის ყველაფერი, ის
დღეები რაც ერთად გავატარეთ არაფერს არ ნიშნავდა მისთვის? მეორე დღეს მართლა
მოვიდა ვიღაც ბიჭი და მართლა მკითხა ლევანიზე და მე როგორც დამარიგა
ლევანმა ისე ვუპასუხე, რომ ლევანისთან არც თუ ისეთი კარგი ურთიერთობა მქონდა და
ერთმანეთს ვერ ვიტანდით.


      _უკვე 3 კვირაა რაც ლევანი არ გამოჩენილა მისი ძმა გადარეული ეძებს.
ბიძაჩემი მიწასთანაა გასწორებული. თამუ ვერ ვხვდები რა ხდება ჩვენს თავს? ნინო
დეიდამ მთხოვა რომ მასთან მიმეყვანე თუმცა არ ვიცი რა უნდა. გთხოვ წამოდი
რა?
      _რა თქმა უნდა წამოვალ. მეც ძალიან ვნერვიულობ მაგრამ... არ ვიცი მარი
გული ძალიან ცუდს მიგრძნობს. მეშინია გესმის? მე_ში_ნი_ა!_ დამარცვლით
გავუმეორე მარის და ლევანის სახლში წასასვლელად გავემზადე._ მარი გამომიარე რა
და ერთად წავიდეთ.


      ლევანის სახლში ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. არავინ არ იცინოდა, ყველას
შეშინებული სახე ქონდა.
      _თამუნა შვილო მოდი, დაჯექი. აქ იმიტომ დაგიბარეთ რომ ლევანიმ
გაუჩინარების წინ მე, მამამისს და თავის ძმას გიოს გვთხოვა, რომ შენ მოგხედოთ როგორც
საკუთარ შვილს. გვთხოვა, რომ მისი დის მაგივრად, რომელის სულ რაღაც 5 წლის
იყო რომ გარდაიცვალა, შენ მიგიღოთ ჩვენს მესამე შვილად. და თუ შენ
წინააღმდეგი არ იქნები ხშირად მოდი ხოლმე ჩვენთან. იმას არ გთხოვთ რომ შენი ოჯახი
მიატოვო და აქ გადმოხვიდე მაგრამ...
      _დაწყნარდით ნინო დეიდა მე სულ თქვენთან ვიქნები. აი ნახავთ მალე ლევანი
დაგვიბრუნდება და ჩვენ ერთად ბედნიერად ვიქნებით, როგორც ადრე იყო
ხოლმე...
საუბარი ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა. ტელეფონს ლევანის მამამ_დათომ
უპასუხა და ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. მერე გიორგი და დათო ცალკე ოთახში
გავიდნენ. იქიდან გამოსული დათო პირდაპირ კარებისკენ წავიდა გიო კი ჩვენთან
მოვიდა და...
_ლევანი აღარაა...
ამ სიტყვების მერე აღარაფერი აღარ მახსოვს. გონს რომ მოვედი. მარტო ვიყავი
ერთ ოთახში, მეორე ოთახიდან კი კივილის ხმა გამოდიოდა.

ლევანი მოასვენეს... მისი სხეული, ტანსაცმელი, სახე სულ სისხლით იყო
დაფარული. ალბათ აწამეს, ძალიან აწამეს...

ყველაფერი კი ასე იყო... თურმე ლევანის ძმაკაცს ვიღაც ბანდიტებთან ქონია
შელაპარაკება. ჯერ ის მოუკლავთ და მერე კი ლევანის დასდევდნენ მოსაკლავად
და მიაგნეს კიდეც. რომ მოკლეს მამამისს დაურეკეს და უთხრეს ამა და ამ
მისამართზე მოდი და შენი შვილი წაიღეო.

ეს იყო 15 თებერვალი, ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღე.


,,იყო და არა იყო რა... მართლაც ზღაპარია ჩვენი ცხოვრება\"
((10))
ის იყო ყოველთვის მარტო ამ ქვეყანაზე. ის და არავინ სხვა. თუმცა იყვნენ
მეგობრები, ნაცნობები, იყო ბევრი სიხარული, ბევრი ბედნიერი წუთი, ბევრი
ტკივილიც და ბევრი უძილო ღამეც, ბევრჯერ უნატრია მასთან ყოფნა, მაგრამ ეს იყო
მხოლოდ ოცნება, ის ხომ მას არ ეკუთვნოდა და ალბათ არც არასდროს გახდებოდა
მისი.
და სიევ ბედნიერი წუთები.
ვისაც არ ელოდა ის მივიდა, მივიდა და უთხრა დიდიხნის ნანატრი და ოცნბეად
ქცეული სიტყვები
\"მე თქვენ მიყვარხართ\"
ოცნება თითქოს ახდა.
ბედნიერება მოვიდა, რომელსაც თან ახლდა შიში, შიში სიყვარულის დაკარგვის,
რომელიც უსაფუძვლო არ ყოფილა.
ხმაური ღამით.
ირგვლივ გამეფებულ წყვდიადში გზააბნეული და დაკარგული შვლის ნუკრივით
დადიოდა იგი.
ისევ იწყებოდა უფერული და ძაძით მოსილი დღეები. ამას კი ნამდვილათ ვეღარ
გაუძლებდა.
უღალატა იმან ვინც მთელ სიცოცხლეს ერჩია, ვინც სალოცავ ხატად ყავდა
გადაქცეული.
ყოველთვის მისთვის ლოცულობდა: \"უფალო მიეცი ძალა სიყვარულისა, ძალა
ტკივილის ატანისა, ძალა იმისა რომ უყვარდეს ყველაფერი რაც ლამაზია, ნურასოდეს
იტყვის \"მომბეზრდა\", შეუნდე ღმერთო ყოველი. ამყოფე ბედნიერი თუნდაც
სხვასთან.\"...
არასოდეს არაფერი უთხოვია თავისთვის, მხოლოდ ოცნებაში თუ გაბედავდა
მისთვის თვალებში ჩახედვას, ხელით შეხებას და ისიც ერთი წამით, მხოლოდს ერთს
თხოვდა ყოველთვის შემოქმედს:
\"განაცდევინე ღმერთო ჭეშმარიტი სიყვარული..\"
არასოდეს დაუჩივლია თავის ცხოვრებაში ნაადრევად დამდგარ ზამთარზე, ის ხომ
თოვლივით წმინდა და სპეტაკი იყო.
მხოლოდ მაშინ გაბედა თავისი გრძნობების გამხელა, როცა თავის
სათაყვანებელმა ადამიანმა სხვაზე გაცვალა.
არასოდეს უფიქრია სიკვდილზე, თუმცა ესეც ღირდა.
იყო ბევრი ხალხი და ბევრი ცრემლი, მხოლოდ არ ჩანდა ის. ზამთარში კი როცა
თოვლმა თეთრი საბანი დაახურა ირგვლივ ყველაფრს, იებით ხელში გამოჩნდა ის
ვისთვისაც ღირდა ის ყოველივე.
გულზე დააწყო იები. მას ხომ უზომოდ უყვარდა ეს ყვავილები. მასავით ნაზმა
და სათუთმა ვერ აიტანა საყვარელი ადამიანის ღალატი.
და მისი ვედრებად ქცეული სიტყვები აქ ცივ მარმარილოს სამეფოშიც კი
გაისმოდა..:
\"იყოს ბედნიერი თუნდაც სხვასთან. \"
((11))
... მე ის თავიდანვე მომეწონა... ეხლა რომ ვუფიქრდები, არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან, ძალიან მომეწონა... შეძლება თავისი ბავშვური გულუბრყვილობით... რაც ძალიან იშვიათია ამ ასაკის ბიჭებში...
ალბათ, ამიტომ...
ჩავედით, დავბინავდით...
მერე იყო ბევრი სიცილი, ბევრი ბავშვები, სმა, მხიარულება...
... კანატკაზე ერთად აღმოვჩნდით... სიცივისგან ვკანკალებდი... უნებურად თავი დავადე... სიჩუმე...
მერე იყო თოვლში წოლა... ერთად... თავი მის მუცელზე მედო და ცას ვუყურებდი... თოვდა...
იმ დღეს ვიფიქრე... ალბათ მალე ერთად ვიქნებით... რა კარგია... მასაც მოვწონვარ...
მერე იყო ხელჩაკიდებულები რომ ვსეირნობდით... ხან აქ, ხან იქ, ხანაც უბრალოდ...
მეც ველოდი...
აი, დღეს იტყვის, ან ხვალ...
და მიხაროდა, რომ ის არსებობდა... მიხაროდა, რომ ესე კარგად ვიყავით...
... შუა სრიალის დროს უცებ გავაჩერებდი, ვეხუტებოდი, ვკოცნიდი და ვკოცნიდი...
და მიხაროდა...
... წამოსვლის წინა ღამეა... ანუ ბოლო ღამე...
დავლიეთ... მთელი საღამო ვცდილობდი მასთან ყოფნას, ის კი რატომღაც – არა... გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე...
მე ხომ ისევ ველოდი...
კოტეჯში წამოვედით... ხელი რომ ჩამკიდა... უცებ გავთბი... და ყველაფერი დამავიწყდა... მერე ისევ გამიშვა და კოტეჯში შევიდა... ცოტა ხანი გარეთ დავრჩი... მერე მეც შევედი...
ცოტა ხანში მე და ის მარტოები გამოვედით გარეთ...
თოვლში დავჯექით...
მე მციოდა და ვკანკალებდი... ის ჩამეხუტა და ხელებს მითბობდა...
უბედნიერესი ვიყავი...
მკოცნიდა ლოყაზე და კისერში და მეჩურჩულებოდა... მაჟრიალებდა...
მაშინ ვგრძნობდი, რომ მარტო ნამდვილად არ ვიყავი ამ უსასრულო სამყაროში... რომ გვერდით მყავდა ის... ვინც მინდოდა...
მაგრამ არც ერთი სიტყვა... მიკვირდა... და მაინც არ ვიმჩნევდი...
მერე წავედით...
მერე ისევ ბევრი ბავშვები, ისევ სმა, ისევ ცეკვა, ისევ მხიარულება...
... ჩვენ ცალკე გადავჯექით... მე ვიწექი და თავი მის მუხლებზე მედო... ის თმაზე მეფერებოდა... ეს უკვე ბოლო წვეთი იყო... აი, ახლა მეტყვის...
არც ერთი სიტყვა...
მხოლოდ კოცნა... ჯერ ლოყებზე, მერე თვალებზე, მერე მთელს სახეზე, მერე კისერში...
უცებ, ტუჩებშიც...
გამიკვირდა...
ჯერ ხომ უნდა მითხრას და მერე არ უნდა მაკოცოს???
მაგრამ ისე მესიამოვნა მისი კოცნა, რომ იმ წუთში ყველაფერი, ყველაფერი დამავიწყდა... არ ვფიქრობდი, ვინ მიყურებდა, ვინ რას იფიქრებდა, ან საერთოდ, რას ვაკეთებდი...
ერთი ვთქვი მარტო... აუ, რას ვაკეთებ – მეთქი? და მერე... მეც ვაკოცე...
არ მახსოვს, რამდენი ხანი ვკოცნიდით ერთმანეთს... მგონი დიდი ხანი...
... უკანა გზაზე ისევ ხელჩაკიდებულები წამოვედით... მაშინ უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მისთვის ეს უბრალო კოცნა იყო და მეტიც არაფერი... მე კი...
მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი...
დილით თვალებში ვერ ვუყურებდი...
არც ერთი სიტყვა...
ერთი გამიღიმა წასვლის წინ... მე არც შემიხედავს...
... განადგურებული ვარ...
იმის მერე სულ ამაზე ვფიქრობ...
ეს რა გავაკეთე...
მერე ჭორებიც გავრცელდა ჩვენზე... ერთად ყოფილანო ზამთარში...
ეს ჭორი რომ მას ვუთხარი, მხრები აიჩეჩა... და მორჩა...
როგორ უსუსურად ვიგძენი მაშინ თავი...
ეს რა გავაკეთე? სრულიად უცხო ადამიანს ფეხქვეშ გავათელინე ჩემი გრძნობები...
და მაინც ვერავინ ვერაფერს მიხვდა...
ის ყველას უყვარს...
არადა, რა გამიკეთა???
გადამიარა და გული გამიტეხა... რამდენს ვტიროდი... და ეხლაც... როცა მახსენდება, ეხლაც ვტირი ხოლმე...
... ყოველ დღე ვხვდები... ვითომ არაფერი... ისე ჩამივლის, თითქოს არ ვარსებობ... თითქოს არაფერი არ იყო... ზამთარში... თოვლში...
და მაინც... მე ისევ ველოდები...